მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიტყვა ჯოჯოხეთსა და ცხონებაზე - წმ. თეოფანე დაყუდებული

სიტყვა ჯოჯოხეთსა და ცხონებაზე - წმ. თეოფანე დაყუდებული


20-06-2015, 00:03

სიტყვა ჯოჯოხეთსა და ცხონებაზე - წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

 

   „ახლა ბარემ ყველაფერს გეტყვი, რაც საჭიროა თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის. მოკლედ ეს ასე შეიძლება გამოითქვას: გწამდეს ღმე-რთი, სულიწმიდის მადლი მოიხვეჭე წმიდა საიდუმლოებებში მო-ნაწილეობის მეშვეობით, უფლის მცნებების მიხედვით იცხოვრე, ღვთივდადგინებული მოძღვრების რჩევებით იხელმძღვანელე და წმიდა ეკლესიასთან ცოცხალი კავშირი გქონდეს. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინო, რაოდენ აუცილებელია ეს ყოველივე, ცხონების გზა ჩვეულებრივ მოგზაურობას შეადარე. მოგზაურს მარჯვე და უსაფრთხო გზა რომ ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია სინათლე და გაკვალული ბილიკი, თვითონ მგზავრიც ჯანმრთელი და ღონიერი უნდა იყოს, წინაც ვინმე ისეთი უნდა მიუძღოდეს, ვინც საჭიროების შემთხვევაში - მოსახვევში ან გზაჯვარედინებზე - სწორ გზას უჩვე-ნებს. ცხონების გზაზეც ასეა: აუცილებელია სინათლე - სარწმუნოება, აუცილებელია გზა გაკვალული - მცნებები, აუცილებელია ჯანმრ-თელობა და ძალა - სულიწმიდის მადლი, წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით რომ გვეძლევა, აუცილებელია გზამკვლევი და ხელმძ-ღვანელი - ეკლესიის მწყემსები. ყოველივე ამას შენ წმიდა ეკლე-სიაში ჰპოვებ. ამიტომაც მასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება ყველა, ვისაც სწორად მიჰყავს თავისი ცხონების საქმე. ყველა, ვინც ცხონება მოიპოვა, ამ გზით ვიდოდა, და დღესაც მიდის ყველა, ვისაც ცხონება სურს. - სხვა გზა არ არსებობს.



უკან დაბრუნება