მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ფიქრები რერიხის სურათებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ფიქრები რერიხის სურათებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)12-08-2015, 00:03 |
რერიხი1 ქრისტიანობის მოწინააღმდეგეა. და მაინც, მადლიერი ვარ ნიკოლოზ რერიხისა იმისათვის, რომ ამ რენეგატმა უნებლიეთ კიდევ ერთხელ გააფრთხილა თვლემაში ჩაძირული ჩვენი სამყარო, თუ რო-გორი ხიფათი გვიახლოვდება აღმოსავლეთიდან.
რერიხმა მთელი თავისი სიცოცხლე სულიერი სიცრუის სამსახურს მოახმარა. ის ცრუობდა სიტყვით თავის „სიყვარულის იოგაში", მაგრამ მხატვრის ხელმა „გათქვა" საიდუმლო და სურათებში ის გაამხილა, რაზედაც ენა გაჩუმებას ამჯობინებდა. მან აჩვენა ჰიმალაის მთები, როგორც მთვარიანი პეიზაჟის მსგავსი სიკვდილის ქვეყანა სარკის მე-ტაფიზიკურ მიღმიერში, სადაც ყინულის ჯავშნის ქვეშ სისხლი მოე-დინება. ტიბეტის მთები თითქოსდა სიკვდილის სიცივეს აფრქვევენ, ეს არ არის ყინულისა და თოვლის სიცივე, არამედ კოსმოსური სი-ცივეა რაღაც ვარსკვლავთაშორისი შავი სივრცისა.
როგორღაც ერთხელ გველსაშენში ვიყავი და მინის ქვეშ მწოლიარე ეს რეპტილიები ვნახე. ზოგიერთი მათგანი ლამაზი შეფერილობისა იყო, თითქოს წითელ და მწვანე ზოლებიან აბრეშუმში იყო ჩაცმული. ისინი ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდნენ, თითქოსდა ღრმა ძილს მიცემულნი, გორგალივით დახვეულები იწვნენ. მაგრამ სულს რაღაც უცნაური გრძნობა ავსებდა, რაღაც ყრუ განგაში, რაღაცნაირი სისხლ-ისგამყინავი, თითქმის მეტაფიზიკური სიცივე იგრძნობოდა ამ არსებე-ბში.
როცა რერიხის სურათებს ვუყურებდი, მსგავსს განვიცდიდი. ის ჰი-მალაების მეხოტბეა, მაგრამ კიდევ რაღაც სხვა უნდა, მას სურს, რომ მისი ჰიმნი ტიბეტისადმი, ქრისტიანულ სამყაროს რექვიემივით ჟღე-რდეს.
რერიხს ჰიმალაები არ უყვარს. ბუდისტის გულს არ შეუძლია უყვ-არდეს, ის ყინულის ნამსხვრევს ჰგავს, რომელიც მწვერვალიდან მო-წყდა და დანარცხებული ნაწილებად დაიმსხვრა. მაგრამ რერიხი, ისევე როგორც რამაკრიშნა, სიკვდილის ქალღმერთ კალის - „სამყაროს დედას", ნეოფიტის გულმოდგინებით ემსახურება. ბუდისტის გულს არ შეუძლია უყვარდეს, მაგრამ შეუძლია სძულდეს ცივი სიძულ-ვილით, და რერიხს სძულს ქრისტიანობა, რომლის გამო სატანა ჯერაც ვერ გახდა ქვეყნიერების თვითმპყრობელი.
მე მადლიერი ვარ რერიხისა იმისათვის, რომ მან მიჩვენა კავშირი ბუდიზმსა და სატანიზმს შორის, ბუდასა და ანტიქრისტეს შორის, ლჰასას2 და კრემლს შორის, პოტალასა3 და მავზოლეუმს შორის. მან თითქოს მიწისქვეშა კაბელი გააშიშვლა. მან გახსნა სულიერი მემკვი-დრეობითობა გვამების მჭამელი ლამების ნეკრომანიასა და გულაგის შემქმნელებს შორის. ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენმა უჩვენა ევროპას, რა არის აღმოსავლეთი, მაგრამ ისტორიის ჭრილობები ნაწიბურდება და ისევე სწრაფად ეძლევა დავიწყებას, როგორც ძუკნას ტყავზე ნაიარევი. არსებობდა გადმოცემა იმის შესახებ, რომ ქუხილი, რომელიც მსო-ფლიოს შესძრავს, აღმოსავლეთიდან მოვა, მაგრამ ის, თანდათან მია-ვიწყდათ და ახლა, ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში, როცა აზროვნება ადამიანების მაგივრად კომპიუტერებმა დაიწყეს, ეს ზღაპარივით გა-მოიყურება.
