მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სიკვდილის გამოცანა (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სიკვდილის გამოცანა (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


25-06-2015, 00:10

სიკვდილის გამოცანა (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

  ეთიკურ თვალსაზრისზე დემოკრიტეს ფილოსოფიის გაგრძელებას წარმოადგენდა - ცინიზმი. ცინიკოსები, უკიდურეს შემთხვევაში ამათ-გან პირველნი, საკმარისად გონიერნი იყვნენ იმისათვის, რომ გარემო-მცველი სამყაროს სიმახინჯე და ადამიანთა ცოდვები დაენახათ. მა-გრამ სიმახინჯე მხოლოდ სრულყოფილებასთან და სილამაზესთან შე-დარებით შეიცნობა.

   ცინიკოსებმა, რომლებსაც სიმახინჯისაგან განკურნების არანაირი სა-შუალება არ გააჩნდათ, გადაწყვიტეს თვით სილამაზის ცნება უგულე-ბელეყოთ. მათ სიმახინჯის სამყაროში საკუთარი თავი მახინჯად წარ-მოაჩინეს - თავიანთ ფილოსოფიურ მანიფესტს ძაღლების სახელით მოაწერეს ხელი, მაგრამ ამასთანავე უარყვეს ძაღლური თვისების ის-ეთი ღირსება, როგორიც სახლის ერთგულებაა. ისინი დასცინოდნენ ყველას და საკუთარ თავს, მაგრამ ვერაფერი შექმნეს და შთამომავლ-ობას მხოლოდ ეპიგრამების, აფორიზმების, დაცინვის, პარადოქსების კაშკაშა, მაგრამ უსიამოვნო სუნის მქონე თაიგული დაუტოვეს; ისინი ცდილობდნენ სამყაროში მხოლოდ შეუსაბამობა და სიმახინჯე დაენა-ხათ! კინიკოსების მთელი ფილოსოფია, გამომწვევი ანტიესთეტიზ-მით, ბავშვების ყვირილსა და სიცილს ჰგავს, რომლებიც ხეიბარს შემო-ხვევიან და დასცინიან.

   შუა საუკუნეები ინტელექტუალური და სულიერი აღმავლობის პერ-იოდი იყო, ერთგვარი სევდა ზეცასა და მარადისობაზე. ადამიანები არა ცხოვრების გარეგან ნაჭუჭს, არამედ მის დაფარულ, სულიერ, ცე-ცხლოვან ბირთვს ეძიებდნენ. ეს იყო ადამიანის სამშვინველის სული-ერი სწრაფვა გარედან თავისკენ და თავისი თავიდან - ღვთისაკენ. შუა საუკუნეები ჩვენთვის საიდუმლოდ რჩება, რამდენადაც თვით მისტ-იკა და მისტიკური სიყვარულია - საიდუმლო.

   ღვთაებრივი ნათელი ადამიანის სულის ღვაწლით მიიღწევა და იხი-ლვის. რენესანსის დამძიმებულმა საუკუნეებმა ეს ნათელი დაფარეს გულით ხედვისათვის. შუა საუკუნეებში ჰუმანისტებმა სამგლოვია-როდ შემოსილი უცნობივით ისტორიის მხოლოდ შავი სილუეტი და-ლანდეს, როგორც კურტიზანს ეჩვენება ასკეტის სახე სიცოცხლისათ-ვის გამოტანილ განაჩენად. შუა საუკუნეების ხელოვნებაში გამუდმე-ბით ფიგურირებს სიკვდილი - ადამიანის ეს თანამგზავრი, ავის მაუწ-ყებელი, მისი ჩრდილივით განუყოფელი ორეული. შუა საუკუნეები სიკვდილს მარადისობის ფონზე ხედავდა. სიკვდილი ეხმარებოდა ქრისტიანებს სამშვინვლის თვალი ზეციდან მიწისკენ არ დაეხარათ, არ მისცემოდნენ ვნებებს; მათგან, როგორც ჯადოქარ კირკეს საჭმლი-საგან, ცხოველებად არ ქცეულიყვნენ. სიკვდილის ხსოვნა მათთვის სა-ფეხური იყო ზეციური იერუსალიმისაკენ, სადაც ღმერთი ყოველთათ-ვის ყოველივე იქმნება. ჩრდილები მხოლოდ მზის შუქზე ჩანან. რე-ნესანსის ბინდში დაიკარგა სიკვდილის ხსოვნა; მას მტერივით დაუწ-ყეს ყურება. რენესანსის ტილოებზე ადამიანის შიშველი სხეული გამო-ჩნდა. ის ხორცის სადიდებელ ჰიმნსა და საგალობელს ჰგავდა. სული-ერი დაცემის ამ პერიოდს შთამომავლობამ „აღორძინება" უწოდა.

  აღორძინებისათვის, ისევე როგორც ანტიკურობისათვის, ღვთაება იყო - კოსმოსი. აღორძინებამ უკვდავების შესახებ თავისი თეორიის შემოთავაზება დაიწყო: რაკი ადამიანი კოსმოსის ნაწილაკია, მაშასად-ამე არ შეუძლია მოკვდეს. აღორძინება თვით წმიდანებთან მიმართება-შიც ცრუობდა: დასავლეთში მათ წარმართული ღმერთებივით გამოსა-ხავდნენ. სულიერებას მშვინვიერება ცვლიდა. ქვეყანა ფერადოვან პა-ლიტრასავით აელვარდა, ზეცა კი, თითქოს ღრუბელმა დაფარაო, ჩამ-უქდა და გაქრა.

   აღმოსავლეთში ქრისტიანობა, როგორც სიმაგრე ტარანების დარტყ-მისაგან, მუსლიმანური ურდოების რკინის უღელქვეშ გმინავდა. მან გაძლო, მაგრამ ტაძრის შიდა ეზო იმდენად დაპატარავდა, რომ მისი გაზომვა ხელჯოხითაც შეიძლებოდა.

 დასავლეთის ქრისტიანობა უკვე იყო მოწყვეტილი, ნაფოტივით მოხლეჩილი მსოფლიო ეკლესიის სხეულს. მისი ბრწყინვალე ვარჯი ევროპის უზარმაზარ სივრცეს გადაჰყურებდა, ტოტები კი მსოფლი-ოს სხვა ნაწილებს იყო გადაწვდენილი, მაგრამ ცხოველმყოფელ მადლს მოკლებული იყო იგი, ამიტომ იმედს შუბის ძალასა და მა-ხვილზე ამყარებდა. თუკი რენესანსის ეპოქის კათოლიციზმს ალეგო-რიულად წარმოვიდგენთ, ეს იქნება ჯვარი და მახვილი, პეტრე მოც-იქულის გასაღები და ჯალათის ცული, ზარების ხმა და დამწვარ ერ-ეტიკოსთა კვნესა.

 დასავლეთს ქრისტიანული ერქვა; რომის მღვდელმთავრის ხელი ისეთი ძლიერი იყო, რომ მისთვის არასასურველ მეფეთა ტახტიდან ჩამოგდება შეეძლო, როგორც რაინდები მოწინააღმდეგეს ერთი დარ-ტყმით აგდებენ უნაგირიდან შერკინებისას. რენესანსის ინტელექ-ტუალურ ელიტაში მატერიის საყოველთაო განსულიერების იდეამ - ჰილოძოიზმმა1 იჩინა თავი. ეს კიდევ ერთი შტო იყო სიკვდილის ხსოვნის წინააღმდეგ ბრძოლისა. თუკი ნივთიერება გონიერია, მაშინ ადამიანი სიცოცხლესა და მის შეგრძნებას სიკვდილის შემდგომ, თა-ვის ელემენტებში განაგრძობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორ-მას მიიღებენ ისინი.

  ახალ დროში, ოკულტურ-ეზოთერულ სკოლებში განსაკუთრებულ-ად აყვავებული ჰილოძოიზმის ზეგავლენით, რეანიმირებულ და რეფ-ორმირებულ იქნა ანტიკური პანთეისტური იდეალიზმი. პანთეიზმი-სათვის სიკვდილი - ეს გაქრობაა პიროვნებისა და არა ყოფიერებისა; ადამიანის სული უნარჩენოდ და უკვალოდ ქრება აბსოლუტში, რო-გორც ტალღის შხეფები ოკეანეში.

   მატერიალიზმი უბადრუკ უკვდავებას გვთავაზობდა: ადამიანი კოს-მოსურ მტვრად იქცევა, მატერიალურად ის არსებობას განაგრძობს, თუმცა თავის ყოფიერებას ვერ აცნობიერებს. ე.ი. ყველაფერი წესრი-გშია.

   ახალ დროში ისტორიული ილუზიონიზმი ქილიაზმის2 სახით გამჟ-ღავნდა. ის სათავეს ძველი იუდაური აპოკრიფებიდან იღებს, რომლე-ბიც მესიის მიწიერ სამეფოს აღწერენ.

   უტოპიამ ოკეანის სივრცეში გემებივით მცურავ „ბედნიერ კუნძულე-ბზე" და ოქროთი და მინით ნაგებ „მზის ქალაქებზე", ბრბოს აუსრუ-ლებელი იმედები წარმოშვა. ამ უტოპიით მოხერხებულად სარგებლო-ბდნენ დიქტატორები. ისინი „ბედნიერების კუნძულებიდან", როგორც გემებიდან, გვამებს ზვიგენებს უყრიდნენ, „მზის ქალაქის" ასაგებად კი ვეება საერთო სასაფლაოებს თხრიდნენ. სიკვდილის ხსოვნა პროგრა-მული კოლექტიური ოპტიმიზმით ისე უნდა წარიხოცოს, როგორც მტვერი ფანჯრებიდან. ის ცხადდებოდა სასაფლაოს სიდამპლედ, ლეშ-ად, გვამის ხრწნად; უკვდავება კი შთამომავალთა მხრიდან კეთილ ხსოვნად განიმარტებოდა. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 


1ჰილოძოიზმი - ფილოსოფიური სწავლება, რომლის მიხედვითაც სი-ცოცხლე და აქედან გამომდინარე მგრძნობელობაც ბუნების ყველა სა-განს ახასიათებს.

2ქილიაზმი (ბერძ. ცჰილიას - ათასი) რელიგიური მოძღვრება, რომლ-ის თანახმადაც, სამყაროს აღსასრულამდე დედამიწაზე დამკვიდრდე-ბა „ღვთის სასუფევლის" ათასწლოვანი მშვიდობა.



უკან დაბრუნება