მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი V) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი V) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)6-07-2015, 00:05 |
დესპოტიზმი - მონარქიისაგან იმით განსხვავდება, რომ ტრადი-ციის, სიკეთის, ბოროტების და ა.შ. ცნებები პიროვნული დიქტა-ტით იცვლება. ამ ფორმას სულიერი შვილების გატეხა ან მყისი-ერი გამოსწორება შეუძლია. მაგრამ ჩვენს დროში ეს ძლიერმოქმე-დი წამალი სუსტი ორგანიზმისათვის გამოუსადეგარია. განსაკუ-თრებული მადლის გარეშე, რომელიც სულიერ მოძღვარში მოქმე-დებს, დესპოტიზმი დაასახიჩრებს მრევლს. სულიერი შვილის მხრიდან მორჩილების უქონლობის შემთხვევაში ამ პრინციპმა შესაძლოა მასში პროტესტი გამოიწვიოს და მორჩილების ყოველ-გვარი სურვილი დაუკარგოს. ძველად მოძღვრები ძლიერმოქმედ საშუალებებს მიმართავდნენ. ისინი ძნელ, თითქმის შეუსრულებ-ელ დავალებებს იძლეოდნენ, რომლებიც ზოგჯერ საღ აზრს ეწი-ნააღმდეგებოდა, მონაზვნის მორჩილებაში მყოფი მოწაფეები კი მზადყოფნით ასრულებდნენ და სულიერი წარმატება სწრაფად მოდიოდა. ამგვარი მორჩილებით ადამიანი წარმატებით ებრძოდა ამპარტავნების დემონს, რომელიც მთელ მსოფლიოს არყევს. ახლა აღარც ასეთი მასწავლებლები არიან და აღარც მორჩილნი. ამჟამ-ად მოძღვარი მორჩილებას ღრმა განსჯით, შესაბამისობის და სა-მართლიანობის დაცვით უნდა აკისრებდეს. ადამიანური ამპარ-ტავნება, ავადმყოფობის ყველა სტადიის გავლის შემდეგ ანთებით ჩირქგროვად იქცა, რომელიც ყოველი შეხებისას მტანჯველად მტკივნეულია. ამიტომ მოძღვარს თანაგრძნობა და მოთმინება მართებს. ასევე ძლიერი ნებაა მისთვის აუცილებელი. მას ქირურ-გივით მსუბუქი, მაგრამ მტკიცე ხელი უნდა ჰქონდეს. უკან დაბრუნება |