მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლამაიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ლამაიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


13-08-2015, 00:01

ლამაიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   კლასიკური ბუდიზმი1 გვერდს უვლის მეტაფიზიკურ პრობლემატი-კას და განზე ტოვებს რელიგიისთვის ისეთ ონტოლოგიურ ცნებებს, როგორებიცაა ღმერთი, ადამიანის სული, სამყაროს მიზეზი და მიზ-ანი. ბუდიზმი ასწავლის, თუ როგორ უნდა გათავისუფლდე ტანჯვი-სგან და საკუთარ თავში ყოფიერების სურვილის განადგურებით რო-გორ აღმოჩნდე მსოფლიო ტრაგედიის გარედან მაყურებელი. ბუდის-ტური თავისუფლება - ეს თავისუფლებაა სამყაროსაგან, თავისუფ-ლება საკუთარი თავისაგან და თავად თავისუფლებისაგან. აქ ცნობი-ერება უარყოფისა და განყენებულობის გზით სიცარიელეში იძირება. ეს მდგომარეობა „ნეოპლატონიკოსების2 გაიოლებას და ინტელექტუ-ალურ ექსტაზს", მათ ტრანსცენდენტალურ უაზრობას მოგვაგონებს, მაგრამ გაცილებით მკვეთრ და ათეისტურ ვარიანტში. გნოსტიკოსი-ნეოპლატონიკოსი ცდილობს გაქრეს ხარისხგარეშე აბსოლუტში. ბუდ-ისტისთვის კი თვით აბსოლუტი, როგორც მონადა3, არ არსებობს. სიცარიელე - ეს არა სულიერი ცნება, არამედ განსაზღვრული უში-ნაარსო სივრცეა, რომელშიც ერთვება და რომელსაც ერწყმის ბუდი-სტი. აქ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღვთაებას, იმდენად, რამდე-ნადაც ღვთაება მოიაზრება როგორც გარეგანი და შინაგანი ხასიათის ობიექტი. ნირვანაში კი არ არსებობს ობიექტი.

   ბუდიზმის ტრანსცენდენტალურ საკითხებს განიხილავს - ლამაიზ-მი. ეს არის მეტაფიზიკური ფილოსოფიური ბუდიზმი. თუკი ბუდ-იზმი სიცარიელის შერწყმას ნირვანის ემპირიკასთან ახდენდა, ლამაი-ზმმა სიცარიელის ცნება გააღრმავა და ის ყველა საგნის პირველსაწ-ყისად აქცია. აქ ლამაიზმი დრამატულ დასკვნებამდე მივიდა. ხილ-ული სამყარო - ეს მხოლოდ მერყევი აპკია სიცარიელის ოკეანის თავზე. სამყარო გაჩნდა ხარისხგარეშე, დაუსაბამო, უპრედიკატო, უს-უბსტანციო სიცარიელიდან მხოლოდ იმისათვის, რომ სიცარიელეს შეძლებოდა თავისი თავი იმასთან დაეპირისპირებინა, რასაც ჩვენ „რაიმეს" ვეძახით და ამ „რაიმეს" მეშვეობით საკუთარი თავი, როგორც სიცარიელე, ისე შეემეცნებინა. ბუნებრივი სიცარიელე, ანუ სიცარიელე საკუთარ თავში, როგორც მოცემულობა, ლამაიზმით „განათლებული" გონების მეშვეობით ნებელობით სიცარიელედ უნდა იქცეს. ამასთან კოსმოსი არ განიხილება, როგორც ანტისიცარიელე, სხვაგვარად ბუ-დიზმის მონიზმი გადაულახავ დუალიზმად გადაიქცეოდა. კოსმოსი - ერთდროულად ყოფიერებაცაა და უმყოფობაც, რამდენადაც მისი ელ-ემენტები - დჰარმები, იმდენად ხანმოკლენი არიან, რომ უდროობის მიჯნაზე იმყოფებიან, იმდენად მცირენი, რომ სივრცის განზომილე-ბიდან ვარდებიან. ამიტომ დჰარმები - ეს ისაა, რაც ერთდროულად არის და არ არის. მოდერნიზმის მომხრე ზოგიერთი ლამაისტი თავის სწავლებასა და ბრაჰმანიზმს შორის ანალოგს ავლებს. სიცარიელე და ტრანსცენდენტალური „არაფერი" - ეს „ბრამას ღამის" მსგავსია, ხოლო კოსმოსი და ემპირიული „არაფერი" - „ბრამას დღის" მსგავსი. მაგრამ ეს ზერელე და ხელოვნური პარალელებია. თვითონ ლამაისტები სიცა-რიელის შესახებ ასწავლიან როგორც გამოცხადების შესახებ, რომელიც ბუდასგან მიიღეს და რისთვისაც საჭირო იყო ბუდას ახალი განს-ხეულება (ამდენად ითვლება სიცარიელის შესახებ სწავლება მნიშვნე-ლოვნად და ფუძემდებლად). ნუთუ ღრმადპატივცემული ბუდა კვლავ მხოლოდ იმისათვის განხორციელდებოდა, რომ გაემეორებინა ბრაჰმა-ნიზმში უკვე ცნობილი ფილოსოფიური კონცეფცია? ბრაჰმა - აბსოლ-უტია თავის მოდუსებში და დაუსრულებელ ტრანსფორმაციებში; მას სამყაროს დანგრევით და თავის თავში ჩაღრმავებით ("ბრამას ღამეში" და პარაბრამას მდგომარეობაში) თან - „პრაკრიტის" მატერიალურობის იდეა მიაქვს, ამიტომ არ გადაიქცევა აბსოლუტურ სიცარიელედ. ბრა-ჰმანი დაქვემდებარებულია კანონებსა და თავისი შინაგანი რიტმის პერიოდებს, სადაც „დღე" პულსის დარტყმას ჰგავს, „ღამე" კი - დარ-ტყმებს შორის შუალედს. ხოლო ლამაისტების სიცარიელე სამყაროს საჭიროებისდა მიხედვით არ ქმნის, მასში არ არის თვითდეტერმი-ნიზაციის პრინციპი. და მაინც, ლამაიზმმა ვერ შეძლო შეექმნა მკაცრი მონისტური თეორია. დჰარმებში დრო დროის დაკარგვამდე წილად-დება. ლამაიზმი ისევე, როგორც ბუდიზმი, ღრმად პესიმისტურია. აქ ყოფიერება და უმყოფობა ერთმანეთს ადგილებით ენაცვლებიან. აქ-სიოლოგიური მნიშვნელობით სამყარო გაიაზრება არა როგორც მარ-ტოოდენ აპკი, არამედ როგორც სიცარიელის სუბსტრატში გაზრდილი ობის სოკოები. აქ, ისევე როგორც ბუდიზმში, თავისუფლება უმყოფო-ბასთან არის გაიგივებული. ლამაიზმის ღმერთები - დემონები - ეს საშინელი ურჩხულებია. მათში ლამაისტი არსების ყველა ფორმას უა-რყოფს, უმდაბლესს, უმაღლესს და თვით ადამიანს. ლამაიზმის ფილ-ოსოფია - ეს სიკვდილის ფილოსოფიაა, ხოლო ლამაისტის თავისუფ-ლება - ეს არის თავისუფლება „ყოფიერების თავისუფლებისაგან".

   ლამაიზმს მატერიისაგან გათავისუფლებაზე მეტად ღმერთისგან უნ-და გათავისუფლება. ლამაისტების მთავარმა ქურუმმა დალაი-ლამამ ყალმუხეთის დედაქალაქ ელისტეში მცხოვრებლების წინაშე გამოსვ-ლისას საჭიროდ ჩათვალა საზეიმოდ განეცხადებინა, რომ „ღმერთი არ არის". ლამაისტური სექტა „შამბალა" ტიბეტიდან საბჭოთა ხელმძღვა-ნელობასთან წარმომადგენლებს გზავნიდა წერილით, სადაც ესალმე-ბოდა ქრისტიანული ტაძრებისა და მონასტრების ნგრევას. მეორე სე-ქტა „აჰარტი" გერმანიაში ფაშიზმს ედგა მხარში. ტიბეტელი ლამები „CC"-ის დამსჯელ რაზმებში ინსტრუქტორებად მსახურობდნენ. ლამა-იზმის ზოგიერთი წეს-ჩვეულება კანიბალიზმს და ნეკროფაგიას წარ-მოადგენს. მაგალითად: მამაცი მებრძოლის გულის შეჭმა მისი მტრე-ბის მიერ ან წარჩინებული მიცვალებულის „დაკრძალვა" ლამების სტომაქებში (ამასთან გვამი უმად უნდა შეიჭამოს). მაგრამ თუკი თავს დავანებებთ ამ ზიზღის აღმძვრელ რიტუალებს და ლამაიზმის მეტა-ფიზიკას მივუბრუნდებით, ის არანაკლებ საძაგელი აღმოჩნდება: მა-ტერია - ეს უმყოფობა და ილუზიაა. აბსოლუტური გონი - ღვთაება არ არსებობს, რეალურია მხოლოდ ერთი, უძირო სიცარიელე. ამიტომ ლამაიზმის კულტი - ეს დოლის ხმაზე მოცეკვავე ურჩხულების ნი-ღბებია ბასრი ეშვებით, ეს თვით სიკვდილის აპოთეოზია. ეს თავის-უფლება გაიაზრება როგორც ილუზორული „რაღაცის" რეალურ „არ-აფრად" გადაქცევა.

 

 

 

 

 

 


 


 

   1ბუდიზმი - ბრაჰმანიზმის მიმართ მტრულად განწყობილი რელიგ-იური სწავლება (ძვ. წ. აღ. VI-V სს). ბუდიზმი წამოწევს შემდეგ ძირი-თად მდგომარეობებს: 1) ცხოვრება აღსავსეა ტანჯვით; 2) არსებობს ტა-ნჯვის გაჩენის მიზეზი; 3) არის ტანჯვის შეწყვეტის საშუალება. ბუდი-ზმის მასწავლებლები ასწავლიან, რომ შემეცნების მიზანია ადამიანი გაათავისუფლოს ტანჯვისგან. ბუდიზმის ეთიკას საფუძვლად უდევს იმის რწმუნება, რომ ტანჯვისგან თავის დაღწევა შესაძლოა არა იმქვე-ყნიურ, არამედ ამ ცხოვრებაში. ტანჯვის ასეთ შეწყვეტას ბუდისტე-ბთან ეწოდება ნირვანა. ზედმიწევნითი მნიშვნელობით „ჩამქრალი". ბუდისტები ნირვანაში გულისხმობენ სრულ აუმღვრევლობას, გათა-ვისუფლებას ყოველივესგან, რასაც ტკივილი მოაქვს, გარე და აზრთა სამყაროსაგან გარიდებას.

    2ნეოპლატონიკოსი - ნეოპლატონიზმის მიმდევარი.

   3მონადა - უმარტივესის, განუყოფელის აღმნიშვნელი ფილოსოფი-ური ტერმინი.


 




უკან დაბრუნება