მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ვალოკოლამის მიტროპ. ილარიონ (ალფეევის) მსოფლმხედველობა)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ვალოკოლამის მიტროპ. ილარიონ (ალფეევის) მსოფლმხედველობა)


10-06-2015, 00:02

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ვალოკოლამის მიტროპ. ილარიონ (ალფეევის) მსოფლმხედველობა)

 

 

   დიდი ინტერესი და ამავე დროს, დიდი შეშფოთება მართლმადი-დებელ ქრისტიანებში გამოიწვია ღირსი ისააკ ასურის მეორე ტომის გამოჩენამ, რომელიც მიტრ. ილარიონმა (ალფეევი) იღუმენობის დროს თარგმნა.

   აღშფოთების მიზეზი გახლდათ ის, რომ ღირსი ისააკ ასური თავის პირველ ტომში ჯოჯოხეთის სატანჯველს მარადიულს უწოდებს, ხო-ლო მეორე ტომის ავტორი ასეთ გამონათქვამებს ღვთის გმობად ნა-თლავს.

  არ შევუდგებით დეტალურ განხილვას ამ ორი ტომისა, ვინაიდან ვფლობთ მხოლოდ სრული ტექსტების ამონარიდებს და არა თავად დედნებს. თუმცა, ტექსტის წყაროები აბსოლუტური სიზუსტითაა მი-თითებული.

  მაგალითად, მეორე ტომის ავტორი მიიჩნევს, რომ მაცხოვარი არა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის გამო ეცვა ჯვარს, არამედ მხოლოდ-დამხოლოდ იმისათვის, რომ სამყაროს შეეცნო იმ სიყვარულის შესა-ხებ, რომელიც ღმერთს გააჩნია ქმნილების მიმართ.(II ტ. გვ. 3).

   მეორე ტომში ასევე ვკითხულობთ, რომ ადამსა და ევას რომ არ და-ერღვიათ მცნება, ღმერთი მათ მაინც არ დატოვებდა ედემში მარადი-ულად (II ტ. გვ. 39).

   პირველი ტომის ავტორისთვის ასეთი აზროვნება აშკარად მიუღებე-ლია, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ სამოთხიდან ადამისა და ევას განდე-ვნა „ეშმაკის რჩევის" შედეგად მოხდა. (I ტ. გვ. 83).

   განსაკუთრებით მკაფიო განსხვავება ამ ორ ტომს შორის საიქიო ხვე-დრის სწავლებაში შეინიშნება. მეორე ტომის ავტორი დარწმუნებუ-ლია, რომ მარადიული სატანჯველი რაღაც გარეგნული და ალეგორ-იულია როგორც ცოდვილთან, ასევე ღმერთთან მიმართებაში; რომ ას-ეთი ტანჯვა გამორიცხავს ღვთაებრივ სიყვარულს და ეწინააღმდეგება მას.

   ღირსი ისააკ ასური პირიქით მიიჩნევს, რომ თავად ღვთაებრივი სიყ-ვარულია სასჯელი მოუნანიებელი ცოდვილებისთვის.

  თუ პირველი ტომის ავტორი, ავტორიტეტულ მამებად მოიხსენებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველსა და წმ. კირილე ალექსანდრიელს2, მეო-რე ტომის ავტორი ავტორიტეტად მონოფიზიტ თეოდორე მოფსუეს-ტიელსა და დიოდორე ტარსელს მიიჩნევს.

   ამჟამად მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ამბობს: „ღირსი ისააკ ასურის სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ არ შეიძლება ჩაით-ვალოს ეკლესიის სწავლების დოგმატურ გამოხატულებად, მაგრამ ის გამოხატავს ქრისტიანულ იმედს, რომელიც მისი აზრით დამახასია-თებელი იყო მრავალი წმინდანისათვის. ეს აშკარა სიცრუეა.

   ყველაზე შემაშფოთებელი აზრები მეორე ტომის 194 – 216 გვერდებ-ზეა გამოთქმული. მთარგმნელი მას „თავისებურ ესქატოლოგიას" უწ-ოდებს. სინამდვილეში ეს წმინდა წყლის ორიგენიზმია. „იმისათვის კი არ შექმნა ღმერთმა გონიერი არსება, რომ უმოწყალოდ მისცეს მარა-დიულად სატანჯველად" (II ტ. გვ. 201). „არც დემონები დარჩებიან თავის დემონურ მდგომარეობაში, არც ცოდვილები - ცოდვებში, არა-მედ იქნებიან ერთიან, თანასწორ, სრულყოფილ მდგომარეობაში, სად-აც ანგელოზები იმყოფებიან" (II ტ. გვ. 211).

   მსგავსი აზრები მიტრ. ილარიონის (ალფეევი) ქართული გამოცემის „სარწმუნოების საიდუმლოება" - შიც ვპოულობთ. ის წერს:

   „ლიტურგიკულ ტექსტებში, კერძოდ დიდი შაბათის კანონში, ვხვდე-ბით მითითებას იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთის ხელმწიფება მასში მყოფთა მიმართ არ არის სამუდამო". შემდეგ წმინდა გრიგოლ ნოსე-ლის სწავლებას ეყრდნობა, რომელიც დედაეკლესიამ წმინდანის კერ-ძო აზრად მიიჩნია, სადაც წერია: „მსოფლიო ისტორიის დასასრულს ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ქრისტე საბოლოოდ გააუქმებს და აღარა-ფერი დარჩება კეთილის მიღმა" (გვ. 398 – 399). „ამრიგად, პირველ რიგში ეკლესიის ლოცვა შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა, მეორე მხრივ, იმედი იმისა, რომ დასრულდება ჯოჯოხეთური ტანჯვა და მე-სამე, აღმდგარი ქრისტეს მიერ ყოველთა ჯოჯოხეთისაგან გამოხსნა..." (გვ. 403).

   როგორც ხედავთ, ფსევდო ისააკ ასურის თარგმანშიც და მიტროპო-ლიტ ილარიონის ქართულ თარგმანშიც და მიტროპოლიტ ილარიო-ნის ქართულ გამოცემაში ერთი და იმავე სწავლებას ვხედავთ. ამ სწა-ვლებას ორიგენიზმი ეწოდებოდა.

  ეს სწავლება დაგმობილია წმინდა წერილის, რჯულის კანონისა და წმინდა მამების მიერ.

  სახარებაში ვკითხულობთ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელო-ზთა მისთა" (მათ. 25. 41). წმინდა მამათა განმარტებით „საუკუნესა" უნდა გავიგოთ როგორც სამუდამოდ, დაუსრულებლად და არა ისე, როგორც ეს ორიგენეს ესმოდა და მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) სურს.

   მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებაში წერია:

  „ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უწმინდურ კაცთა სასჯ-ელი დროებითია და გარკვეული დროის შემდგომ (სასჯელის ვითო-მდა დასასრულის შემდგომ) მოხდება უწმინდურ კაცთა და დემონთა აღდგენა - ანათემა მას. (V მს. საეკლესიო კრება. მე-9 კანონი).

   წმიდა ირინეოსი ორიგენისტულ სწავლებას შემდეგი სიტყვებით ამ-ხელს: „ვისაც უფალი ეტყვის: წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, ისინი განსჯილნი იქნებიან სამარდისოდ". (Св. Ириней Лио-нский. Против ереса. T. IV.გვ. 28).

   წმიდა მღვდელმთავარი პოლიკარპე თავის მდევნელს შემდეგი სიტ-ყვებით მიმართავს:

   „შენ მემუქრები დროებითი და მსწრაფლ ჩამამქრალი ცეცხლით, რა-მეთუ არ უწყით მომავალი სამსჯავროს ცეცხლისა და საუკუნო ტან-ჯვის შესახებ, რომელიც უწმინდურთათვისაა გამზადებული". (Церк-ов. Ист. Св. Поликарп Смиринский. თავი 15).

   მიტრ. ილარიონს შევახსენებთ, რომ ეკლესიის ისტორიაში აპოკატას-ტატისის პრობლემა არასოდეს რჩებოდა პიროვნების კერძო აზრად მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებების შემდეგ, რისი წარმოჩენაც სურს მიტროპოლიტს.

   ამრიგად, მიტრ. ილარიონის (ალფეევი) სწავლება არახალია ეკლესი-ისათვის. ეს წმინდა წყლის ორიგენიზმია, რომელიც ანათემას გადასცა მე-5 და მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებებმა.

 

 

 

 

1Иеромонах Иларион (Алфеев). Мир. Исаака Сириян… Т. II.

2Пре. Исаак Сириянин. Слова подвиж. М. 1993. გვ. 312.

 

 

 

თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება