მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვართა წინააღმდეგ (ნაწილი II) - წმიდა თეოფანე დაყუდებული

ცრუმოძღვართა წინააღმდეგ (ნაწილი II) - წმიდა თეოფანე დაყუდებული


7-06-2015, 07:29

 

 

 

   მწერთ: „იგი განუწყვეტლივ ლაპარაკობს იესო ქრისტესა და სულის ცხონებაზე, თანაც შთაგონებულად ლაპარაკობს. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა, გული სულ მისკენ მიმიწევს". დაფიქრებულხართ კი ოდ-ესმე თქვენ და სხვა თქვენნაირები მსმენელები, ჩვენნაირია ეს კაცი თუ უცხო? ალბათ გადაწყვეტთ, რაკიღა რუსია და რუსულად ლაპარაკობს, თანაც სულ იესო ქრისტეს ახსენებს და თან ასეთი შთაგონებული სა-უბრობს, მაშ, რაღა თქმა უნდა, ჩვენიანი ყოფილაო - და მიაშურეთ კი-დეც მას, მაგრამ მწარედ მოტყუვდით. დიახ, რუსია, მაგრამ რუსეთის სარწმუნოება აღარ უპყრია, მართლმადიდებელი იყო, მაგრამ ახლა უცხო რჯულზე მოექცა. იგი სულის ცხონების შესახებ ქადაგებს, მა-გრამ არა ისე, როგორც უფალი და მისი მოციქულები ქადაგებდნენ. აღფრთოვანებით ლაპარაკობს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს - აქედან მხოლოდ ის ჩანს, რომ გატაცებულია თავისი მოძღვრებით და ცდილობს ჭეშმარიტებად წარმოაჩინოს, თუ-მცა სინამდვილეში იგი სიცრუითა და სიყალბით სავსეა.

