მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სიკვდილის გამოცანა (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სიკვდილის გამოცანა (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)26-06-2015, 00:02 |
ჩვენი თანამედროვენი სიცოცხლისა და სიკვდილის, დროისა და მა-რადისობის საიდუმლოს სულ უფრო იშვიათად უფიქრდებიან. თით-ქოსდა მათ ორგანიზმში გამომუშავდა ნივთიერება, რომლისთვისაც „ანტისიკვდილი" - ფსიქიური დანადგარი შეიძლებოდა დაგვერქმია, რომელმაც შეგნებიდან უნდა გამოდევნოს ყოველგვარი აზრი და მო-გონება სიკვდილზე.
თანამედროვე ადამიანი დროში ისე ცხოვრობს, რომ არ ესმის და არ აცნობიერებს მას. სიკვდილს და მის კვალს ის ყველგან ხედავს: ადა-მიანთა საზოგადოებაში, გარემომცველ ბუნებაში, საკუთარ ოჯახში, მაგრამ ამავდროულად სიკვდილის სახეს, როგორც მტერს, თავიდან იშორებს: ჰგონია, თუკი მას დაივიწყებს, სიკვდილსაც დაავიწყდება იგი, როგორც აჰასფერი1 - „მარადი ურია", რომელმაც გადმოცემის მი-ხედვით ქრისტე თავისი სახლის კარებს ხელის კვრით მოაშორა.
ღირსთა მამათა ბალავარისა და იოსაფატის ცხოვრებაში არის იგავი: ნადირისაგან თავის დასახსნელად ადამიანი ადის ხეზე, რომელიც უფსკრულის კიდეზე იზრდება. ის გრძნობს, რომ ხე ირყევა და ეს-ესაა წაიქცევა. ქვევით იყურება და ხედავს: ორი პატარა მხეცი ხის ტანს კბილებით ღრღნის. უცებ ადამიანმა ხეზე ველური თაფლი შენიშნა და ხარბად დაუწყო ჭამა. მას ყველაფერი დაავიწყდა და მხოლოდ ტო-ტებზე დაკიდებულ თაფლის წვეთებს ლოკავს. უფსკრულის ფსკერზე ურჩხული წევს, რომელიც ხის წაქცევას უცდის. მაგრამ ადამიანს არც მხეცებთან, არც უფსკრულთან, რომელშიც უნდა ჩავარდეს, და არც ხახადაღებულ ურჩხულთან თითქოს აღარაფერი ესაქმება.
ადამიანს დადევნებული ნადირი - ეს სიკვდილია; ხე - სიცოცხლე; ორი პატარა მხეცი - დღე და ღამეა; უფსკრული - ჯოჯოხეთი; გველ-ეშაპი - ეშმაკი, თაფლის წვეთები კი მიწიერი სიამენია, რომელთა ძე-ბნაშიც ადამიანს ყველაფერი ავიწყდება.
ამ განსაცვიფრებელ სახეს შეიძლება კიდევ რამდენიმე შტრიხი დაე-მატოს. ველური თაფლი სიმწარესთან არის არეული. ადამიანი მას წვეტიანი ეკლებიდან და ნემსებიდან ლოკავს. კრაზანები სხეულს უნ-ესტრავენ, მას ტანი უსივდება, მაგრამ კვლავ ეძებს: სად შეიძლება მწა-რე თაფლის პოვნა? მას დაავიწყდა სიკვდილი.
ისტორია მეორდება, ოღონდ გაცილებით ფართო ხვეულებით. კინი-კოსებმა ძაღლები რატომ დაირქვეს? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხორ-ციელ მოთხოვნილებებს მოედნებსა და ქუჩებში იკმაყოფილებდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი გონე-ბით ამაღლება ცხოვრებაზე, როგორც ემპირიულ მოცემულობაზე. ცხოველები მას მხოლოდ შეგრძნებებისა და წარმოდგენების მეშვე-ობით აღიქვამენ. ადამიანებს ძალუძთ აზრით, აბსტრაქტულად გაი-აზრონ, რა არის ცხოვრება, თითქოსდა დინებიდან ნაპირზე გამო-ვიდნენ, სიცოცხლის აზრი იპოვონ, მიზეზი და მიზანი დაინახონ.
