მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეხუთე ეკუმენიზმი“)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეხუთე ეკუმენიზმი“)4-06-2015, 00:01 |
მ. ანდრია კურაევი წერს: „სხვა ტრადიციის ქრისტიანებთან ეკუმენი-სტური შეხვედრები გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ მთავარია იყო ქრისტიანი, რომ სახარება ტიპიკონსა და კურთხევანზე მნიშვნელო-ვანია". სახარება „წიგნთა წიგნია", მაგრამ ის ეკლესიაში ცოცხლობს. სწორედ ეკლესიამ გამოჰყო მრავალი აპოკრიფული წიგნიდან ოთხი კანონიკ-ური სახარება, რომელიც ფლობს ღვთივსულიერ ძალასა და საოცარ შინაგან ჰარმონიას. სახარება მხოლოდ საეკლესიო გადმოცემის შუქზე შეიძლება იქნეს მართებულად გააზრებული. სახარება „წიგნთა წიგნ-ია", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ყველა ერესი და სექტა (ან თითქმის ყველა) ტექსტუალურად იყენებს სახარებას, ყალბი ინტერპრეტაციით, თავისი სექტის სწავლების ჭრილში აღიქვამს მას. მ. ანდრია ერესს „ტრადიციას" უწოდებს, მაგრამ ეს სიტყვიერი სილ-აჩრეა, შიში იმისა, არ მიაკერონ თავხედის იარლიყი. ერესი არა ტრა-დიცია, არამედ უცხო სარწმუნოებაა. სიტყვები: „იყავი უბრალოდ ქრი-სტიანი, გწამდეს სახარება - უაზრობაა. ქრისტემ ეკლესია შექმნა, ხო-ლო ქრისტიანობა ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას ნიშნავს. აღნიშნუ-ლი კონცეფცია, თუ ის მ. ანდრიას სიტყვათა თამაში არ არის, პრო-ტესტანტულ სწავლებას წააგავს, რომელიც წმინდა წერილის წმინდა გადმოცემაზე პრომატს ან საერთოდ წმინდა გადმოცემის დისკრე-ტიზაციას ემსახურება; ტიპიკონიც, კურთხევანიც და ლიტურგიკული ტექსტებიც მოიაზრება. რას ნიშნავს „უბრალოდ იყო ქრისტიანი?" ადამიანს, რომელსაც სწამს ქრისტესი, მაგრამ ინდიფერენტულია დოგმატების, კანონების, ლიტუ-რგიკისა და მთელი ეკლესიის ტრადიციისადმი? ეს ხომ იმას ნიშნავს, იყო რელიგიური ნიჰილისტი? მაგრამ ეს შეუძლებელია. სახარება ად-ამიანის წინაშე აყენებს მთელ რიგ მეტაფიზიკურ საკითხებს, რომლე-ბზეც მან პასუხი უნდა გასცეს, გნებავთ ქრისტეს, ვით ღმერთისა და მაცხოვრის საკუთარი რწმენისთვის. ეკლესიის მიღმა მხოლოდ ალტე-რნატივა არსებობს: ან სახარების ერეტიკული ინტერპრეტაცია უნდა მიიღო, ან თავად შექმნა საკუთარი სახარებისეული კომენტარი, ე.ი. აღმოჩნდე საკუთარი სუბიექტური წარმოდგენების წრეში.
არქ. რაფაელი (კარელინი) Вызов Новомодернизма თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |