მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


5-07-2015, 00:06

მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი  მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს  (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   მონარქია - ეს სულიერ მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერ-თობის გაცილებით გონივრული მეთოდია. მონარქია, იდეალური მნიშვნელობით მართვაში გონივრულობას და ადამიანებისადმი სიყვარულს მოითხოვს. მონარქის წინაშე ყველა თანაბარია, ის უმ-აღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ხელისუფალს, შემოფარგლ-ულს არა გარეგანი ინსტიტუტებით, არამედ ტრადიციებით. სულ-იერი მოძღვრის სიტყვა უდაო უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს გო-ნივრული და სამართლიანი. მონარქის ბრძანების შემსრულებელმა უნდა იცოდეს, რომ გონივრულად იქცევა და ამ ბრძანებაში მის კეთილდღეობაზე ზრუნვა იგულისხმება. მონარქი თვითმპყრობე-ლია, მაგრამ ის არ უცხოობს რჩევებს და მისდამი თხოვნებს ისმენს. ჩვენს დროში სულიერი მოძღვარი თავის მრევლთან სამართლია-ნად და გონივრულად უნდა იქცეოდეს და მორჩილება ამის სა-ფუძველზე მოითხოვოს, შეუძლია მოისმინოს და შეასრულოს რჩე-ვები და თხოვნები, მაგრამ საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის. ამ ფო-რმით მართვისას დავა, კამათი და ა.შ. დაუშვებელია. შეიძლება მი-ცემული კურთხევის განმარტება ითხოვო, მაგრამ მისი თვითნე-ბურად შეცვლა ან დარღვევა არ შეიძლება. თუმცა არის გამონაკ-ლისიც: მონარქმა ტრადიციებით უნდა იხელმძღვანელოს, მოძღ-ვარმა კი - ეკლესიის კანონებით. ეკლესიის გადმოცემათა და სახა-რებისეულ მცნებათა გარეშე სულიერი ხელმძღვანელობა ძალას კა-რგავს, მონარქი კი უზურპატორი ხდება. (გაგრძელება იქნება...)

 

 


უკან დაბრუნება