მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > სერბეთის შესახებ (ნაწილი I)

სერბეთის შესახებ (ნაწილი I)


23-06-2015, 00:07

სერბეთის შესახებ (ნაწილი I)

 

 

 

   სერბი ხალხი დასახლდა მართლმადიდებლური სამყაროს სამხრეთ-დასავლეთ კიდეში, იქ სადაც მსოფლიო კონფესია - მართლმადიდებ-ლობა, კათოლიციზმი და ისლამი ესაზღვრებიან ერთმანეთს. თავიანთ დასავლელ მეზობლებს, კათოლიკეებს, სერბები მათთვის დამახასია-თებელი კეთილშობილი გულღიაობით ეპყრობოდნენ.

  სერბებმა თავიანთი სულიერი არჩევანი მტკიცედ და განუხრელად გააკეთეს: მართლმადიდებლობის დაკნინებისა და დამცირების პერ-იოდში, როდესაც ბარბაროსმა "ჯვაროსნებმა” დაიპყრეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, სერბებმა თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის კურთხევისათვის მცირე აზიაში დევნილ ბიზანტიას მიმართეს და წმიდა საბა გახდა მისი პირველი წინამძღვარი. სერბებს უყვართ თა-ვიანთი  ეკლესიის წმიდა საბას ეკლესიად მოხსენება. მაგრამ წმიდა საბას ძმამ, სტეფანემ თავისი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის განსამტკიცებლად რომს მიმართა და პირველგვირგვინოსანი სერბი მეფე გახდა. ბიზანტიის გავლენით სერბეთში თანდათანობით კათო-ლიცისზმისადმი მკაცრი დამოკიდებულება დამკვიდრდა.

   თურქმა დამპყრობლებმა სერბეთს აურაცხელი უბედურება მოუტა-ნეს.  XIV -XV საუკუნეების  სასტიკ ბრძოლაში, მთელი ათწლეულების მანძილზე, სერბეთის მხედრობის საუკეთესო ნაწილი ნადგურდებო-და, მაგრამ გამარჯვების მიუხედავად თურქები სერბთა გაუტეხელი ვაჟკაცობის წინაშე ქედს იხრიდნენ. დიდი ხნის განმავლობაში დამ-არცხებული სერბები ავტონომიას ინარჩუნებდნენ, მაგრამ დამპყრობ-ლები ხედავდნენ, რომ მართლმადიდებელი სერბები კვლავინდე-ბურად იღებდნენ ხელში იარაღს. სერბეთის მიწები ახალი საშინელი ომების, სასტიკი ძალადობის, უწყალო აოხრების ფასად თანდათა-ნობით ოსმალეთის იმპერიის პროვინციებად იქცნენ. მტერმა მხოლოდ ერთადერთი გმირული ჩერნოგორია ვერ დაიმორჩილა.

   დაპყრობილ ტერიტორიებზე საზღვარი არ ჰქონდა მართლმადიდე-ბელი ხალხისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცირებას. თურქები ისე გაკადნიერდნენ, რომ წმიდა საბას უხრწნელი ნაწილებიც კი დაწვეს! ქრისტიანთა ოჯახებიდან მიჰყავდათ ჩვილი ვაჟები, "ათ-ურქებდნენ”, ანუ ამუსლიმანებდნენ და იანიჩარებად ზრდიდნენ. მნი-შვნელოვან პრივილეგიებს, რომლითაც მუსლიმანები სარგებლობდ-ნენ, სულმოკლენი და სიღატაკისა თუ მძიმე გადასახადისაგან გატ-ანჯული ისლამის მისაღებად უნდა მიედრიკათ. ბოსნიისა და სამხრეთ ბულგარეთის სლავური მოსახლეობის ნაწილმა მუსლიმანობა მიიღო (მართლმადიდებლობა აქ ჯერ კიდევ თურქების შემოსვლამდე შეასუ-სტა ბოგუმილების ერესის გავრცელებამ). მუსლიმანობა დიდი მასშ-ტაბით გავრცელდა ნათელმიუღებელ ალბანეთში.  სერბები ისლამის მარწუხებში აღმოჩნდნენ, რომლებიც მათ მშობლიური მიწიდან დე-ვნიდა. XVII ს-ის დასასრულს, მორიგი აჯანყების შემდეგ სერბები მასობრივად  გადავიდნენ ავსტრიაში და გაუკაცრიელებულ სამხრეთ სერბეთის მიწაზე ალბანელთა და თურქთა ტალღა მიაწყდა. ავსტ-რიელები სერბთა მხედრულ სიმამაცეს დიდად აფასებდნენ და ისინი თურქეთის საზღვრის გასწვრივ დაასახლეს. ავსტრიის საზღვრებში შეიქმნა ავტოკეფალური ეკლესია. პირველი იერარქიის რეზიდენცია ქალაქ სრემსკი კარლოვცაში მდებარეობდა.

   XIX საუკუნის პირველ წლებში დაწყებულმა აჯანყებამ სერბებს ნაწ-ილობრივი თავისუფლება მოუტანა: თურქეთის განმგებლობის ქვეშ მყოფი სერბული მიწებიდან მცირე ავტონომიური სერბული სამთავრო გამოიყო, რომელიც 1878 წლის შემდეგ დამოუკიდებელი სამეფო გა-ხდა. ამ სახელმწიფოს საზღვრებში აღდგა თურქების დროს კონსტა-ნტინოპოლის საპატრიარქოში შეყვანილი სერბული ეკლესიის ავტოკე-ფალია.

   სერბებს XX საუკუნემ ყველაზე საშინელი სატანჯველი მოუტანა. 1914 წლის ზაფხულში ავსტრიელმა სერბმა ავსტრია-უნგრეთის პრი-ნცი (ტახტის მემკვიდრე) მოკლა. დაუძლურებულმა ავსტრია-უნგრე-თმა და ავანტიურისტულმა გერმანიამ ეს საბაბი  გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, რომლის პირველი მსხვერპლი სერბე-თი გახდა. მას ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიღება სახელმ-წიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავდა (სერბებისადმი მსგავსი ულტიმატუმის თავზე მოხვევას ცდილობდნენ 1999 წელს რამბუიის მოლაპარაკებების დროსაც). ყველას გასაოცრად სერბეთმა, რომელსაც ომი არ სურდა, მიიღო ულტიმატუმის ყველა პუნქტი, ერთის გარდა. ომი მაინც დაიწყო და სერბეთი მის ეპიცენტრში აღმო-ჩნდა. თურქეთმა და ბულგარეთმა გერმანიის მხარე დაიჭირეს. სერ-ბებმა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის შემოტევის გამო უკან დაი-ხიეს, განიცადეს ოკუპაციაც და ავსტრია-უნგრეთის სერბების წინაა-ღმდეგ მიმართული რეპრესიებიც. სერბებში დღემდე ცოცხლობს მად-ლიერების გრძნობა რუსი ძმების მიმართ, რომლებიც იმ საბედისწერო ჟამს მოწამე მეფის მეთაურობით სერბი ხალხის დასაცავად დადგნენ. და რაოდენ უტიფარ უმეცრებად ჟღერდა გამყიდველი პროამერიკუ-ლი გაზეთებისა და ტელეარხების ლეიტმოტივი, რომელიც სერბთა დაცვის გამო 1999 წელს აფრთხილებდა რუს ხალხს: "სერბების მხარ-ეზე დადგომით ნიკოლოზ II-მ დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ძვირად დაუჯდა მასაც და რუსეთსაც!” მართლმადიდებელ სლავებს ერთი ბედი აქვთ. გერმანელები, გადაწყვეტდნენ თუ არა თავიანთ ამოცანას დასავლეთში, აუცილებლად გაილაშქრებდნენ რუსეთის წი-ნააღმდეგაც, მაშინაც კი, თუ იგი განზე გადგომას მოისურვებდა, რა-საც, როგორც ჩანს, 1939-1941 წლებში სტალინიც ცდილობ-და. (გაგრძელება იქნება...)

 

 

დეკანოზი ვალენტინ ასმუსი



უკან დაბრუნება