მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სახარებისეული კულტურა - წმ. იუსტინე პოპოვიჩი

სახარებისეული კულტურა - წმ. იუსტინე პოპოვიჩი


22-06-2015, 00:05

სახარებისეული კულტურა - წმ. იუსტინე პოპოვიჩი

 

 

 

 

   რა არის მიზანი მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურისა? - ის, რომ რაც შეიძლება მეტი ღვთაებრივი რამ შესძინოს ადამიანს, ყოველივე საღმრთო განახორციელოს მასშიც და მის გარემომცველ სა-მყაროშიც: ხორციელ - იქმნას ღმერთი ადამიანში და მის გარემომცველ სამყაროში - ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტუ-რა არის განუწყვეტელი მსახურება ღმერთისა, დაუსრულებელი აღ-სრულება ღვთისმსახურებისა. ადამიანი ღმერთს ემსახურება საკუთა-რი არსების მეშვეობით და მთელი ქმნილების მეშვეობითაც, მის გარემომცველ სამყაროში რომ არსებობს; ადამიანს სისტემატურად, გეგმაზომიერად შეაქვს ყოველივე ღვთაებრივი თავის ყველა ქმედებ-აში - შრომასა თუ შემოქმედებაში, იგი განაღვიძებს ყოველივე ღვთა-ებრივს გარემო ბუნებაში, რათა მთელი ბუნებაც მისი - ადამიანის წინამძღვრობით ღმერთს ემსახურებოდეს, და ამგვარად, მთელი ქმნი-ლებაც მონაწილეობდეს საყოველთაო ღვთისმსახურებაში, რადგან მთელი ბუნებაც სწორედ ღმერთის მსახურ ადამიანს ემსახურება, მის-თვის, ხსნისათვის არის შექმნილი.

   ღმერთკაცობრივი კულტურა შიგნიდან გარდაქმნის ადამიანის ბუ-ნებას, ამის მეშვეობით კი მის გარეგნულ მდგომარეობაზეც ახდენს ზეგავლენას, - ანუ ჯერ სულს გარდაქმნის, სულით კი - მის სხე-ულსაც უცვლის ფერს. ამ კულტურისათვის სხეული ტაძარია, ის ტაძარი, რომელიც სულით ცხოვრობს, სულით მოძრაობს, მოქმე-დებს, და საერთოდ, არსებობს. წაართვით სხეულს სული, და მაშინ სხვა რა დარჩება, თვინიერ ხრწნადი, მყრალი გვამისა?! ღმერთკაცი იესუ ქრისტე, უპირველესად, ადამიანის სულს გარდაქმნის, მერმე კი სხეულსაც. და ეს გარდაქმნილი, ფერცვალებული სული სხეულ-საც შეცვლის, მატერიასაც გარდაქმნის. ღმერთკაცობრივი მართლ-მადიდებელი კულტურის მიზანია არა მხოლოდ ადამიანისა და მთელი კაცობრიობის გარდაქმნა, არამედ - მთელი ბუნებისაც მათი მეშვეობით. უპირველესად უდიდესი მცნება მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურისა ეს არის: „ეძიებდეთ პირველად სასუ-ფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგ-ეძინოს თქვენ".

  მთელი სამყარო, ყველა ვარსკვლავი და პლანეტა არ წარმოადგ-ენს იმგვარ დიდ ფასეულობას, როგორსაც - ერთი ადამიანის სუ-ლი. თუკი ადამიანი ცოდვებსა და ბიწიერებებში ხარჯავს თავის სულს, იგი ვერაფრით ვეღარ შეძლებს მის გამოსყიდვას, დაე თუნდ ვარსკვლავთა მთელი სისტემების მფლობელი შეიქმნას. აქ მას მხოლ-ოდ ერთი გამოსავალი რჩება თავის გადასარჩენად: ღმერთკაცი იესუ ქრისტე - ერთადერთი, ვინც უკვდავებას ანიჭებს ადამიანის სულს. ხოლო ნივთების შეძენით, მათი სიყვარულით, სიკვდილისაგან კი არ დაიხსნება ადამიანის სული, არამედ პირიქით, დაემონება სიკვდ-ილს, და მხოლოდ ღმერთკაცს ძალუძს ადამიანის გათავისუფლება ნივთთა მომძლავრებისაგან, მატერიალურის ტირანიისაგან. ნივთები ვერ ხელმწიფებენ ქრისტეს ადამიანზე, პირიქით - იგი უფლებს მათზე. ყველა ნივთსა და საგანს სწორედ იგი განუსაზღვრავს ნა-მდვილ ღირებულებას, რადგან ისე აფასებს მათ, როგორც ქრისტე იქმოდა ამას. ხოლო რამდენადაც, ქრისტეს სახარების მიხედვით, ადამიანის სულს შეუდარებლად უფრო დიდი ღირებულება აქვს, ვი-დრე ყველა სხვა არსებასა თუ საგანს ქმნილ სამყაროში, ამიტომ მარ-თლმადიდებელი ადამიანიც მთელ თავის ზრუნვასა და ყურადღებას სწორედ სულს უთმობს და მართლმადიდებელი ქრისტიანული კუ-ლტურაც, უპირველესად, სულიერი კულტურაა.


უკან დაბრუნება