ამბობენ, რომ რერიხმა ბუდიზმი მიიღო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მან მიიღო ლამაიზმი. ბუდიზმი - ეს უმყოფობის რელიგიაა, ლამაიზმი - სიკვდილისა. უმყოფობა ისაა, რაც არ არსებობს. უმყოფ-ობის მისტიკა - ეს ქვეყნის გაიგივებაა ილუზიასთან; სიკვდილი კი არსებობს, მაგრამ განადგურება აქვს მისჯილი. სიკვდილის მისტიკა, ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვაა, ამიტომაც მონღოლეთში, ტიბეტსა და მანჯურიულ ჩინეთში ჩინგიზ-ყაენს, როგორც დიდ მაჰატმას, თა-ყვანს სცემენ.
ლამაისტები მას „კურთხეულს" და „განათლებულს" უწოდებენ. მისი აკლდამის თაყვანის საცემად ჩინეთში მომლოცველები ჩადიან; მის საფლავთან სატანური ინიციაციები სრულდება.
რერიხმა ტიბეტელთა თანხლებით მთის უხუცესებისაგან - მაჰატმე-ბისაგან რუსეთში საბჭოთა მთავრობისადმი წერილი და ლენინის მავ-ზოლეუმისათვის პეშვი მიწა ჩაიტანა. მაჰატმები სიხარულს გამოხატ-ავდნენ იმის გამო, რომ კომუნისტები ეკლესიასა და ოჯახს ანად-გურებენ, რომ მსოფლიოს ერთი მეექვსედი სისხლის ზღვაში იძირება, ამ წერილში ლენინს თავიანთი „ძმა-მაჰატმა" უწოდეს და როგორც ცოცხალს ისე მიმართავდნენ. გარდა ამისა, რერიხმა ჩამოიტანა სურ-ათი - „მომავალი ბუდა" - უკანასკნელი განსხეულება („ავატარა"), რაც მსოფლიო ისტორიის დასასრულს უნდა აღსრულდეს. ეს ტიბეტური „ხატი" ეკლესიების ცნობილი გადამწველის, - ლუნაჩარსკის სახით კრემლის ხელისუფალთ მიართვა. რერიხი პატივით, ბუდას „ხატი" კი მადლიერებით იქნა მიღებული. იცოდნენ მაღალი ხარისხის მარქსი-სტებმა, ვინც არის მასზე გამოსახული.
შემდეგ უჩვეულო რამ მოხდა: რუსეთის დიპლომატიურმა კორპუსმა და სპეცსამსახურმა დაიწყეს რერიხის თანადგომა მის მოგზაურობებში სამხრეთ-აღმოსავლეთით (უნდა ითქვას, რომ ამ ექსპედიციების რუსე-თში დაბრუნებული ნაწილი განადგურებულ იქნა, ხოლო მისი კვალი სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სარდაფებში და არქივებში გაქ-რა).
მადლიერი ვარ რერიხისა ასევე იმისათვის, რომ დამანახა კავშირი ჩინგიზ-ყაენსა და ლენინს შორის, ლამაისტურ საკერპესა და მავზო-ლეუმს შორის, რომელიც წითელ მოედანზე დგას, როგორც ლოდი რუსეთის გულზე. პირველ გნოსტიკოსს, სიმონ მოგვს ჰყავდა თანამ-გზავრი, სახელად ელენე, ყოფილი სიდონელი მეძავი. მოგვი ამბობდა, რომ თვითონ ღვთაების სახეა, მისი მეგობარი კი იმ ელენეს ხორც-შესხმაა, რომლის გამოც ტროა დაიღუპა. ის ასევე სახეა დაცემული ადამიანური სულისა, რომელიც შემდგომ ღვთაებას გაჰყვა. რერიხსაც ჰყავდა ცოლი და თანამგზავრი, სახელად ელენე, მაგრამ სიმონ მოგ-ვისაგან განსხვავებით ის ღვთაებად, „სამყაროს დედად" გამოაცხადა, თავისი თავი კი - პალადინად (ვ. ი. პალადინი - ბიოლოგი, პროფეს-ორი - მთარგმნელი). მადამ რერიხი კეთილსინდისიერად ასრულებდა ასტარტეს4, კიბელესა5 და დურკას როლებს და დატოვა წიგნი სახე-ლწოდებით „სიყვარულის იოგა", სადაც სხვა ელენეს - ბლავატსკაიას თეოსოფიურ შეხედულებათა განვითარებას ბუდისტურ შაქტიზმზე ისეთივე პრეტენზიით განაგრძობდა, როგორც მისი წინამორბედი. ამგვარად რერიხი საკუთარი ცოლის ქურუმი ხდება და მის „ხატებს" წერს.
რერიხის ტილოებზე ჰიმალაები შინაგან განგაშს იწვევენ, თითქოს მწვერვალების თავზე თვით ზეცაა კრუნჩხვაში გაქვავებული. მთები კი განაბულან, მიყუჩებულან, როგორც ნახტომის წინ მხეცები. ზოგ-ჯერ მეჩვენება, რომ ეს გადმობრუნებული სურათებია, რომ მთები მწვერვალებით არა ზევით, ზეცაში, არამედ ერთგვარ მკვდარ სივრ-ცეში, ფესვებივით ქვევით, ქვესკნელში მიდიან. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ისინი კარიბჭესავით გაიღებიან და ჩინგიზ-ყაენის6 ურდოები, ცეცხლოვან ლავასავით დასავლეთს კვლავ თავს დაატყდებიან და თავიანთ გზაზე ყველაფერს აღგვიან. ტიბეტის მღვიმეებსა და მონას-ტრებში კბილებდაკრეჭილი კერპები დგანან. ისინი დემონთა გამოსა-ხულებებს ჰგვანან. მათი ატრიბუტებია: არწივის კლანჭები და ლომის ბრჭყალები. ეს ურჩხულები - პამირისა და ჰიმალაების ღმერთები არიან. მათ სისხლი სწყურიათ, მათ თაყვანს სცემენ სატანისტები, რო-მლებიც მათ სწავლებას, ელენე რერიხის აგნი-იოგას მსგავსად, იავნა-ნად წარმოუდგენენ გაბრიყვებულ დასავლეთს.
ნიშანდობლივია, რომ რერიხმა რუსეთს თავისი სურათები ჯერ კი-დევ კომუნისტების ხელისუფლების დროს უანდერძა, რამეთუ იცოდა, რომ საიმედო ხელში იქნებოდა. მან ისინი შესაძლოა ოკულტური მედიტაციებისთვისაც დატოვა. სატანა მახვილგონიერია, მაგრამ არც-თუ იშვიათად თავს იტყუებს. რერიხის სურათები არა მხოლოდ ჰიმალაების ქება და ტიბეტის აღმოჩენაა, ეს ანტიქრისტეს მეფობის შესახებ გაფრთხილებაა მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. ამ მნიშვნელობით ისინი აპოკალიფსურია. მაგრამ არა მხოლოდ გადმო-ცემა, არამედ წინასწარმეტყველებაც განსაზღვრულ სახეებში, სიმბოლ-ოებსა და გამოცანებშია მოცემული. ისინი უნდა ამოიხსნას, სხვაგ-ვარად ისტორიის მსვლელობის დეტერმინიზებას მოახდენენ. გადმო-ცემა - ეს ტილოა, რომელზეც მოვლენათა ჩრდილებია ასახული და ამ ჩრდილებში, ზოგჯერ მკაფიოში, ზოგჯერ კი გაურკვეველსა და ბუნ-დოვანში, საჭიროა დავინახოთ სურათი მომავალი ისტორიისა. მაგრამ ხშირად ადგილი აქვს ქარაგმას - არა თვით მოვლენებს, არამედ მათ სულიერ თვალსაზრისს. ამიტომაც არ ვიცით, რანაირად უნდა გავი-გოთ აღმოსავლეთიდან შემოსევა: როგორც ვეფხვების ბრძოლა გლა-დიატორებთან მსოფლიო ცირკის არენაზე თუ უხილავი ჭირი, რო-მელმაც თითქმის გაანადგურა ევროპა შუა საუკუნეებში. შესაძლოა ეს შემოსევა წარმართული ოკულტიზმის სახით, რომელმაც ეპიდემიის ფორმა მიიღო, უკვე დაწყებულია.
ტიბეტელი მაჰატმები ლენინს, როგორც „დიად ძმას", სალამს უძღ-ვნიან და ამით რევოლუციის ოკულტურ უკუმხარეს წარმოაჩენენ. ჰიტლერი გამოცხადებას ტიბეტიდან მოელის. ლამები „CC"-ის დამს-ჯელი რაზმების ინსტრუქტორები ხდებიან. სამოქალაქო ომის დროს რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის ჯარის ნაწილები ჩნდებიან, რომლ-ებიც დამსჯელ ოპერაციებს ატარებენ და შემდეგ სადღაც ქრებიან უკვალოდ. შტურმით აღებული ბერლინის ქუჩებსა და მოედნებზე გერმანელი ოფიცრის ფორმაში ჩაცმული ტიბეტელების ცხედრები ყრია, რომლებმაც რაღაც ბრძანებით თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, რათა სამარეში წაიღონ საიდუმლო. ეს საიდუმლო გამარ-ჯვებულის ნადავლი არ უნდა გახდეს. ისე ჩანდა, რომ ომს თავისი საშინელებებით და უთვალავი უბედურებით ქრისტიანული თვითშე-გნება უნდა გამოეღვიძებინა. მაგრამ თუკი იყო გამოღვიძება, ის მეტად ხანმოკლე და ზერელე აღმოჩნდა. ათეიზმი - სატანის პასუხი: „სახლში არა ვარ" იცვლება ოკულტიზმით - სატანის პასუხით: „მე ჩემს სახლში ვარ". ევროპა და ამერიკა, ბალკანეთი და ციმბირის სივრცეები ოკუ-პირებული აღმოჩნდა ოკულტური ძალების მიერ, რომლებსაც ქრისტ-იანობასთან არა სასიცოცხლოდ, არამედ მასთან სასიკვდილო ბრძოლ-ისათვის მივყავართ.
