მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


29-06-2015, 00:02

მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი  მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს  (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   მართვის შემდეგი სახე, რომელმაც ამ პლუტოკრატიულ სამყაროში მთავარი ადგილი დაიკავა, არის მდიდრების ხელისუფლება. აქ საჭი-როა განვმარტოთ შემდეგი: ასეთი სახის მართვისას სრულიადაც არ არის აუცილებელი, მოძღვარი ეგოისტი და ვერცხლისმოყვარე იყოს, ის უბრალოდ თვლის, რომ ვისაც სიმდიდრე და ძალაუფლება აქვს, შეუძლია სასარგებლო იყოს ეკლესიისათვის და ამიტომაც ასეთებს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ღარიბებს ნაკლებ ყურადღებას უთმ-ობს და თავს იმით იმართლებს, რომ მათთვის გაცილებით იოლია ცხონება, მდიდრებისთვის კი ძნელი. ამიტომ მდიდრებს მეტი ზრუნვა და ყურადღება ესაჭიროებათ. ის მათ თავიანთი ხელისუფლებისა და სიმდიდრის ღარიბების კეთილდღეობისათვის გამოსაყენებლად განა-წყობს. ზოგჯერ აწყობს გაუხმაურებელ, რაღაც „ფონდის" მსგავსს ღა-რიბებისათვის. მაგრამ ასეთ დროს მოქნილ პოლიტიკაზე გადასვლა ხდება: ორიენტირები გარეგნულ ძალასა და მდგომარეობაზე ერში, მისთვის სულიერ მონობად იქცევა. მდიდრებისადმი გამოხატული ყურადღება და თავაზიანობა მას მართლმადიდებელი იეზუიტის მდგომარეობაში აყენებს, სადაც მიზანი - ტაძრის შემკობა, ღარიბების შეწევნა და ა.შ. საეჭვო საშუალებებით მიიღწევა. ხალხის ნაწილი, რომელიც ტაძარში ჭეშმარიტებას ეძიებს, მოძღვრის გაორებულ ზნე-ობას, ხალხისადმი მის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას ხედავს და შესაძლოა ამის გამო თვით ეკლესიის მიმართ გაცივდეს. ვიმეორებთ: პრაგმატიკოსი სრულიადაც არ ნიშნავს თავისმოყვარეს, იეზუიტებიც თავს ხშირად სწირავდნენ თავიანთ იდეებს. მართლმადიდებელი და კათოლიკე იეზუიტები, თუმც ერთმანეთს ებრძვიან, მეთოდებით ძმე-ბად რჩებიან. მდიდრების მიმართ ეს ლოლიაობა ასევე იეზუიტური გაყიდვაა სინდისისა მატერიალური კეთილდღეობის სახელით და იმაზე უარესია, ვიდრე ეკლესიის კომპრომეტირება მორწმუნეთა თვა-ლში. პრაგმატიკოსის უშუალო გარემოცვა უმალ ხვდება ვისთან და როგორ მოიქცეს: სიხარულით ვის უნდა შეეგებოს, როგორც ყველაზე ღირსეულს, ღვთისმსახურების დროს სკამი ვის უნდა გამოუტანოს და ა.შ. პრაგმატიკოსი თვლის, რომ შეიძლება ეკლესიის კანონების გვერ-დის ავლა, თუკი ეს ტაძრისთვის და ღარიბებისათვის სასარგებლო იქნება. მაგ. წესი აუგოს მოუნათლავს და თვითმკვლელს, წირვის დროს უცხოაღმსარებელი მოიხსენიოს და ა.შ. პლუტოკრატი პირადი ხასიათის მიხედვით შესაძლოა ძუნწიც იყოს და გულუხვიც. მაგრამ მისი გულუხვობა ხშირად იმათზე ვრცელდება, ვინც მას სჭირდება. მის გარშემო ხშირ შემთხვევებში ყველა კმაყოფილია, მაგრამ სულიერი ცხოვრება აქ თითქმის არ არის. მთავარი ძალები გარეგნულს ხმარ-დება. ლოცვებს მისალოცი დეპეშები და მხურვალე სიყვარულის ახსნა დევნის; რამდენადაც დიდია შესაწირი, იმდენად მეტია სიყვარული. აქ მკაცრი აღრიცხვა და ზუსტი აღრიცხვა წარმოებს.

   მართვის ეს სახე შეუძლებელია სიცრუის გარეშე, ამიტომ ასეთ წრე-ებში ტყუილი აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. პირმოთნეობას სიბრძნედ მიიჩნევენ. ამ ხალხისათვის ეკლესია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თვითკმარი სიდიდეა, ამასთან არა მისტიკური სახე ქრისტესი, არამედ ადამიანური ინსტიტუტი. ეკლესიის გამშვენები-სათვის ზრუნვა მათთან თვით ქრისტეს სახეს ჩრდილავს. პლუტო-კრატი შეიძლება იყოს საქმოსანი, რომელიც პირად გამდიდრებას მი-ელტვის, მაგრამ შესაძლოა იყოს პატივმოყვარეობის სულს მიცემული ასკეტიც, რომელსაც ავიწყდება, რომ სიყვარული სიმართლესთან უნ-და იყოს შეერთებული. თუკი სულიერ სამყაროში დემოკრატია ქაო-სად იქცევა, არისტოკრატული პრინციპი - რომანტიკად, პლუტოკ-რატიული ფორმა - ეს სულიერი ცხოვრების მატერიალიზებაა. (გაგ-რძელება იქნება...)



უკან დაბრუნება