მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მდუმარების სილამაზე (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მდუმარების სილამაზე (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


7-07-2015, 00:02

მდუმარების სილამაზე (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

  საეპისკოპოსო მსახურების ემბლემა ციხე-სიმაგრის კედლებით შემოზღუდული ქალაქის თავზე კამარაშეკრული არწივია. ქალაქი - ეს ეპისკოპოსის სამწყსოა, კედლები, ეკლესიის კანონები და წეს-ჩვეულებანი, ქალაქის კარიბჭე - საიდუმლონია ეკლესიისა, არწივი, საეპისკოპოსო ხარისხის სიმაღლე და მისი სულიერი ცხოვრების სახე. ეპისკოპოსი მუდამ ლოცვაში უნდა ჰგიებდეს, აზრებით ფრი-ად მაღლდებოდეს მიწიდან და ამავე დროს ფხიზლად ადევნებდეს თვალს მასზე ჩაბარებულ მონაპოვარს ქრისტესას, რათა მისი და-უდევრობით არც ერთი სული არ დაიღუპოს. არწივი - ღვთისმეტყ-ველის სიმბოლოა. ეპისკოპოსი ღვთაებრივი დოგმატების შესახებ უნდა განსჯიდეს, ანუ იმის შესახებ, რაც გონებამიუწვდომელ ნა-თელშია, ხოლო პირდაპირ ცქერა მზისა, დედამიწის არსებათაგან მხოლოდ არწივს შეუძლია. ალავერდელი ეპისკოპოსის წმიდა იო-სების სახე - კავკასიონის მწვერვალების თავზე მფრინავი არწივია.

   მას შემდეგ, რაც იოანე ზედაზნელმა თავისი 12 მოწაფე სახარების საქადაგებლად ქართლსა და კახეთის ყოველ კუთხეში წარგზავნა, წმიდა იოსებმა მოციქულებრივი ღვაწლის ადგილად კავკასიის მთები აირჩია, ის ადგილი, სადაც ეული დასახლებები კლდეზე მი-კრულ სკებს ჰგვანან, ან კლდეებს შორის ჩაშენებულ ჩიტის ბუ-დეებს, ხოლო ზემო კახეთის ველები კავკასიონის ფერხთით გა-ფენილ აბრეშუმის ნაირფერ ხალიჩას გვაგონებენ.

   იგი სახარებას უქადაგებდა მთიელებს. ისინი დიდ ბავშვებს ჰგა-ვდნენ და მას ბავშვებივით წრფელი სიყვარულით პასუხობდნენ. წმიდა იოსები აბბა ალავერდელად იწოდა. სიტყვა აბბა აღნიშნავს დამრიგებელს, ღრმა სულიერი გამოცდილებით, მოღვაწეობრივი ცხოვრებით და მჭვრეტელობის ნიჭით გამორჩეულს. ეს სიტყვა სიყვარულის სითბოთია სავსე, რომელსაც არა მხოლოდ მონაზვ-ნები, ერის ხალხიც განიცდიდა თავისი სულიერი მამისადმი. აბბა - ის იყო, ვისაც ამქვეყნიური ამაოების ძილიდან ადამიანის სულის გამოღვიძება შეეძლო, თავისი ლოცვით გული გაეთბო, სულიერი სიბრძნით გადაეწყვიტა ყველა ის მწვავე საკითხი, რომელსაც ცხოვრება უყენებს ადამიანებს, მასში დავანებული მადლით კი ძალედვა ურყევი ნდობისა და მორჩილების მოხვეჭა მოწაფეებისა, რომლებიც მზად იყვნენ მისი სიტყვით გმირობაზე და სიკვდილზე წასულიყვნენ.

   აბბა - ეს ადამიანთა ანგელოზ-ნუგეშინისმცემლის სახეა, რომე-ლიც უფალმა წარმოგზავნა მწუხარე დედამიწაზე; აბბა - ეს ისაა, ვინც თავის გულში ღვთაებრივი ნათლის ანარეკლი მოიხვეჭა და თვითონ იქმნა მანათობელი ვარსკვლავი კაცთათვის მათ მიწიერ მოგზაურობაში; აბბა ეს ისაა, ვისაც გულში მთელი თავისი მოწა-ფეების დატევა და თავისი სულის ნაწილად ქცევა ძალუძს; აბბა - ეს ისაა, ვისაც მტრები მეგობრებივით უყვარს და გულმოწყალებით უფალს ბაძავს. მისთვის არ არსებობენ მტრები; იმათ, ვისაც მის-თვის ვაება მოაქვს, იქამდე მიუტევებს, ვიდრე თვითონ ითხოვენ მიტევებას; აბბა - ეს ისაა, ვისაც თითოეული კაცისათვის სიცოც-ხლის გაწირვა შეუძლია და ადამიანთა ცოდვების გამო თითქოსდა კვდება ან ლოცვით ჯვარს ეცმევა დღენიადაგ.

  აბბა - ეს ისაა, ვინც სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა და ამიტომ ქრისტეს არა ნაკვთებით, არამედ წმიდანობის ბრწყინვალებით ემსგავსება; აბბა - ეს ისაა, ვინც სიყვარულში ქრისტეს ბაძავს.

   სადაური იყო წმიდა იოსები, მისი მშობლები ვინ იყვნენ - უცნ-ობია ჩვენთვის. შეიძლება ვარაუდი, რომ ის წარჩინებული ოჯახი-დან იყო და საღვთისმეტყველო განათლებაც ჰქონდა მიღებული, რადგანაც მატიანეში ნახსენები კატეხიზმო ქართულ ენაზე მის მი-ერაა შედგენილი. ის არა მარტო სიტყვით, მდუმარებითაც ქადაგე-ბდა. ღვაწლის გარეშე სიტყვა ქარს ჰგავს, რომელმაც ხეობაში გაი-ზუზუნა და მიყუჩდა. ხოლო სულის ღვაწლი - მდუმარება და ლო-ცვა - მზეს ჰგავს, რომელიც მდუმარედ ცხოველყოფს ქვეყნიერებას. მადლიდან გამომავალი სიტყვა წყაროს ჰგავს; ხოლო სიტყვა მად-ლის გარეშე - მშრალ კალაპოტს: დაიხარა მგზავრი, ქვებს შორის სინოტივეს ეძებს, ფეხქვეშ კი მხოლოდ ქვა და სილაა.

   რანაირად შეეძლოთ ყმაწვილ ქალს, წმიდა ნინოს, ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ კი 13 ასურელ ბერს, გაენათლებინათ საქართვე-ლო თრიალეთის მთებიდან კავკასიის ქედამდე, თითქოსდა ეკლის ბუჩქი გაემარგლათ და ვეება ყანა მოეხნათ? როგორ შეძლო მათმა ქადაგებამ, უბრალომ, სადამ, რიტორიკასა და მჭევრმეტყველებას მოკლებულმა, ქრისტესაკენ მოექცია მთელი ქალაქები და სოფლე-ბი? ისინი მოდიოდნენ როგორც მოგზაურნი, მათ არ ებადათ არა-ფერი, მაგრამ გარს იმაზე მეტი ხალხი ეხვიათ, ვიდრე ოქროს ფულის მისაღებად მეფის ეტლს დადევნებული ბრბო იყო; თვითონ ღატაკნი, სხვებს ამდიდრებდნენ; მათ გვერდით თავადები თავს ღატაკებად გრძნობდნენ; ადამიანები მათგან გამაძღარნი მიდიოდ-ნენ; მიდიოდნენ სიხარულით, როგორც მოულოდნელი საგანძურის მიმღებნი; მიდიოდნენ განათლებულნი, ვითარცა ერთი შანდლი-დან ანთებული სანთლები და თან მიჰქონდათ ცეცხლი სულიერი. რაში იყო ძველ მქადაგებელთა საიდუმლო, რაში იყო მათი ძალა? უფალმა სამარიტელ დედაკაცს უთხრა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივცე მას, არღარა სწყუროდის უკუნი-სამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლისა, რომელი ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ".1 წყალი - ეს სულიწმიდის მადლია. ვინც ის თავის გულში მოიხვეჭა, სხვათა სულებს მადლით არწყულებს და ისინი გრძნობენ იმას, რაც მანამდე არ უგრძნიათ, არ უწყოდნენ, არასოდეს განუცდიათ; მათ თვალწინ თითქოსდა მატერიალურობისა და დროის ფარდა იხს-ნება და ისინი ხედავენ მარადისობას, დიდებულს თავისი სილამა-ზით. ამიტომ მქადაგებლის სიტყვას ისე ღებულობდნენ გულები, როგორც გამომშრალი მიწა ნაკადს წვიმისას.

