მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვართა წინააღმდეგ (ნაწილი III) - წმიდა თეოფანე დაყუდებული

ცრუმოძღვართა წინააღმდეგ (ნაწილი III) - წმიდა თეოფანე დაყუდებული


9-06-2015, 00:02

ცრუმოძღვართა წინააღმდეგ (ნაწილი III) - წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   მესმის, რომ შენ და შენი მეგობრები დაახლოებით ასეთ პასუხს გა-მცემთ: „განა რა ტყუილს ამბობს ეს კაცი? ჭეშმარიტებას გვამცნებს, უფლის მიერ ცხონებას გვიქადაგებს, სახარებას გვიკითხავს".

   მოიცა, მოიცა! პასუხს ნუ ჩქარობ. ჯერ ის მითხარი, შეიძლება თუ არა იესო ქრისტე მრუდედ და არასწორად გვიქადაგონ, მის მიერ მონი-ჭებულ ცხონებაზე კი ისე გვასწავლონ, რომ თუ დავიჯერებთ, ცხო-ნების ნაცვლად წარწყმედა გველის? თუმცა, გასარკვევიც არაფერია - ეს ასე ხდებოდა და დღესაც ხდება. რამდენი ცრუ მოძღვრება ხდება არიოზამდე და მის შემდეგ, რომელიც ჭეშმარიტებას ამახინჯებდა? ყველა ისინი ეკლესიამ ამხილა და შეაჩვენა. რამდენი ასეთი მოძღვ-რებაა დღეს დასავლეთში?  უთვალავი. და თუმცა მათში მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეზეა ლაპარაკი, მართლმადიდებელი ეკლესია ყველა მათგანს ერთნაირად უარყოფს. მაშ, თურმე არ შეიძლება ასე მსჯელობა: რაკი ესა და ეს კაცი იესო ქრისტეს  ქადაგებს, მაშასადამე, ჭეშმარიტებას ღაღადებსო. ჯერ უნდა გაარკვიო, სწორად ქადაგებს თუ არა იგი. თქვენთან კი, როგორც ჩანს, თავი არავის შეუწუხებია ამ საკითხზე ფიქრით: როგორც კი გესმათ იესო ქრისტეს უტკბილესი სახელი, მაშინვე ხელაღებით, განუსჯელად  უცხო მქადაგებლის მხარ-ეს დადექით და აზრადაც არ მოგსვლიათ, რომ ეს სათაყვანო სახელი  ხიბლში ჩავარდნილის ბაგეთაგან მორწმუნეთა მოსანადირებელ ბაგ-ედ იქცა. მაგრამ არ გახსოვთ თვით იესო ქრისტეს გაფრთხილება: „ეკ-რძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელი მოვიდოდიან თქვე-ნდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ" (მათე, 7, 15)? იქნებ გგონიათ, რომ უფალი აქ იმათ გულისხმობს, ვისაც არც კი სმენიათ მისი სახელი? არა, ის სწორედ იმათზე ლაპარაკობს, ვინც მისი სახელით ინიღბება და მრუდე გზისკენ იზიდავს ადამი-ანებს. ეს იქიდანაც ჩანს, რასაც იქვე ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა (ანუ სამსჯავროს დღეს): უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა  წინასწარმეტყუელებდითა" (იქვე, 7,22)? ხომ ხედავთ, ქრისტ-ეს სახელით ქადაგებენ, მაგრამ უფალი გვამცნებს, ეკრძალენით მათო, და იმასაც დასძენს, რომ სამსჯავროზე ეტყვის ასეთებს: „არა გიცნი თქვენ" (იქვე, 7, 23) როგორ შეიძლება, რომ გულთამხილავს ეს ხალხი არ სცოდნოდა? უფალი ამით ამბობს, რომ არასოდეს სცნობდა მათ ის-ეთებად,  როგორებადაც თავი მოაქვთ - ჭეშმარიტების მქადაგებლად, თუმცა ქრისტეს ქადაგებდნენ. მაგრამ ისე, რომ უფალი მათ სიტყვებში თავის თავს ვერ სცნობდა: ისინი სხვა ქრისტეს ქადაგებდნენ და არა მას, ჭეშმარიტს, რომელმაც ჩვენ ცხონება მოგვანიჭა. თურმე შესაძ-ლებელი ყოფილა,  რომ თითქოს ქრისტეს ქადაგებდეს კაცი, მაგრამ სი-ნამდვილეში სულ სხვას გულისხმობდეს. თქვენ კი ყველანი ვიღაც მჩხავანას შეუდექით - მხოლოდ იმიტომ, რომ იესო ქრისტეს სახელით შენიღბა თავისი ტყუილი. ნუთუ გგონიათ, რომ მას არ შეიძლება ეხ-ებოდეს სიტყვები: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრა-ვალთა აცთუნებდნენ" (იქვე, 24,5)? რა ზუსტად შეგეფერებათ პავლე მოციქულის მიერ კორინთელთა მიმართ ნათქვამი საყვედური: „რამეთუ მიგათხოვენ თქვენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინ-ებად ქრისტესა. ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან ევა ზაკულებითა თვისითა. ეგრეთცა გახრწნნეს გონებანი თქვენნი სიწრ-ფოებისაგან ქრისტეს მიმართ. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხვასა იესოს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგებთ, გინა სხვაი სული მოაქუნდეს, რომელი არა მოიღეთ, გინა სახარებაი სხვაი, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ" (2 კორ. 2-4) და აი, მოციქული რა-საც შიშით მოელოდა კორინთელთაგან, სწორედ ის ხდება დღეს თქვე-ნთან - მოვიდა ვიღაც მჩხავანა „სხვა იესოს" ქადაგება დაიწყო და თქვენც მაშინვე მას მიენდეთ.