   მაგრამ ნუთუ ყოველივე ეს თქვენთვის ახალი ამბავია? არ იცით განა, ვისი მოწაფეა ეგ მჩხავანა? მოძღვრის მიხედვით იცანით მოწაფეც. ეს სიცრუე, ეს გადამდები სენი ხომ თქვენს თვალწინ ჩაისახა? ჩამოვიდა ვიღაც ინგლისელი და დაიწყო კარდაკარ სიარული, შინაც იწვევდა ხალხს - და თავისი ქადაგებებით ზოგიერთ ჩვენს ბატონსა და ქა-ლბატონს, ვინც მყარად ვერ იცავდა ჭეშმარიტებას, თავგზა აუბნია. ერთ-ერთი ამ გზააბნეულთაგანია ეგ თქვენი ქადაგიც, რომელიც ახლა განდეგილი ინგლისელის ნაცვლად დადის კარდაკარ და აბდაუბდას გაიძახის, რათა სხვებიც თავის მსგავსად ააცდინოს ჭეშმარიტ გზას. რაც ის ინგლისელია თავისი სარწმუნოებით, იგივეა ეგ თქვენი ჩხავა-ნაც. ინლისელი კი ვიღაა? იგია საღმრთო ჭეშმარიტებისაგან განდგო-მილი, სიცრუისა და ბნელეთის ორმოში ჩავარდნილი, თანაც მეოთხე ხარისხში ჩავარდნილი. აი, ვინ არის იგი! საქმის არსს არ განვიხილავ, მხოლოდ მოკლედ წარმოგიდგენ ამ საკითხის გარეგნულ მხარეს. სო-ფლად იყო ერთი ეკლესია - ერთი, ჭეშმარიტი სარწმუნოებით. მაგრამ მას განსაცდელი დაატყდა თავს: პაპი თავისი მომხრეებით ფუჭი სი-ბრძნით გაერთო და განუდგა ჭეშმარიტ ეკლესიას, ჭეშმარიტ სარწ-მუნოებას. ესაა პირველი ხარისხი სიცრუისა და ბნელეთის ორმოში ჩავარდნისა. მოგვიანებით პაპისტებს შორის პროტესტანტები გამოჩ-ნდნენ; ისინიც, პაპისტებისა არ იყოს, ფუჭ სიბრძნეს აჰყვნენ და გა-ნუდგნენ პაპისტურ ეკლესიასა და სარწმუნოებას - ესაა მეორე ხარისხი ბნელეთისა და სიცრუის ორმოში ჩავარდნისა. პროტესტანტებს გამოე-ყო ინგლისური მწვალებლობა - ესეც მესამე ხარისხი იმავე ორმოსი. ინგლისური მწვალებლობისაგან უკვე იშვა ის მწვალებლობა, რომელ-საც აჰყვა ზემოხსენებული ინგლისელი, მან კი, თავის მხრივ, მოხიბლა თქვენი ნაცნობი მჩხავანა და მისი მსგავსნი. ესაა მეოთხე ხარისხი სიცრუისა და ბნელეთის ორმოში ჩავარდნისა და ამ ხარისხშია სწო-რედ ის კაცი, თქვენს სახლებსა და ქალაქის ორღობეებში რომ დაეხე-ტება თავისი ქადაგებებით. ის არის ერთგული მოწაფე იმ ინგლისე-ლისა - თუ თავის მხრივ აღარაფერი დაუმატა მისგან შეთვისებულ სწავლებას და ამრიგად მეხუთე ხარისხში არ აღმოჩნდა. აი, ვინ არის ეგ კაცი! არც პაპისტებს, არც პროტესტანტებს, არც ანგლიკანებს, არც მაგ თქვენს მქადაგებელს არ გააჩნიათ საღმრთო ჭეშმარიტება - ნამდ-ვილი, სუფთა, სრული, მას მხოლოდ ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადი-დებელი ეკლესია იმარხავს. მართალია, თვითონ ეს ხიბლში ჩავარდ-ნილნი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტება უპყრიათ, მაგრამ სინამდვილეში ჭეშმარიტება შორს არის მათგან. პაპისტები პირველნი განუდგნენ ჭე-შმარიტებას, მაგრამ, ფიქრობენ, რომ სწორედ თვითონ იმარხავენ მას. პროტესტანტებმა ამხილეს პაპისტების მრავალი შეცდომა, მაგრამ თვითონ ვერ მიაგნეს ჭეშმარიტებას - პირიქით, კიდევ უფრო დაძვე-ლდნენ. ახალი სარწმუნოება თავიანთ ფუჭ სიბრძნეზე ააგეს და არა საღმრთო ჭეშმარიტებაზე, თუმცა, პაპისტებისა არ იყოს, იმათაც ჰგონიათ, რომ საღმრთო ჭეშმარიტებას თვითონ ფლობენ. ინგლისე-ლებს გერმანული სარწმუნოება არ მოეწონათ და საკუთარი გამოი-გონეს. მათ თქვეს: გერმანელებთან ესა და ეს არ ვარგა, ამიტომ ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას შევქმნით, რომელიც უკეთესი იქნებაო - და შექ-მნეს კიდეც. ამით კიდევ უფრო დაშორდნენ საღმრთო ჭეშმარიტებას, მაგრამ რასაკვირველია, დარწმუნებულნი არიან, რომ თვითონ არიან მისი ერთადერთი მცველნი. ინგლისელებთან ერთად უამრავი სხვა-დასხვა კონფენსია გაჩნდა, რომელთა მიმდევრებიც ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებას მიაგნეს, და ამ დროს სულ უფრო შორდებიან მას. საქმე ისაა, რომ შეშმარიტებას ეძიებენ არა იქ, სადაც უფალმა მიუჩინა ად-გილი, არამედ საკუთარი გონების ფარგლებში, ამდენად, ხელში მხო-ლოდ ჭეშმარიტების აჩრდილიღა რჩებათ და ამ აჩრდილზე აგებენ თავიანთ სარწმუნოებას.

   აი, ასეთი გახლავთ ის სარწმუნოება, რომელიც ზემოხსენებულმა ინ-გლისელმა შემოიტანა ჩვენში და რომელმაც ასე მოხიბლა ეგ თქვენი მჩხავანა. იმ დროს კი, როდესაც დასავლეთში სოკოებივით მრავლდე-ბოდა ეს ერთიმეორეზე უფრო არასწორი მოძღვრებები, აღმოსავლე-თში უცვალებლად ეგო თავის სარწმუნოებაში მართლმადიდებელი ეკლესია - ერთი, ჭეშმარიტი, საღმრთო ჭეშმარიტების დამმარხველი, იმ ჭეშმარიტებას, რომელიც თვით უფალმა იესო ქრისტემ გვამცნო და რომელიც ეკლესიაში წმიდა მოციქულებმა დანერგეს. ჩვენ, მართლმა-დიდებელი ეკლესიის შვილებს, გვიპყრია ეს ჭეშმარიტება და მტკი-ცედ ვადგავართ მას. საუკუნეთა მანძილზე მოდიოდა ეს შეუვალი ჭე-შმარიტება. მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენამდე მოაღწია; ჭეშმა-რიტებაზე დგას წმ. ეკლესია და ჩვენც მასთან ერთად. მადლობა უფ-ალს, რომელმაც ინება ჩვენი დაბადება ერთი, ჭეშმარიტი, მართლმა-დიდებელი ეკლესიის წიაღში!

   ამგვარად, თქვენ მარადიული ჭეშმარიტება გიპყრიათ, ამ მჩხავანამ კი გუშინღა ისწავლა მომხიბლავი ტყუილი, გუშინვე მოხიბლული ინგლისელებისაგან. ჰოდა, როგორც კი დაიწყო თქვენთან ხეტიალი და თავისი სიცრუის ქადაგება, მყისვე განუსჯელად მიჰყევით მის მხარეზე დადექით - იმდენად, რომ უკვე მზად ხართ მოსწყდეთ წმ. ეკლესიას და მასში დამარხულ საღმრთო ჭეშმარიტებას. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და როგორც ჩვენ მიგვყვავს სულის ცხონების საქმე, იმა-სვე აღიარებდნენ ჩვენი მამა-პაპები, პაპის პაპები და იმათი პაპები. და რამდენი წმინდანი ჰყავს ჩვენს ეკლესიას - მეოხენი და შუამდ-გომელნი ჩვენთვის ღმრთის წინაშე! ამას მოწმობს მათი წმინდა ნაწილები, ასე უხვად გაბნული ჩვენს მიწაზე. და უცებ ვიღაც მჩხა-ვანა გუშინ რომ ჩავარდნილა ხიბლში, ცდილობს მოგვწყვიტოს ამ წმინდა დასს! მაგრამ უფრო შორს გაიხედეთ - იმავე სარწმუნოების და იმავე სულის საცხონებელ მოღვაწეებს ნახავთ ბერძენთა, ვის-განაც ჩვენ წმ. სარწმუნოება გადმოგვეცა. უფრო შორს, წინა საუკუ-ნეებში გადადით - მიხვალთ საეკლესიო კრებებამდე, რომლებიც იცავდნენ და ამტკიცებდნენ მსოფლიო ჭეშმარიტებას. გადახედეთ ამ კრებებს კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული: ყველგან ერთი და იმავე ჭეშმარიტებას ნახავთ, რომელსაც იმარხავს მორწმუნეთა მთე-ლი დასი, და რომელიც სუფევს მთელს ქვეყანაზე. კიდევ უფრო შორს წადით - ქრისტიანთა დევნის საუკუნეებს გასცდით და მო-ციქულთა დროც ნახეთ: იქაც იგივე აღმსარებლობა და სულის ცხონებისათვის მოღვაწეობაა, რაც დღეს ჩვენთან არის შემონახული. ის, რაც მათ დაგვიწერეს და რასაც გვასწავლიდნენ, უფლისაგან ჰქო-ნდათ მიღებული, უფალი კი იმას ამბობდა და აკეთებდა რაც მა-მისაგან მიიღო ყოვლადწმიდა სამების მეშვეობით. აი, საიდან მოდის ჩვენი სარწმუნოება! აი, რა გზით მოედინებოდა იგი საუკუნეთა მა-ნძილზე ღვთაებრივი სათავიდან და როგორ მოვიდა ჩვენამდე! თქვენ კი მზად ხართ ეს ღვთაებრივი, ძირძველი სარწმუნოება დაა-გდოთ და გაცვალოთ ტყუილზე, რომელსაც ეგ თქვენი გუშინ მოხი-ბლული მჩხავანა გაიძახის! კი მაგრამ, რატომ? (გაგრძელება იქნება...)

 

წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ"



უკან დაბრუნება