მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > როგორი უნდა იყოს ერისკაცის სინანული - წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

როგორი უნდა იყოს ერისკაცის სინანული - წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


29-08-2016, 00:07

 

 

 

   ღვთის შეწევნით ვუპასუხებ თქვენს წერილს. უფალმან ბრძანა: "ვერვის ხელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა" (იოან, 6,44) ანუ მომყვანებელი და მომწოდებელი - თვით ღმერთია. ვგრძნობთ ამ მოწოდებას, რომელიც მიწიერი ცხოვრების განმავლობაში ხშირად გვესმის ჩვენ, ნუ გაქვავდება გული თქვენი. ხოლო გული ხდება უგრძნობელი ცოდვის გამო, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა: "ეკრ­ძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუნთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაი განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა" (ებრ. 3.12).

   არ გირჩევთ თქვენი ცოდვების და ცოდვიანი თვისებების დაწვ-რილებით განხილვას. ერისკაცისთვის ასეთი ღვაწლი მიუღებელია: იგი მხოლოდ მოწყინებასა და გაურკვევლობას მოგიტანთ. ღმერთმა იცის ჩვენი ცოდვები, და თუ ჩვენ სისტემატურად მივმართავთ მას სინანულით, იგი თანდათან განკურნავს ჩვენს ცოდვით მიდ-რეკილებებს და თვისებებს. გონებით, სიტყვით თუ საქმით ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ აღსარებაზე სულიერი მოძღვრის წინაშე, ხოლო ცოდვების დაწვრილებით განხილვა, ვიმეორებ, არ არის საჭირო ერისკაცისთვის; ეს ბოროტის მიერ დაგებული მახეა. ასეთი ღვაწლი მონაზვნებისთვის არის მისაწვდომი. მათთვის, ვისაც ცოდვების დაწვრილებით განხილვა სიმდაბლეს ანიჭებს და არა სასოწარკვეთას.

   უნდა ვაღიაროთ - და ეს აღიარება იქნება სავსებით სამართლიანი "რომ ჩვენ, ადამიანები, მეტნაკლებად ყველანი მცდარნი ვართ, ტყუილი თითოეულ ჩვენგანშია, ეს ჩვენი დაცემის შედეგია, სიცრუე ჭეშმარიტების ნაცვლად მივიღეთ. ამიტომაც ვართ ასეთი არამდ-გრადნი! . . .

   მაშ როგორ მოვიქცეთ! - ნუ დაღონდებით და თქვენში არამდგრა-დობას, ცვალებადობას ნუ მიიღებთ, როგორც არაბუნებრივ მოვლენას. ნაცვლად ამისა ცხოვრება გაატარეთ მუდმივ სინანულში, მიიჩნიეთ თქვენი თავი ცოდვილად ნებისმიერ გარემოებაში და გწამდეთ, რომ მრავალმოწყალე ღმერთი, ხედავს რა თქვენს სინანულს, მოგიტევებთ ყველა შეცოდებას, აქ, რასაკვირველია, არ იგულისხმება მომაკვდი-ნებელი ცოდვები, რომლის მონანიება მიიღება მაშინ, როდესაც ადამიანი არ უბრუნდება მათ.

   ოჯახური მეურნეობის წარმართვა ძალიან სასარგებლოა: იგი გვარ-იდებს უსაქმურობას, გონებას კი უიოლებს უხილავ ბრძოლას. გონებით ბრძოლას უსაქმურობის დროს მივყავართ დიდ ღვაწლამდე, რაც მისაღებია მხოლოდ სულიერად წარმატებული ადამიანები-სათვის. კეთილგონიერება მოითხოვს, არ ავირჩიოთ ის ღვაწლი, რაც ჩვენს ძალებს აღემატება.

   გწამდეთ ყოვლისშემძლე ღმერთის, გქონდეთ მისადმი სასოება, იც-ხოვრეთ მოთმინებით, უბრალოებით, სინანულითა და თავმდაბ-ლობით. ღმერთს შეავედრეთ თქვენი თავი, ხოლო თუ გზას აცდებით, კვლავ დაუბრუნდით ღმერთს და ცხონდებით.

 

 
  
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება