მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


27-06-2015, 00:02

 

 

   დემოკრატიული მართვა - მოძღვარი და სულიერი სამწყსო უწინარეს ყოვლისა მეგობრები არიან. ისინი ბჭობენ ერთურთში, ერთად განიხილავენ საქმეებს, ერთობლივად წყვეტენ პრობლემებს და ა.შ. სულიერი მოძღვრის სიტყვა აქ არ არის აუცილებელი, ის გუნდის ერთი ხმაა. ერთი შეხედვით ეს არც ისე ცუდი ჩანს: არავითარი იძულება, ძალადობა პიროვნებაზე, ისინი ერთმანეთს სიყვარულის პრინციპით ემორჩილებიან. სულიერი მოძღვარი მხოლოდ გუნდის დირიჟორად გვევლინება, საერთოში მშვიდობა და სიხარულია.

   სინამდვილეში კი სულ სხვა რამ ხდება, ანუ ის, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული წყობისას. იწყება პოპულიზმი და ინტრიგები, რომელთა აღკვეთა და გადაჭრა სულიერ მოძღვარს არ ძალუძს. აქ ხელისუფლებისათვის ფარული ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ისევე, როგორც დემოკრატიის დროს, ბრძოლებში ნავარჯიშები, ყოველნაირ საშუალებებზე წამსვლელი, ამასთანავე მიზანმიმართუ-ლი და ხელისუფლებისმოყვარე იმარჯვებს. ისევე, როგორც დემოკრატიული წყობის დროს, აქაც წარმოიქმნება შინაგანად ურთიერთდაპირისპირებული დაჯგუფებები, იწყება მოქრთამვა, მლიქვნელობა, ინტრიგები, გულყრის ინსცენირება და თავის მოკვლის გადაკრული მუქარა, რაც დამფრთხალ სულიერ მოძღვარზე განსაკუთრებულად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ის მზადაა ნებისმიერ კაპიტულაციაზე წასასვლელად, ოღონდ არ ნახოს სულიერი შვილი სახრჩობელაზე მოქანავე, სისხლის გუბეში უსულოდ მწოლიარე ან პისტოლეტით ხელში, რომლის გარშემო პოლიციელები იტრიალებენ. სულიერი ხელმძღვანელობის ნაცვლად დამრიგებელი-დემოკრატი სულიერი შვილების სიახლოვეს ნიშადურის ფლაკონით დარბის. ფინალი ერთია, სულიერი მოძღვრით ხელმძღვანელობას ყველანი ერთად იწყებენ და ისიც აქეთ-იქით აწყდება, მტრული ბანაკების მორიგებას წარუმატებლად ცდილობს. მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო. როგორც ყველაზე ძლიერი ზვიგენი რჩება ცოცხალი, ასევე იწყებს ლიდერობას მრევლში ყველაზე თავნება. ის თავის მოძღვარს შინ კეტავს და მის კარებს ფურცელს აკრავს წარწერით: „მოძღვარი ავადაა, გთხოვთ არ შეაწუხოთ". თუკი მოძღვარმა ფანჯარაში გახედვა მოინდომა, ის უცერემონიოდ უკან მიარბენინებს, და რამდენადაც დემოკრატია მჭიდროდაა დაკავშირებული ლიბ-ერალიზმთან, სულიერ მოძღვართან ურთიერთობაც შეუზღუდავია. ზოგჯერ „სასახლის გადატრიალებებიც" ხდება. შოკის შემდეგ გონს მოსული სულიერი შვილები შეთქმულებას აწყობენ - მოხერხებულ დროს მოძღვარს იტაცებენ და მალავენ მოწინააღმდეგის ბანაკისაგან. ასეთი განსაცდელის შემდეგ, თავიანთი ცხოვრების ბოლოს, მამა-დემოკრატები წყალწაღებული მიზანთროპები ხდებიან. ზოგიერთი იმათგანი, ვინც ახალგაზრდობაში სულიერ შვილებს მენელსაცხებლე დედებს ადარებდა, სიბერეში ეჭვობს: აქვს კი საერთოდ ქალს სული? თუმცა ამას - ხმამაღლა - არ - ამბობს. (გაგრძელება იქნება...)


 

 



უკან დაბრუნება