მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მუსიკა და ლოცვა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მუსიკა და ლოცვა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


21-06-2015, 00:02

მუსიკა და ლოცვა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

  მართლმადიდებლობა - ეს არა მხოლოდ დოგმატების სიწმინდეა, არამედ ტრადიციათა ერთობის და მთლიანობის დაცვაც. სხვა სიტ-ყვებით, მართლმადიდებლობა - ეს წმინდა გადმოცემათა სავსებაა.

  ეკლესიის ყველაზე ვერაგ და საშიშ მტრად განმაახლებლობა გვევ-ლინება. ეს არის წმინდა გადმოცემათა შეცვლა საკუთარი გამომგო-ნებლობით. სულის სფეროში მხოლოდ ერთი გნოსისი არსებობს: სუ-ლიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა რელიგიური ინტუიციების მეშვე-ობით, რომლებიც ცოდვებისა და ვნებებისაგან გულის განწმედისდა მიხედვით იღვიძებენ. ყოველგვარი გამომგონებლობა წარმოსახვასა და წარმოდგენებს ემყარება, ანუ მშვინვიერ მოვლენათა ტიპს განე-კუთვნება. წარმოსახვა უშუალო კავშირშია ვნებებთან - ქვეცნობიერის წიაღიდან ამოტივტივებული სახის მიმართ ემოციურ რეაქციებთან. რაც მეტად კაშკაშა და გასაოცარია სახეები და სურათები, მშვინვიერი ძალების მით უფრო მეტ ემოციურ დაძაბვას იწვევენ ისინი და პირ-იქით, რაც მეტად ძლიერი და დახვეწილია ვნებები, რაც უფრო ინტ-ენსიურია ემოციები, მით უფრო ნათელი და საოცარია გონებაში გა-ჩენილ წარმოსახვათა კალეიდოსკოპი. ამიტომ მსახიობის ან მწერლის საერო ხელოვნება, ეს არის ხელოვნება საკუთარ სულში აღტაცების, ვნების აღძვრისა და მისი განხორციელებისა სიტყვასა და მიმიკაში.

  (ასე გამოიწვევს მაგი ბნელ სულებს მიწის წიაღიდან) არტისტი და მწერალი შეყვარებულების, მკვლელების, ერთგული მეგობრების, შეუ-რიგებელი მტრების მდგომარეობებს განიცდიან. ვნებები მრავალფე-როვან საკვებს მოითხოვენ, ამიტომ ავტორმა თამაშის ახალი კომბი-ნაციების მსგავსი სიტუაციები უნდა შექმნას. ამ პროცესს შემოქმე-დებითი ტალანტი ეწოდება. იქ, რაღა თქმა უნდა, სული და მადლი არ არის და არც შეიძლება იყოს.

   სულიერის იმიტირება შეუძლებელია. იმიტაცია, როგორც სიყალბე, იგივე გამომგონებლობაა. მკითხველებს და მაყურებლებს თანაგანცდა, მაღალი შთაბეჭდილებიანობა, სწრაფი აღგზნებადობა და ემოციათა პლასტიურობა მოეთხოვებათ, ანუ მაყურებლის სული წყალივით თხევადი უნდა გახდეს, რომელსაც გამუდმებით სხვადასხვა ფორმებ-ში ასხამენ.

   საერო ხელოვნება წარხოცავს ადამიანის პიროვნებას. საერო ხელოვ-ნების მეშვეობით ადამიანი აზრით ყველანაირ მანკიერებას სჩადის. ის ქვეცნობიერის დონეზე სცენისა და წიგნის პერსონაჟად გარდაიქმნება, მათი ცხოვრებით ცხოვრობს და საკუთარ თავს სწყდება. ამას ერში ემოციურად გამდიდრებას ეძახიან. მაგრამ თუ საერო ხელოვნებას აქვს კიდეც ზნეობრივი შინაარსი, ის მაინც დააკავებს ადამიანს მშვინვ-იერის დონეზე, რომელსაც გამუდმებით არყევს ვნებათა ექო.

   ტაძარში ადამიანი იმას პოულობს, რაც ერში არ უგრძნია და არ გან-უცდია - ეს არის შეხება სულის სფეროსთან.

   ხშირად, სულიერი გზის დასაწყისში, მადლი ადამიანს მისთვის უც-ნობ სულიერ სამყაროს გამოუთქმელ სილამაზეს უხსნის, შემდეგ კი თითქოს ფარავს მისგან, რათა ის ცხოვრებისეული ღვაწლით, გულის განწმედით მადლის საუკუნოდ მიღების უნარიანი გახდეს, ფერისც-ვალების ცეცხლში ამ მადლით თავად გახდეს სულიერი სამყაროს ნაწილაკი, ქრისტეს ეკლესიის მისტიკური სხეული.

   განმაახლებლობა - ეს არის ღმერთთან მიახლოების მცდელობა არა მადლის მეშვეობით, არა სულის სფეროსთან აღსვლით, არამედ სა-კუთარი ემოციებისა და წარმოდგენების აუღორძინებელ მშვინვიე-რებაზე დარჩენით. მშვინვიერების ტყვეობიდან თავის დასაღწევად მონაზვნები ქვეყანას დაუტევებდნენ და ცხოვრებას მდუმარებასა და ლოცვაში განლევდნენ. ისინი თავიანთი ცნობიერებიდან წარმოდგე-ნებისა და სახეების, გულიდან კი ვნებების განგდებით ვნებიან წარ-მოსახვებს ებრძოდნენ. მეუდაბნოეთათვის მთავარი საცდური – ხსო-ვნა იყო. ეს საცდური მათ თვალწინ მოგონებებით ჩნდებოდა ვითარცა „ხე კეთილისა და ბოროტის ცნობისა". მაგრამ ხშირად ცდუნება მათ გულში მაცდუნებელ მუსიკად, მომაჯადოებელ, უსიტყვო სიმღერად იჭრებოდა. თუ მონაზონი ამ სიმღერას ყურს დაუგდებდა და მას, როგორც მადლიან ნუგეშს, ისე მიიღებდა, მაშინ ის თანდათან აუძ-ლურებდა მის ნებას, სულის სიღრმეში დაფარული ვნებები ცოცხლ-დებოდნენ და როგორც გველები გაზაფხულზე, კვლავ ამოცოცდებ-ოდნენ.

   მუსიკა ვნებიანი რიტმების ასახვაა, ეს გრძნობების უშუალო, განსა-კუთრებული ენაა. საეკლესიო ლიტურგიკაში მოტივების მცირე რაო-დენობა იყო დაშვებული. მათი უმეტესი ნაწილი თავისი ძირებით მოციქულთა ეპოქას უკავშირდებოდა, ზოგი მათგანი კი ძველი აღთქ-მის ტაძრების ღვთისმსახურებისას ჟღერდა. სასულიერო მუსიკას არ უსმენენ, მასში ერთვებიან, ის ღვთისმსახურების ფონია. ის ისევე ეხ-მარება ლოცვას, როგორც ფრთები ჩიტს ფრენისას. მუსიკის მოსმენისას ადამიანი წყვეტს ლოცვას, ხოლო როცა ახალ კომპოზიტორთა მიერ შეთხზულ საეკლესიო მუსიკაში დაფარული ვნებიანი მელოდიები ჟღერს, ერთგვარად პარალიზდება გონება, ტკბილი თვლემის მდგო-მარეობაში მოდის, როგორღაც აზრობრივ წყვდიადში იძირება და სულს ამ ბგერებში დაშიფრული ვნებების შეწოვის საშუალებას აძ-ლევს და ადამიანი ისე ტკბება, რომ თავადაც ვერ გრძნობს, ეკლესიაში დაყიალებს, ლოცვა ავიწყდება, შემდეგ კი, ტაძრიდან გამოსული ამბ-ობს: „რა შესანიშნავი გალობა იყო" და ვერ ხვდება, რომ ის სულიერად გაქურდეს.

   სამონასტრო გალობა ძველ გალობასთან სიახლოვით გამოირჩევა, ამ-იტომ სულს სხვაგვარად განაწყობს. სული არ ტკბება, არამედ ლოცვის სიტყვების აზრს გაცილებით ღრმად გრძნობს და მათთან მიერთების, საკუთარ თავში მათი შეთვისების უნარიანი ხდება, როგორც გამო-მშრალი მიწა წვიმის წვეთისა.

