მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მამა ეფრემი
მამა ეფრემი15-08-2012, 21:39 |
როდესაც ვსაუბრობთ მამა ეფრემზე, არ შეიძლება არ მოვიგონოთ მისი მოძღვარიც, იოსებ ისიხასტი, ანუ მეუდაბნოე, როგორც მას უწოდებდნენ. იოსებ ისიხასტი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა თანამედროვე ათონის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ მამა იოსების გარეშე, ალბათ, არ იქნებოდა არც მამა ეფრემი. აქ ჩვენ ვხედავთ იმ "ოქროს ჯაჭვს" მამებისეული გადმოცემისა, რომლის შესახებაც ხშირად ამბობდნენ წმინდა მამები.
ათონის წმინდა ანას განმარტოებულ მცირე სავანეში მოღვაწე იოსებ ისიხასტთან 1847წ. ჩამოვიდა ცხრამეტი წლის მოშურნე ჭაბუკი - მომავალი მამა ეფრემი. მან თავისი თქმით "ბერის ფეხებთან" გაატარა თორმეტი წელიწადი, გაძლიერდა და გაფრთოვანდა სულიერად, მიიღო სქემა და გახდა მღვდელი.
მამების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გეოგრაფიული გარემო გამოირჩეოდა მკაცრი კლიმატური პირობებით, და პრაქტიკულად მთელი საძმო დაავადმყოფდა. ისინი იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ ახალ სავანეში, რომელიც ზღვის სანაპიროსთან იმყოფებოდა და განთქმული იყო თავისი რბილი მიკროკლიმატით. მამა იოსებმა აქ დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება.
მისი მოწაფე კი, მამა ეფრემი, ხარების ტაძრის მოძღვარი გახდა. შემდეგში ის გადავიდა ნეტარ თელოთეუს ათონელის მონასტერში, სადაც იღუმენად აირჩიეს. ამჟამად, მამა ეფრემი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც დიდი მოშურნეობით ქადაგებს ღვთის სიტყვას და უკვე ჩამოაყალიბა რამოდენიმე მონასტერი. თელოთეუს საძმო ათონზე, წელიწადში ერთი თვით მასპინძლობს თავის მოძღვარს, როდესაც მამა ეფრემი ჩამოდის ამერიკიდან, მათი მონასტერი იმ პერიოდში ივსება ათონელი ბერებით, რომელნიც სულიერი რჩევებისა და ლოცვა-კურთხევისათვის მიდიან მამა ეფრემთან. უკან დაბრუნება |