მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეექვსე ეკუმენიზმი“)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეექვსე ეკუმენიზმი“)


5-06-2015, 00:03

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეექვსე ეკუმენიზმი“)

 

 

   მ. ანდრია კურაევის აზრით, ეკუმენიზმი „ადამიანთა ყოფითი პრობ-ლემების (სიღარიბე, ავადმყოფობა, გაუნათლებლობა, სოციალური უსამართლობა) მოგვარებისთვის თანამშრომლობაა". თურმე... ეკუმენ-იზმს საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, სოციოლო-გიური პრობლემების შესწავლის ფუნქცია ეკისრება. მაგრამ, განა ამ მიზნით შეიქმნა ე. მ. ს.? თუ მისი მიზანი მხოლოდ ქველმოქმედებაა, მაშინ მისი წევრები მხოლოდ ქრისტიანული კონფესიების წარმომად-გენლები არ უნდა იყვნენ? მოწყალება უნივერსალური სათნოებაა. ეკ-ლესიების წარმომადგენლები შეიძლება მონაწილეობდნენ მატერიალ-ური პრობლემების გადაწყვეტისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგრამ უმთავრესი როლი ამ საკითხებში საერო ინსტიტუტებმა უნდა შეასრულონ. მას არ უნდა ჰქონდეს კონფესიური, ნაციონალური თუ კორპორატიულ - პარტიული ხასიათი. ე. მ. ს. - ეს წევრების დახმარება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ისინი ამ ორგანიზაციის წევრები არიან, უკვე არ არის უანგარო ქრისტიანული ქველმოქმედება. უნდა აღინი-შნოს, რომ საჯაროდ რეკლამირებული ქველმოქმედება სხვა კონფესიე-ბისა და სექტების ახალ წევრთა მოხელთების ერთ-ერთი ნაცადი ხე-რხი გახლავთ.

   ისტორიას ახსოვს ასეთი შემთხვევა: როდესაც ესპანეთიდან ასახლე-ბდნენ მავრებსა და ებრაელებს, ზოგიერთი კათოლიკე მონაზონი ამ დევნილ და მშიერ ბრბოს პურითა და ჯვრით ხელში ეგებებოდა, ნათ-ლისღების მიღების შემთხვევაში დაპურებას ჰპირდებოდა.

   რაღაც მსგავსი, ვით შორეული ექო, ისმის სიტყვებში: „გახდით ე. მ. ს. - ეს წევრები და გექნებათ შეღავათები (დახმარებები), ხოლო თუ წახვალთ ე. მ. ს. - დან, მაშინ დახმარებას სხვა მიიღებს". მართლმა-დიდებელი ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი არის მისი წევრების სი-ნდისის ფონდი.

   რაც შეეხება მოწყალებისა და პირადი ქველმოქმედების ცნებას, მას-ზე პასუხი სამარიტელის იგავშია მოცემული. ამიტომ, მ. ანდრიას მიერ გაჭირვებულთა დახმარებისკენ მოწოდება ნებისმიერი კონფესიისა და რელიგიის წარმომადგენლისათვის, ჩვენი აზრით, რიტორიკული ხერ-ხია: თითქოს ეკუმენიზმის მოწინააღმდეგეები უარყოფენ სხვა კონფეს-იების წარმომადგენლებისათვის მოწყალების გაცემის აუცილებლო-ბას.

   გვეჩვენება, რომ ეს ღია კარში ხმაურიანი კაკუნია და მხურვალე და-ცვა იმისა, რასაც არავინ არ აპროტესტებს. ეს მორიგი ხერხია: ეჭვით შეხედონ პოტენციურ ოპონენტს. როგორც იეზუიტები იტყვიან: „არა-კეთილსინდისიერია, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულია".

   მ. ანდრია წერს: „წმ. იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვების თანახმ-ად", ჩვენ მხოლოდ ეშმაკთან არ გვაქვს არაფერი საერთო, ნებისმიერ ადამიანთან ბევრი საერთო გვაქვს".

   საერთო ყველა ადამიანთან ის გვაქვს, რომ პოტენციურად ქრისტე-საგან ყველა ადამიანს მოგვეცა ცხონების საშუალება და ნებისმიერი შეიძლება გახდეს მარადიული ცხოვრების ღირსი. ამაშია ყველა ადა-მიანის საიდუმლო და სიდიადე. მაგრამ ჩვენ ეშმაკთანაც გვაქვს რაღაც საერთო: ეშმაკი გარყვნილი ნების მქონე გონიერი სულია. როდესაც ვცოდავთ საქმით ან რწმენით, მასთანაც გვაქვს რაღაც საერთო.

 

არქ. რაფაელი (კარელინი)

Вызов Новомодернизма

თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება