მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეშვიდე ეკუმენიზმი“)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეშვიდე ეკუმენიზმი“)


8-06-2015, 00:01

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეშვიდე ეკუმენიზმი“)

 

 

 

   მ. ანდრია კურაევის მსოფლმხედველობის თანახმად, მეშვიდე ეკუმ-ენიზმი „სხვა ადამიანების შეხედულებებისადმი ჩვეულებრივ მოთმი-ნებას გულისხმობს". ამას არა ეკუმენიზმი, არამედ სახარების მთელი ტექსტი გვასწავლის. წმ. იოანე ოქროპირი წერდა: „ზოგიერთი ამბობს: შემიძლია ჩემი მტრების სიყვარული, მაგრამ ღვთის მტერი როგორ უნდა შევიყვარო? მოციქულები მიდიოდნენ წარმართებთან, ღვთის მტრებთან, რომლებიც ქრისტეს სახელის გამო კლავდნენ მათ. ისინი ლოცულობდნენ წარმართების მოქცევისათვის. ხოლო თუ შენ ამბობ, რომ ვერ შეძლებ ღვთის მტრებისათვის ლოცვას, მაშინ თავად მხეცის მსგავსი ხდები".

   ქრისტიანობამ თავისი სიყვარულით გაიმარჯვა მსოფლიოზე, ხოლო მ. ანდრიას სიტყვებიდან შემდეგი შეიძლება დავასკვნათ: ეკუმენიზმმა თვით ქრისტიანებს უნდა გვასწავლოს მოთმინება და სიყვარული.

  მ. ანდრია თანამედროვე მკვლევარის მოსაზრებას ეყრდნობა. კერძ-ოდ, წმ. თეოდოსი თავის მოწაფეებისადმი დატოვებულ ანდერძში წერს: „როდესაც ვინმე ლათინთაგანი ღვთის გულისთვის გთხოვს საჭ-მელსა და სასმელს, უნდა მიეცეს მას". ეს სპეციფიკურად რუსული მო-ვლენა გახლავთ. არა მგონია, ამგვარი მიამიტური პროვინციალიზმი განსაკუთრებულ კომენტარს საჭიროებდეს.

  ასეთია მ. ანდრიას „შვიდი ეკუმენიზმი"! შვიდი „ქარის წისქვილი", რომელიც ეკუმენიზმის კეთილ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.

   ყველა ამ შემთხვევაში მ. ანდრია სცოდავს იმით, რასაც ჩვენ სახელ-წოდებათა (ტერმინოლოგიურ) სიცრუეს ვუწოდებთ.

  ავტორი ეკუმენიზმს თვითნებურად უწოდებს სულ სხვა ისტორი-ულ - ფსიქოლოგიურ მოვლენას. ეკუმენიზმი მის მსოფლმხედველ-ობაში რაღაც განუსაზღვრელ უნივერსუმად გარდაიქმნება, ის კარგავს თავის ისტორიულ, ორგანიზებულ და სტრუქტურულ კონკრეტულ-ობას. ლოგიკის საგანში ამ შეცდომას გადაჭარბებული მოცულობის სილოგიზმზე დაყრდნობა ეწოდება. მას კი უმართებულო პარადოქს-ულ დასკვნებამდე მივყავართ.

 

 

 

არქ. რაფაელი (კარელინი)

Вызов Новомодернизма

თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 



უკან დაბრუნება