  მეტყვით, რომელ „სხვა იესოზეა" ლაპარაკიო? „ამ კაცს ყველაფერი სახარებიდან მოჰყავს, სახარების სიტყვებს გვასწავლის: „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი" (მარკ. 1,15). იგი სულ ამას გაიძახის: „ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, გწამდეთ ეს და ცხონდებით". სად არის აქ ტყუილი და ხიბლი?" მართლაც რომ ტკბილი ხარებაა, ვინ უნდა დარჩეს გუ-ლგრილი მის მიმართ? მაგრამ ამ ხარებასაც შეიძლება შეერიოს ტყუ-ილი და შერყვნას იგი, და ამას მოწმობს პავლე მოციქულის მიერ გალატელთა მიმართ თქმული სიტყვები: „მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქვენ მადლითა ქრისტესითა სხუად სახარებად" (გალ. 1,6). გალატელებმა გულით იწ-ამეს ქრისტე და სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება ქრისტესმიერი ცხონების შესახებ. პავლე მოციქულის მიმართ კი, რომელმაც ჭეშმა-რიტი სარწმუნოებით განანათლა, ისეთ მადლიერებას გრძნობდნენ, რომ მზად იყვნენ საკუთარი თვალები დაეთხარათ  და მისთვის მიეც-ათ. მაგრამ დაშორდათ თუ არა პავლე, ვიღაც კაცები მიადგნენ - იმათაც სახარება მოჰქონდათ, ოღონდ ჭეშმარიტი კი არა, სიცრუით შერყვნილი, და გალატელთა ხელახლა განსწავლას შეუდგნენ. იმათაც ბევრი არ უფიქრიათ: სახარების სახელით მოხიბლულთ ცრუმახა-რებლები შეიფარეს და ტყუილის მახეში გაებნენ. ამ ხალხის ნათქვამი გალატელებს საამო ხარებად ეჩვენებოდათ, სინამდვილეში კი ეს იყო სულის წარმწყმედელი, ბოროტი სწავლება. ასეთი მომხიბლავია ტყუ-ილი, როდესაც იგი წმინდა, ტკბილი სახელებით ინიღბება! როგორც კი ეს პავლე მოციქულმა შეიტყო, მაშინვე გონს მოიყვანა გალატელნი და უცვალებელ, ყველა დროისათვის გამოსადექ კანონად დაგვიდ-გინა: „დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალ. 1,8) ხომ ხედავთ, არსებობს თურმე რაღაც „სხვა სახარება", რომლის მახარებელნიც ანათემას გადაეცემიან. მე და თქვენ კი ეს დავივიწყეთ და როგორც კი გამოჩნდა ვიღაც მჩხავანა სახარებით ხელში, მაშინვე მას გავეკიდეთ - აღარც კი გაგვახსენდა ის, რაც ჭეშმარიტად გვწამს და რაც ცხონებას გვანიჭებს. თქვენც იგივე გალატელნი ხართ და ის დროა, მოციქულისაგან მათ მიმართ თქმული საყვედური გაგიმეო-როთ კაცმა: „ჰოი უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა (გაიძუ-ლებდათ) თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად" (გალ. 3,1)? (გაგრ-ძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ"


 


უკან დაბრუნება