მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი I)

დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი I)


10-06-2015, 00:01

დიდება და ტკივილი სერბეთისა (ნაწილი I)

 

 

   ღმრთისა  ჩვენისა იესო ქრისტეს ჯვარცმით ქრისტიანობის ერა დაი-წყო. სახარება მთელ სამყაროს მოეფინა. პირველი საუკუნეებიდანვე ადამიანის მოდგმის მტერი ქრისტიანების წინააღმდეგ განსაკუთრე-ბული მძულვარებით ამხედრდა. სატანასა და ქრისტეს მხედრებს შო-რის ომი დაიწყოპირველნი ეწამნენ ქრისტეს მოციქულები, ხოლო შე-მდეგ სამი საუკუნის მანძილზეასი ათასობით ქრისტიანი. ქრისტ-იანობა უფრო და უფრო ვრცელდებოდა და სახელმწიფო რელიგია-დაც გამოცხადდა, თუმცა მშვიდობა არც მაშინ დამდგარა.

   როგორც ჩვენთან, საქართველოში, სერბეთშიც ქრისტიანობის მიღე-ბისთანავე დაიწყო ქრისტეს რწმენისათვის ხალხის მოწამეობრიობა. ჩვენთვის, მორწმუნეთათვის XX საუკუნის მოწამეთა ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმიტომ,  რომ სულ ახლახან ცხოვრობდნენ და მათთვის მიბაძვა უფრო ადვილია, ვიდრე გასულ საუკუნეებში მცხოვრებთათვის.

   წინამდებარე თარგმანი იმისათვის შესრულდა, რომ ჩვენი ერი მარ-თლმადიდებლობაში განმტკიცდეს, რადგან  ჩვენ, ქრისტიანებს, ისევე გველის მრავალი ტანჯვის გადატანამოწამეობრიობის ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მოკლეს და აწამეს მრავალი მღვდელი და ერისკაცი.

   1986 წელს ამერიკაში გამძვინვარებული, ბიწიერი ადამიანის ხელით დაიღუპა მღვდელი იოანე სანტაკრუზიდან (კალიფორნია).

   1993 წლის 5 ივლისს საქართველოში, აფხაზეთში ძლიერი სეპარატ-ისტული კონფლიქტის დროს კამარაში, წმიდა იოანე ოქროპირის სა-ხელობის ეკლესიის ეზოში ლიტურღიის აღსრულების შემდეგ ნარკო-ტიკებით გაბრუებულმა "ბოევიკებმადახვრიტეს მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი), ხოლო იპოდიაკონი გიორგი (ერში იური ანუა) თავისივე ხელით აღდგენილ უძველეს სიწმინდესთანწმიდა მოწამე  ვასილისკოს წყაროსთან აწამეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და მოკლეს.

  ამავე პერიოდში, რუსეთში, აღდგომის დღეს სატანისტმა ავერინმა ოპტინის უდაბნოში ხმლით დახოცა სამი მონაზონი: მღვდელმო-ნაზონი ვასილი და მონაზონები  – ფერაპონტე და ტროფიმი.

   ერთი წლის შემდეგ, იმავე ოპტინის უდაბნოში რიტუალური მკვლე-ლობით აღესრულა 23 წლის მომლოცველი გიორგი. ეს მკვლელობა ასევე ბურუსით  მოცული დარჩა. გიორგის ნემსით გაუგმირეს გული დიდ ხუთშაბათს, მაშინ როდესაც ტაძარში გარდამოხსნის გამობრძა-ნების მსახურება მიმდინარეობდა. სისხლის სამართლის საქმე არ აღ-ძრულა.

  1994 წლის ახალი წლის ღამეს სოფელ ჟარკაში მხეცურად მოკლეს მღვდელმონაონი ნესტორი. თვითმხილველები მოწმობენ, რომ მთე-ლი კედლები სისხლით იყო მორწყული, რომ იქ ხოცვა-ჟლეტა მიმ-დინარეობდა. დამნაშავენი დაუსჯელნი დარჩნენ.

   1997 წლის 31 ოქტომბერს საბერძნეთში ღამით სატანისტმა სასტიკი წამებით მოკლა ღმრთისმშობლის რჩეული იოსიფ მუნიოს კორტესი და დაიკარგა მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი. მკვლელობა იყო რიტუალური, რადგან ამ ღამეს დღესასწაუ-ლობენ მთავარ სატანისტურ დღესასწაულსჰელოუვინს. მკვლელი დაიჭირეს, მაგრამ დანაშაულისათვის არ დაუსჯიათ.

   ამავე წელს უკრაინაში, ყირიმში მოკლეს არქიმანდრიტი პეტრე პოსა-დნევი, არაჩვეულებრივი ადამიანი.

   1999 წელს ჩეჩნეთში შიმშილითა და ცემით სიკვდილამდე აწამებდ-ნენ მამა სუხონოსოვს.