   რაც შეეხება მეუდაბნოე მონაზვნებს, ისინი საეკლესიო გალობას ის-ეთივე სამშვენისად თვლიდნენ, როგორც ხატებისთვის ოქროს და ძვი-რფას ქვებს, მაგრამ რამდენადაც გალობას ამასოფლისაგან განდგო-მილი სულის მდუმარებასთან შეუსაბამოდ თვლიდნენ, თვითონ არ გალობდნენ ლოცვის დროს, ერთობლივ მსახურებაზე კი ლოცვას რე-ჩიტატივით კითხულობდნენ.

  განმაახლებლებმა მოიგონეს სექტებისთვის კარგად ცნობილი, მაგ-რამ მართლმადიდებლობისთვის ახალი პროვოკაცია - ლოცვა გიტა-რის თანხლებით. მალე გაჩნდება მოხეტიალე მონაზონ-მუსიკოსთა ახალი ტიპი: ზოგს თანამედროვე აპარატურა ექნება, სხვებს ეგზოტი-კისთვის – გუსლი1, ისინი ბედუინებივით იმთაბარებენ, შესაძლოა „სა-მგზავრო" მონასტრის ახალი ტიპი გამოიგონონ. უნდა ვაღიაროთ: ისინი მეტად მახვილგონიერნი არიან.

  სულიერებასა და მშვინვიერებაზე საკმაოდ ვილაპარაკეთ. ეს თემა ამჟამად ერთ-ერთი სოტერიოლოგიური და ასკეტიკური პრობლემაა. აქ ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რატომ ხდება ეკლესიური ადა-მიანისთვის საერო ლიტერატურა და ხელოვნება უცხო და უსარგებლო მისი სულიერი წინსვლის შესაბამისად, რატომაა ისინი მისთვის აუ-ღორძინებელი სამყაროს რაღაც კონცენტრატები, რომელიც უკან მო-იტოვა, რატომ გახდა ეს სტიქია არა მხოლოდ მტრული, არამედ მო-საწყენი და უინტერესო? გვინდა ყურადღება მივაქციოთ საგანგაშო ფაქტს: განმაახლებლობა თვით მონაზვნობაში აღწევს.

  ერთ-ერთი თანამედროვე სწავლული მონაზვნის წიგნები, რომლე-ბიც დიდი ტირაჟით იბეჭდება, ორიგენიზმის სულისკვეთების საღვ-თისმეტყველო განმაახლებლობის მცდელობას წარმოადგენს. სხვა მონაზვნის ნაწარმოებები განმაახლებლობის შეჭრაა მისტიკის და ეს-ქატოლოგიის სფეროში, რაც ოკულტურ ვიზიონერულ ბოდვაში გად-ადის; მოდური რომანსების მონაზონ-შემთხზველის შემოქმედება – ეს განმაახლებლობაა თვით მონაზვნური ცხოვრებისა, მდუმარებისა და ლოცვის ღვაწლის შეცვლაა სამიკიტნოთეატრალური მისიონე-რობით. ის მონაზონს არტისტად აქცევს, რომელსაც შეიძლება ტაში დაუკრა და „ბისზე" გამოიძახო. თუკი განმაახლებლობის მცდელობა ამ მიმართულებით მოწონებასა და სიმპათიას გამოიწვევს საეკლესიო საზოგადოებრიობის მხრიდან, ეს იქნება მრისხანე სიმპტომი მართლ-მადიდებელთაგან მართლმადიდებლობის, მონაზვნებისაგან – მონა-ზვნობის ვერ გაგებისა. მაშინ შესაძლოა მოხდეს ის, რაზედაც ბრძა-ნებს უფალი „უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარი-ლოს? არღარა შემძლებელ არს მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ".2

 

 

 

 

 

 

 

 


 

1გუსლი - ძვ. რუსული სიმებიანი საკრავი.

2მთ. 5, 13.

 


 



უკან დაბრუნება