მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმ. თეოფანე დაყუდებული სარწმუნოების შესახებ

წმ. თეოფანე დაყუდებული სარწმუნოების შესახებ


15-06-2015, 06:20

წმ. თეოფანე დაყუდებული სარწმუნოების შესახებ

 

 

   „სარწმუნოება არა ამ სოფლისაგანია და ამიტომ შეუძლებელია სო-ფლის ცვალებადობას ემორჩილებოდეს, შეუძლებელია რაიმეს შეცვ-ლა ანდა გაუქმება: არც აღმსარებლობაში, არც საეკლესიო განწესე-ბაში, ჩვენი წმიდა სარწმუნოება მთელი თავისი შედგენილობით არ-ის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ყოველ ჩვენს უძლურებას თა-ვთავისი კურნება მოეძებნება. ამიოღეთ წამლის შემადგენლობიდან რაიმე წევრი და სხვა კომპონენტით შეცვალეთ, იგი მთელს თავის ძალას დაკარგავს. ასევე თუ სარწმუნოების ან ეკლესიის შემადგენ-ლობიდან რაიმეს ამოვიღებთ ან მივუმატებთ (მაგ. „ფილიოკვე"-ს - კათოლიკეთა დამახინჯებული სწავლება სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის შესახებ) ან შეცვლით რაიმეს ან გადააკეთებთ, იგი აღარ იქნება თქვენთვის საკურნებელი და მაცხოვნებელი. სარწმუ-ნოების მთლიანობის შეუნარჩუნებლად ცხონება შეუძლებელია. ამი-ტომაა თვით უფალი თვალის ჩინივით უფრთხილდება მას. დაე, სო-ფელში ყველაფერი ბრუნავდეს და იცვლებოდეს იცის ჩვენი ცხო-ნების მტერმა, რომ სარწმუნოების ძალა და მაკურნებელი თვი-სებები მის უცვალებლობაზე ანუ მტკიცე შეუვალობაზე ჰკიდია, ამიტომ ცდილობს ყოველნაირად ისიც ჩაითრიოს ცვალებადობის ნაკადში, წვალებებს თესავს, ამაოდბრძნობას აღძრავს... ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს სარწმუნოების ღმრთაებ-რივ განწესებაში და ამით განაქარვოს მათი ძალა". 



უკან დაბრუნება