ცინიზმი - სფინქსის კნუტად გადაქცევაა, ყველა საკითხის გადახაზ-ვა და თვით ცხოვრების დაყვანაა ცხოველური ინსტინქტების დაკმა-ყოფილებამდე. თუკი ცინიკოსებს კიდევ შერჩენილი აქვთ გონება, როგორც რუდიმენტული ორგანო, ეს მხოლოდ იმისათვის, რომ თვით გონებას დასცინონ, რათა თავიანთი სული ემპირიკის ბნელ სიღრ-მეებს უშიშრად შეურთონ. დემოკრიტეს ატომიზმი ეს ღვთის უარ-ყოფაა ინტელექტუალურ დონეზე. ცინიკოსების ბიოლოგიზმი - უა-რყოფაა ღვთისა ეგზისტენციურ დონეზე. დემოკრიტემ „სინოპის ძა-ღლი" წარმოშვა; „სინოპის ძაღლმა" - თანამედროვე ლიბერალიზმის ღორი. დემოკრიტეს ფილოსოფიური გზით სურდა ზნეობის უარყოფა; დიოგენეს - ყეფით, თანამედროვე ლიბერალიზმს ამისი გაკეთება სა-ქმიანი ღრუტუნით და სირცხვილის გრძნობისაგან ადამიანთა და-ცვის საზოგადოებრივი ინსტიტუტებით სურს.
როცა ადამიანი ვნებებით ცხოვრობს, მას არ შეუძლია ამაღლდეს ცხოვრებაზე, იგი ფსკერზე ეშვება. ვნება განუყოფელია სიკვდილის დავიწყებისაგან; ვნებაში არა მხოლოდ მარადისობის შეგრძნება იკ-არგება, არამედ დროისაც. ვნება - საკუთარ თავში ჩაკეტილი და ეგ-ოისტურია; ავხორცობას ჭიაყელებივით მხოლოდ მიწაში, სიბნელეში შეუძლია არსებობა და ამიტომ ის სულისა და გონების სინათლეს აქ-რობს.
ფიზიკაში არსებობს კანონზომიერება: ნივთიერების დაშლა სითბუ-რი ენერგიის გამოყოფას იწვევს. ვნების სითბო ეს დაშლის სითბოა. ამიტომ ვნების ბოლო - სიკვდილის ბინდის მსგავსი დაცარიელებაა სულისა.
ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია. მას მიცემული აქვს ამოცანა - ამოხსნას დროისა და სიკვდილის საიდუმლო, ერთგვარად მასში შე-ვიდეს, მასთან შეერთდეს: მისი ცხონება ამაზეა დამოკიდებული. მხოლოდ შრომით მოპოვებულია ადამიანის მონაპოვარი. ეშმაკი ებ-რძვის სიკვდილის ხსოვნას, როგორც მრისხანე მოწინააღმდეგეს. ის ადამიანს ავხორცობას სატყუარასავით სთავაზობს. წმიდა მფარველი ანგელოზი კი სიკვდილის ხსოვნით, როგორც ზარის რეკვით, მას ძი-ლიდან, ამქვეყნიური მწარე ბედნიერებიდან და მიწიერი უკვდავე-ბის ფანტასმაგორიიდან აფხიზლებს.
ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილის წინ ანდერძი დატოვა: აკლ-დამაში ისე ჩაესვენებინათ, რომ ადამიანებს მისი გაშლილი მარჯვენა დაენახათ. ამ ხელით მას ნახევარი მსოფლიო ეპყრა. სიკვდილის შე-მდეგ კი ვერაფრის წაღება შეძლო: მისი გახსნილი ხელისგული ცარი-ელი დარჩა.
1აჰასფერი - თქმ. მიხ. ებრაელი, რომელიც მძიმე დანაშაულის გამო ღმერთმა შეაჩვენა და საუკუნო ხეტიალი მიუსაჯა; „მარადი ურია". უკან დაბრუნება |