ჯერ ისევ შუალედურმა ჩვენმა დრომ სულიერი ჰიბრიდი წარმოშვა, გნებავთ - მოქალაქეობა ორმაგი ჩაწერით: ადამიანი სახელითა და ტრადიციით - ქრისტიანი, გულის მიდრეკილებებით - სატანისტი. ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება დედამიწაზე სატანის ეკლესია ზღვის ზედაპირზე დაღვრილი მაზუთის ლაქასავით.
რერიხის სურათები - ეს ცრუ ტრიუმფია ბოროტების გამარჯვებისა სიკეთეზე, სიკვდილისა სიცოცხლეზე. ამიტომ რერიხის ფუნჯით და-წერილ ტიბეტის სურათებში ერთმანეთს წითელი და ლურჯი ენა-ცვლება. წითელი - სისხლის ფერია, ლურჯი - გვამისა... და მაინც, რერიხის პოემა ჰიმალაებზე არ არის ბოლომდე დაწერილი. ის, როგ-ორც ბგერა გაწყვეტილი სიმის, უეცარი კვნესით მთავრდება.
1რერიხი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1874-1947), დაიბადა პეტერ-ბურგში. რუსი ფერმწერი, არქეოლოგი, მოგზაური, საზოგადო მოღვა-წე. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1893-97). იყო ა. კუინჯის მოწაფე. 1936 წლიდან დამკვიდრდა ინდოეთში. მოაწყო ორი დიდი ექსპედიცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. გარდაი-ცვალა ქ. ნაგარში (პენჯაბის შტატი - ინდოეთი). 2ლჰასა (ლასა - ტიბეტურად ღვთაებრივი ადგილი) ქალაქი ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიური რ-ის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. გაშენებულია ჯიჩუს (მდ. ბრაჰმაპუტრის შენა-კადი) ხეობაში, ტიბეტის მთიანეთში. 3პოტალა - ლჰასას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სასახლე-სიმაგრე. ცნობილია VII ს-დან, თანამედროვე სახე მიეცა XVI-XVIII ს-ში. 4ასტარტე (ებრ. აშტორეთ) ფინიკიელთა და ქანაანელთა ნაყოფიერ-ების, სიყვარულის, სილამაზის და მთვარის ქალღმერთი, ბაალის მე-უღლე (თუ და). ასტარტეს კულტის მთავარი ცენტრი იყო ქ. სიდონი. ასტარტეს ქურუმი ქალები ჰიეროდულები ე.წ. „საღვთო" პროსტიტუ-ციას ეწეოდნენ. ასტარტეს გამოსახავდნენ გულხელდაკრეფილ შიშველ ქალად თავზე ძროხის რქებით, ზოგჯერ კი გვირგვინოსან ქალად დაირით ხელში. მისი პლანეტა იყო ვენერა (იშთარი). 5კიბელე - ფრიგიული რელიგიური პანთეონის უზენაესი ქალღმერთი, „ღვთაებათა და დედამიწის ყოველი არსის დიდი დედა". კიბელეს კულტი განასახიერებდა მკვდარი ბუნების აღორძინებასა და ცოცხალი არსების განაყოფიერებას. ფართოდ გავრცელდა მცირე აზიაში და შე-ერწყა ბერძ. რეას კულტს. 6ჩინგიზ ყაენი (საკუთარი სახელია თემუ-ჩინი). დაიბადა დაახლ. 1155 წ. დელპუნბოლდანის სამანში. მხედართმთავარი, ერთიანი მონღოლ-ური სახელმწიფოს დამაარსებელი. 1206 წელს მომთაბარე არისტოკ-რატიის ყურულთაიზე (ყრილობაზე) იგი დიდ ყაენად გამოაცხადეს და ჩინგიზის (თურქმენ. თენგიზ ოკეანე, ზღვა) ტიტული უბოძეს. ჩინგიზ ყაენმა 10 ათასიანი პირადი გვარდია კეშიგი შექმნა. საგარეო პოლიტიკაში იგი ცდილობდა მაქსიმალურად გაეფართოებინა თავისი სამფლობელოების ტერიტორია. უკან დაბრუნება |