მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი II)

დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი II)


11-06-2015, 00:05

დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი II)

 

 

   ერთ  დროს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სერბთა ეკლესია ფუნ-ქციონირებდა, სადაც წირვა-ლოცვა სერბულად, ძველ სლავურ ენაზე აღესრულებოდა. მაშინ იქ თავს იყრიდნენ საქართველოში შემოხიზნ-ული სერბი მართლმადიდებლები. დღეს ეს ეკლესია გაუქმებულია და ისეა შეცვლილი, რომ სალოცავის კვალიც კი არ დარჩენილა. და დღეს, ბევრმა ქართველმა შეიძლება ისიც კი არ იცოდეს, თუ რა აღმსარებ-ლობის არიან სერბები. არადა ეს არის ერი, რომელიც მთელ დედამი-წაზე ყველაზე მეტად ჰგავს ქართველ ერსსარწმუნოებისადმი თავ-ისი ერთგულებით, სხვადასხვა ჯურის დამპყრობელთა წინააღმდეგ საუკუნოვანი ომებით, ქრისტიანობისა და სამშობლოს მტრების წინა-აღმდეგ შეუდრეკელი ვაჟკაცობით, თავიანთი მცირერიცხოვნობითაც და სულიერი თუ ხორციელი სილამაზითაც კი, უცხოტომელებისადმი გულღია, უბოროტო დამოკიდებულებით, მაგრამ სამშობლოს დამონე-ბისადმი შეურიგებლობით. ეს არის მუდამ თავისუფლებისათვის მე-ბრძოლი ერი, პატარა, სუსტი, მაგრამ ისეთი, რომლის ძალაც მისსავე უძლურებაშია. ერი, რომელსაც უფალმა ერთგულებისათვის მრავალი მოწამე მიმადლა, მიწა, საიდანაც დღესდღეობით ყველაზე იოლია სა-სუფევლის კარიბჭის შეღება. ეცნობი ახალმოწამე სერბთა ღვაწლს და ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ამ პატარა, შეუდრეკელი ერის ტკივ-ილს ყველაზე კარგად ალბათ ქართველი ერი თუ გაიგებს, რადგან საოცრად მსგავსია ჩვენთვის მათი მიუსაფრობა. მათი მფარველი ამ მიწაზე ხომ მხოლოდ უფალია. ისიც ხომ ჩვენსავით სრული განადგუ-რებისათვის არის განწირული, მაგრამ ამავე დროს მსოფლიო კატაკ-ლიზმების პერიოდში, შუაგული ცეცხლიდან ღმრთაებრივი სასწაულ-ით გადარჩენილი, დღემდე სასწაულებრივად მოღწეული, ამ წუთისო-ფლის სიძლიერეს მინდობილ ღმრთისმებრძოლთათვის კვლავ გადაუ-ლახავ პობლემად რჩება. ჩვენ ერთი მრწამსი გვაქვს, ერთია ჩვენი ეკ-ლესია, ერთია ჩვენი ტკივილიცა და სიხარულიც. სერბეთის ახალმო-წამენი ღმრთის წინაშე ყოველი მართლმადიდებლისათვის ლოცულო-ბენ და ჩვენც შევთხოვოთ მათ: "სერბეთის ახალმოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის, რათა დაგვიფაროს ყოველი ჭირისაგან და გაგვა-ძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, რამეთუ იგია ხსნის ერთადერთი გზა”.                                  

 

მთარგმნელისაგან 


უკან დაბრუნება