მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სიკვდილის გამოცანა (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სიკვდილის გამოცანა (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


24-06-2015, 00:05

 

 

 

  როცა ათენის სასამართლომ სოკრატეს1 სასიკვდილო განაჩენი გამო-უტანა - სასჯელი საწამლავის მიღებით და ჯალათი მისთვის ციკუ-ტით სასმისს ამზადებდა, სოკრატე მშვიდად საუბრობდა მოწაფეებ-თან და სასამართლო გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, თითქოს ვიღაცის გარდაცვალება შეიტყოო, თქვა: „სიკვდილი იმ ადამიანებმა მომისაჯეს, რომლებიც უკვე სიკვდილმისჯილნი არიან ბუნებისაგან". დიდი ფილოსოფოსი თავის თავსა და მსაჯულებს შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავდა: ყველანი ხომ საპატიმროში - ნივთიერისა და დროის სამყაროში დატუსაღებული მოკვდავნი არიან. განაჩენი გამო-ტანილია, საქმე მხოლოდ დროშია: ზედამხედველი ვის გამოიხმობს პირველს და ვის მეორეს, მცველი მას სასჯელის აღსრულების ადგი-ლზე მიიყვანს და იქ, როგორც ნანატრ სტუმარს, ჯალათი დახვდება ციკუტის სასმისით, შიშველი მახვილით ან თოკით ხელში.

  სიკვდილი - საიდუმლოა. ის ვერც ძველმა ბრძენებმა ამოხსნეს და ვერც მსოფლიოს თანამედროვე მბრძანებლებმა. სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების ილუზიის ნგრევაა,

   ადამიანი კი ამ ილუზიის დინებაში ცხოვრობს, ებღაუჭება მას, როგ-ორც ერთადერთს, რომელიც გააჩნია და ყოფიერების მირაჟის წარმო-დგენა იმგვარად უნდა, როგორც მარადიული, ჭეშმარიტი ყოფისა. კო-სმოსში არის შავი ღრმულები, სადაც ვარსკვლავების სინათლე ქრება. სიკვდილი - ეს შავი ღრმულია, რომელშიც ადამიანები და დედამიწის ყოველი სულდგმული ქრებიან. ეს რაღაც კოსმოსური ორმოა, რომელ-საც არც ფსკერი აქვს და არც დასასრული. დროის მდინარე ამ ღრმუ-ლში ჩაედინება, ადამიანთა სახელები ნაპერწკლებივით ქრებიან, თა-ობები მასში ტალღებივით ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებიან.

   ჰერაკლიტემ2 თქვა: „დრო - ეს დინებაა, რომელშიც ორჯერ ვერ შეხ-ვალ". ეს უცნაური ფილოსოფოსი მთელი ცხოვრება დროისა და სიკვ-დილის გამოცანაზე ფიქრობდა. მას არ ეშინოდა იმისი დანახვა, რაზე-დაც სხვები თვალს ხუჭავდნენ. სახელდობრ იმისა, რომ დრო ყოვე-ლივეს ილუზიად აქცევს, რომ ერთდროულად ვცხოვრობთ და არც ვცხოვრობთ, ვართ და არა ვართ. მან თქვა უცნაური სიტყვები: „მე ყვე-ლაფერი ვიცი, სხვებმა კი - არაფერი". მან იცოდა, რომ დრო ყველ-აფერს ანგრევს, ყველაფერი თან მიაქვს; იცოდა, რომ თავად ცხო-ვრობს და კვდება ყოველ წამს; რომ წყვდიადიდან გამოხმობილი და იმავე წყვდიადში წასასვლელად განწირული მკვდარია; ის მიხვდა, რომ დრო ყველაფერს არაფრად აქცევს და ამიტომაც თქვა, როგორც დიადი სიბრძნე: „მე ვიცი ყველაფერი, სხვებმა კი - არაფერი". ეს - „ყველაფერი" და სოკრატეს სიტყვები: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი" - თითქმის ერთი და იგივეა.

   ჰერაკლიტეს მტირალი ფილოსოფოსი შეარქვეს. ის იმ ადამიანების ცდომილებას დასტიროდა, რომლებიც ილუზიას სინამდვილედ ღებ-ულობდნენ და წარმოსახვაში გაჩენილი მოჩვენებების სამყაროში ცხოვრობდნენ. ის იმის გამო ტიროდა, რომ ადამიანებს დროის შესახებ ფიქრისა ეშინიათ, ისევე, როგორც ზოგიერთს უფსკრულში ჩახედვისა, რადგან მუხლი ეკვეთება და თავბრუ ესხმის.

   დრო - ეს მბრუნავი ბორბალია. მასზე წერია: „არ იყო, არის, არ იქნე-ბა". აქ „ჰო" „არას" ზედნადებია და ეს სიტყვები ერთად, რაღაც აუხს-ნელ იეროგლიფად გადაიქცევიან. ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ მისთვის სიცოცხლე და სიკვდილი ერთი და იგივეა. როცა ჰკი-თხეს, მაშ რატომღა ცხოვრობო, უპასუხა: - „სწორედ ამიტომ".