   2000 წლის 8 აგვისტოს პრიზრენეს შემოგარენში მამა ხარიტონ ლუკ-იჩის თავმოკვეთილი და დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. მამა ხარი-ტონი 1999 წლის ივნისში მოიტაცეს კოსოვოდან. მამა ხარიტონის თა-ვის პოვნა ვერ მოხერხდა. სასამართლოს ანგარიშგების თანახმად, მამა ხარიტონის ნეშტს მიაგნეს პრიზრენეს ახლოს  მდებარე ალბანური სო-ფლის, ტუსუსის სასაფლაოზე უსახელო სამარეში. თვითმხილველები ადასტურებდნენრომ მკვლელობის შემდეგ ცხედარი დატოვეს ღია ცის ქვეშისე რომ, შემორჩა მხოლოდ ჩონჩხი. რამდენიმე ნეკნი და მარცხენა ხელი გადამტვრეული ჰქონდა, თავი და კისრის მალები აკ-ლდა. სვიტრი წინა მხრიდან იყო გარღვეულიეს გვავარაუდებინებს, რომ მამა ხარიტონს დანა დაარტყეს მუცლის არეში. ამას ადასტურებს გულის მხარეს აღმოჩენილი ნიშნებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო მოწამეობრივი სიკვდილი.

  იმავე ეპარქიიდან მამა ხარიტონის გარდა UCK- შეიარაღებულმა მეამბოხეებმა შეიპყრეს კიდევ ერთი მღვდელმსახური, კლინის მახლ-ობლად მდებარე ბუდისავსკის მონასტრის მღვდელმონაზონი სტეფა-ნე პურიჩი. იგი 1999 წლის აგვისტოში გაიტაცეს და მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი. ზოგიერთი ალბანური წყაროს მონაცემ-ით, მამა სტეფანე მოკლესმისი ცხედარი ცარიელ ჭაში ჩააგდეს და გატყავებული და გამოშიგნული ცხოველებით ჩახერგესკოსოვოსა და მეტოქში 2-3 წლის განმავლობაში დაინგრა მართლმადიდებელთა 110-ზე მეტი ეკლესია და მონასტერი, მოკლულია ათასობით მშვიდო-ბიანი მოქალაქე, დარბეულია მართლმადიდებელთა სასაფლაოები და დასახლებები.

   2000 წლის 21 აპრილს კრასნოდარის მხარეში პრაბხუპადის სწავლ-ების მიმდევარმა რუსლან ლუბეცკიმ, წინასწარ არაერთგზის მუქარის შემდეგ მართლმადიდებელი მღვდლის, მღვდელმონაზონ გრიგოლის რიტუალური მკვლელობა აღასრულა. კრიშნაიდმა თავი მოკვეთა მამა გრიგოლს და აღმართა წმიდა სამების ტაძრის საკურთხევლის ტრაპე-ზზე, რომლის წინამძღვარიც იყო მოწამე. მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ახლახან, აფრიკაში მისიონერული მოღვაწეობის დროს, მოწამეობრივად აღესრულა კოსმა ათონელი (ასლანიდი).

   შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყოველივე ეს დაკავშირებულია რაღაც პი-რად ანგარიშსწორებასთან, ნაციონალურ მტრობასა თუ პოლიტიკურ მოტივებთან, მაგრამ აქ ყოველივე უფრო სხვაგვარადაა. აქ საუბარია სწორედ სულიერ ბრძოლაზე, რადგან პირველ რიგში სამიზნედ იქც-ევიან ის ადამიანები, რომლებიც მეტად ძვირფასნი არიან ეკლესიისა-თვის, უფლის ხალხისათვის, და აქ ბრძოლაა არა კონკრეტული პი-როვნებების წინააღმდეგ, არამედ ომია, რომელიც დაიწყო სამყაროს შექმნიდან, ომი ღმერთსა და ეშმაკს შორის, როგორც თქვა უფალმა ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ "... იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა” (შესაქმი 3. 16). და აი, ჩვენ ყველანი მოწმენი ვიყავით იმისა, თუ როგორ დაგესლა ეშმაკმა ტერფში ეკლე-სია, მაგრამ ამით დაეჩეჩქვა თავი, რადგან ჩვენ დავკარგეთ ადამია-ნები, მაგრამ მოვიპოვეთ ანგელოსნი ზეცაში, ჩვენ დავკარგეთ მონაზ-ვნები, მღვდელმსახურები, ერისკაცები, მაგრამ მოვიპოვეთ ახალმოწა-მენი

   მათი სისხლი თითოეული ჩვენგანისათვის მაგალითი და დარიგებ-აა. მათი ლოცვები დაიფარავს მთელ ეკლესიას, ჩვენს მართლმადი-დებელ ხალხს, რომლები წმიდა ცხოვრებისა და წმინდანობისაკენ მი-ისწრაფვიან(გაგრძელება იქნება...)

 

 

                                                              ვიქტორ ავდოიანი 

 

 

   


უკან დაბრუნება