მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > წიგნიდან „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“ - არქ. სერაფიმე ალექსეევი
წიგნიდან „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“ - არქ. სერაფიმე ალექსეევი16-06-2015, 00:05 |
„პროტესტანტებს" არ სჭირდებათ ჩვენი მართლმადიდებლობა. თვით მართლმადიდებლობის ცნებამ მათთვის დაკარგა ის ღრმა დოგმა-ტური მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ვდებთ მასში. ისინი მართლ-მადიდებლობას ჭეშმარიტად არ აღიარებენ, რამეთუ მათი აზრით, მრავალი „მართლმადიდებლობა" არსებობს. პროტესტანტები უყოყმა-ნოდ უწოდებენ მონოფიზიტურ ეკლესიებს „აღმოსავლეთის მართლ-მადიდებლურ ეკლესიებს", ამ დროს მზაკვრულად იყენებენ გარეგ-ნულ განსხვავებას „აღმოსავლურსა" და „ორიენტალურს" შორის, რაც არსებითად ერთიდაიგივეა, და ამით სურთ ჭეშმარიტი მართლმადი-დებლობა მწვალებლობას გაუთანაბრონ". „იმისათვის, რომ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესიის მნი-შვნელობა დააკნინონ, ეკუმენისტები ლაპარაკობენ „აღმოსავლურ მა-რთლმადიდებელ ეკლესიებსა" და „ორიენტალურ მართლმადიდებ-ელ ეკლესიებზე", რითაც სურთ დაგვარწმუნონ, თითქოს ნამდვილ მართლმადიდებლობასთან ერთად არსებობენ ორიენტალური „მართ-ლმადიდებელი" ეკლესიები, რომლებიც ეკლესიის ისტორიაში მონო-ფიზიტურის სახელით არიან ცნობილი, მაგრამ ამჟამად უფრო ნე-იტრალური სახელი მოუგონეს - „ქალკედონური ეკლესიები". საქმე იქამდე მივიდა, რომ უწოდებენ რა ამ ეკლესიებს „მართლმადიდ-ებლურ ორიენტალურ ეკლესიებს", ეკუმენისტები ჩვენს ადგილობ-რივ ეკლესიებს „მართლმადიდებლურ ბიზანტიურ ეკლესიებად" იხ-სენიებენ. მაგრამ ეს აშკარად არასწორია, რადგან სლავური მართლმა-დიდებლური ეკლესიები (რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის) აგრე-თვე საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიები სრულიადაც არ არიან ბიზანტიური". უკან დაბრუნება |