   სხვადასხვა ადამიანის მიერ თქმულ ერთსა და იმავე სიტყვას, იმ-ისდა მიხედვით, თუ ვინ წარმოთქვა ის, სხვადასხვა ზემოქმედების ძალა აქვს. „გული გულს ამცნობს" - ამბობენ ხალხში. თუკი მქა-დაგებელმა მადლი მოიხვეჭა, მისი ქადაგებისთვის იღება ადამიან-თა გულები, როგორც იშლებიან ყვავილები და დილის სხივებს ეგ-ებებიან. თუკი მქადაგებლის გულში ამპარტავნება და ვნებებია, მა-შინ მისგან სულიერი სუსხი ჰბერავს და როგორი მჭერმეტყვე-ლებითაც არ უნდა ლაპარაკობდეს ის ქრისტიანულ ჭეშმარიტება-ზე, მისი სიტყვა მხოლოდ განსჯით აღიქმება, რომელსაც არ შეს-წევს ძალა სახარებისეული სწავლების ცხოველმყოფელი ჭეშმარი-ტების გაგებისა, ადამიანთა გულები კი დახშული დარჩება მისთ-ვის.

   არის სიტყვიერი სიცრუე და არის ცხოვრებისეული სიცრუე. ქრი-სტეს შესახებ მქადაგებელი, მაგრამ ამავდროულად მცხოვრები ამ-აქვეყნიურ სტიქიაში - ვნებიანსა და ღვთისმბრძოლში - ცრუობს. ეს სიცრუე მის გამომეტყველებაშია არეკლილი; მის ხმაში გაისმის, მის სახეზე ქვის დამღასავითაა აღბეჭდილი, მისი სიტყვები მოკლე-ბულნი არიან შინაგან ძალას და ჩრდილებივით ქრებიან. წარმოი-დგინეთ, დემონმა სახარების ქადაგება რომ დაიწყოს, მას ის ზეპი-რად ეცოდინება, მაგრამ მისი სიტყვებიდან სიკვდილი დაბერავს. იმ მადლის გარეშე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავთან და ბო-როტ სულებთან ბრძოლით იძენს, ის დემონური ძალების უხილავი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ამიტომ მისი სიტყვები მისივე ცოდვათა შხამის მატარებლები იქნებიან, გაჟღენთილნი ვნებათა სიმყრალით, როგორც კუბოდან ამოსული სუნით. ასეთი მქადაგებლის გული მის მიერვე წარმოთქმული სიტყვებიდან იქნება გამოთიშული. გუ-ლი გულს უხილავად ესაუბრება. აქ კი მქადაგებლის გული თით-ქოს მეორე გულს ეჩურჩულება: ნუ დამიჯერებ, რადგან თავად არ მჯერა ის, რასაც ვამბობ. (გაგრძელება იქნება...)

 

 

  

 

1ინ. 4, 14.



უკან დაბრუნება