  ჰერაკლიტემ დროის დინებიდან გასვლა განიზრახა და საკუთარი ხელით აღასრულა ის, რისთვისაც დაბადებიდანვე იყო განწირული. სოკრატე არ ეძიებდა სიკვდილს, სიცოცხლეს ზურგს არ აქცევდა. ის სხვა რამით იყო დაკავებული - საკუთარი თავის შეცნობით. მან შე-იმეცნა, რომ მოკვდავია და ამიტომაც მშვიდად შეეგება სიკვდილს, მიიღო ის, როგორც გარდაუვალობა, შეხვდა, როგორც ხვდება ადა-მიანი ღამეს. ცხოვრების ამაოებაში დარწმუნებულმა ჰერაკლიტემ გა-დაწყვიტა სიკვდილზე მოჩვენებითი გამარჯვება ეჩვენებინა და იმ უფსკრულში გადაეშვა, რომელსაც გამუდმებით ხედავდა. იგი ტირ-ოდა ადამიანთა ცდომილების გამო, რადგანაც მათ დროის ყოვლის-შთანმთქმელი ცეცხლი და სიკვდილი, „დამოკლეს მახვილი" დაივი-წყეს.

  სხვა ფილოსოფოსი - დემოკრიტე3 იმათ დასცინოდა, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ადამიანები არიან. ღმერთები და ადამიანები მისთვის ერთგვარი უხილავი და განუყოფელი ნაწილაკების კონგლომერატე-ბია. ადამიანის სხეული ოდნავ თუ განსხვავდება ჭიანჭველას ბუდი-საგან. იქ ყოველი ნაწილაკი, როგორც გუნდში მწერი, თავის სამუშაოს ასრულებს; ადამიანი არ არის, არის მხოლოდ თვითქმნადი და შლადი სტრუქტურები; სიცოცხლე და სიკვდილი, როგორც ასეთი, არ არსებ-ობს; კოსმოსური ნაწილაკები ურთიერთმიზიდულობით იკრიბებიან (სიმპათია), შემდეგ, როგორც ცეკვისას წყვილები, ერთმანეთს შორდ-ებიან და საწყისს - უხილავი მტვრის მდგომარეობას უბრუნდებიან, რომლისაგანაც ახალი სხეულები იძერწება.

 ჰერაკლიტესათვის ყოფიერება ილუზია იყო; დემოკრიტესათვის თვით ადამიანი იყო ილუზია. ჰერაკლიტესათვის დრო და სიკვდილი ცხოვრებას ტრაგედიად აქცევს; დემოკრიტესათვის - კომედიად. თანა-მედროვეებმა დემოკრიტეს „მოცინარი" ფილოსოფოსი შეარქვეს. ჰუმა-ნისტები ცდილობდნენ ეს დემონური სიცილი აეხსნათ, როგორც ან-ტიკური მატერიალისტების ოპტიმიზმი და ხალისიანობა. ორთავე ფილოსოფოსს ერთმანეთის მსგავსი ბედი ერგო: ჰერაკლიტემ თავი მოიკლა, დემოკრიტემ კი თვალები დაივსო.

   სტოიკოსები გარკვეულ ხარისხში ჰერაკლიტეს მემკვიდრეები არიან, თუნდაც სამყაროსადმი თავიანთი დამოკიდებულების თვალსაზრის-ით. სიცოცხლე მათთვის აბსურდის თეატრი იყო. ბრძენისათვის ერ-თადერთ კეთილშობილურ საქმეს ცხოვრების, როგორც თეატრალური წარმოდგენის, გულგრილად ცქერა წარმოადგენდა. ფილოსოფოს-ის-ტორიკოსი თავს იმპერატორად გრძნობდა, რომელიც ცირკის ლოჟი-დან გლადიატორებისა და მხეცების ბრძოლას ზანტად ადევნებს თვალს. სტოიკოსს იმისათვის სძულდა სიცოცხლე, რომ ის არსებობს, და მადლიერი იყო სიკვდილისა იმის გამო, რომ ის იქნება. სტო-იკოსები სიცოცხლის საიდუმლოს ახსნას რკინის ნიღაბქვეშ ტკივილის კრუნჩხვის დაფარვით ცდილობდნენ. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

 


1სოკრატე (469-399 წ. ძვ. წ. აღ.) ძველბერძენი ფილოსოფოსი-იდეა-ლისტი. რელიგიურ-ზნეობრივი სწავლების ქადაგებით მატერიალი-ზმის, საბუნებისმეტყველო-მეცნიერული ცოდნისა და უღმერთობის წინააღმდეგ გამოდიოდა. „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი" იმეორებდა ის. სოკრატეს მეთოდი „ჭეშმარიტების" მიგნებას კამათის გზით ისა-ხავდა მიზნად.

2ჰერაკლიტე ეფესელი (დაახლ. 540-480 წ. ძვ. წ. აღ.) ძველბერძენი ფილოსოფოსი, მატერიალისტი, დიალექტიკის ერთ-ერთი ფუძემდებ-ელი. ჰერაკლიტე ასწავლიდა, რომ ყოველივედან ერთიანი სამყარო არავისგანაა შექმნილი, არც ღმერთებისგან და არც ადამიანებისგან, არამედ იყო, არის და იქნება მარად ცოცხალი ცეცხლი „კანონზო-მიერად აგზნებადი და კანონზომიერად ქრობადი". ჰერაკლიტეს მიხედვით ცეცხლი - ეს წინარენივთიერება და წინარეძალაა. მის მი-ხედვით სამყარო წარმოშობისა და განადგურების მარადიულ პრო-ცესში იმყოფება, რამეთუ ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვ-ლება.

3დემოკრიტე - ატომისტური მატერიალიზმის თვალსაჩინო წარმომა-დგენელი.


 

 



უკან დაბრუნება