მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქვეყნიერებისა და ისტორიის აღსასრული
ქვეყნიერებისა და ისტორიის აღსასრული29-05-2015, 06:55 |
ყოველი ცვლილებისა და გარდაქმნის გავლით, ყველა ქმნილება აღ-სასრულისაკენ მიეშურება. ყოველი დღითა და ღამით, ყველა ადამი-ანი და მასთან ერთად, ყველა ქმნილება უკანასკნელი დღისაკენ მი-ეშურება, როდესაც ამა სოფლის საიდუმლო და კაცობრიობის ისტ-ორია დასრულდება. ყოველი დღე - მსგავსად თეთრი ნაკადულებისა, არსებობის უფსკრულებისა და ქვაბულების გავლით მიედინება და თან ყველა არსება და ყოველი ქმნილება მიაქვს უკანასკნელი დღის-აკენ, როდესაც ისინი უნდა შეერთდნენ და თავისი დინება დაას-რულონ. ყველა, ვინც ცხოვრობდა და ცხოვრობს დროის გალიაში, ამ უკანასკნელ დღემდე უნდა მივიდეს, მის ნაპირზე უნდა გადაჯდეს. არ არის არსება, არ არის ქმნილება, რომელიც სივრცის კალაპოტში მი-მავალ დროის დინებას, ამ უკანასკნელი დღისაკენ არ მიჰქონდეს. ამ დღეს დრო თავის არსებობას დაასრულებს, ამიტომაც, გამოცხადებაში მას უკანასკნელი დღე (იოანე, 6; 39; 40, 44; 11; 24; 12; 48 ), დიდი დღე (საქმე, 2; 20; იუდა, 1; 6) ეწოდება. ხოლო, რამდენადაც ეს ღმრთისგან დადგენილი დღეა, როდესაც იგი სოფელს განიკითხავს (საქმე, 17; 31), მას ასევე სასჯელის დღე (მათ, 10, 15; 11, 22 24; 12, 36; 2 პეტრე, 2, 9; 3, 7; 1 იოანე 4, 17), რისხვისა და ღმრთის მართლმსაჯულების გამოჩინების დღე (რომაელთა, 2, 5) ეწოდება. მაგრამ, რამდენადაც მთელი სამსჯავ-რო („ყოველი სასჯელი") ძეზეა გადაცემული (იოანე, 5, 22) და რამდე-ნადაც უკანასკნელ დღეს ძე გამოჩნდება დიდებით, როგორც მსაჯული („დიდებით, განსჯად"), ამიტომაც, ამ დღეს აგრეთვე ძე კაცისას დღე (ლუკა, 17, 22. 24. 26); უფლის დღე (2 პეტრე, 3. 10; 1 თესალონიკელთა, 5, 2; შეადარეთ, ესაია, 2, 12; იზეკიელი 13, 5; იოილი, 3; 13), ქრისტეს დღე (ფილიპელთა, 1, 10; 2, 16; 2 თესალონიკელთა, 2, 2), უფლისა ჩვე-ნისა იესო ქრისტესი დღე (1 კორინთელთა, 1, 8; 5, 5; 2 კორინთელთა, 1, 14), სასჯელისა და უღმრთო ადამიანთა წარწყმენდის დღე (2 პეტრე, 2, 9; 3, 7) ეწოდება. ამ მრავალმნიშვნელოვან დღეს უფალი თავის უკანა-სკნელ, საბოლოო მსჯავრს გამოიტანს სოფლისა და ადამიანთა სრული ისტორიის, ყველა ადამიანისა ერთად, და ცალ - ცალკე თითოეულის შესახებ. და როგორც სოფლის შექმნის დასასრულს, უფალმა მის მიერ შექმნილი ყველა არსება და საგანი დაათვალიერა, იხილა და ყოვე-ლივეს შესახებ თავისი მსჯავრი გამოიტანა - „კეთილ ფრიად" (შესაქმე, 1, 31), ასევე უკანასკნელ დღესაც, იგი დაათვალიერებს, იხილავს, ყვე-ლა არსებას და საგანს, მათი ისტორიის გზის ბოლოს და ყოველსა და ყოველივეზე თავის შეუმცდარ მსჯავრს გამოიტანს. მაშინ იგი საბო-ლოოდ განყოფს კეთილს ბოროტისაგან და მათ შორის გაუვალ ზღვარს გაავლებს; მაშინ, იგი ყველა ადამიანური ღირებულებების შესახებ თა-ვის შეუმცდარ მსჯავრს გამოიტანს; მაშინ იგი თავის ღმერთკაცობრივ, ზეგრძნობად და ზუსტ სასწორზე სიმართლისა და სიყვარულისა, ყველა ადამიანურ საქმეს, ყველა ადამიანურ აზრს, ყველა ადამიანურ სურვილს, ყველა ადამიანურ სიტყვას ასწონის; მაშინ „აღესრულება სა-იდუმლო ღმრთისაი" (გამოცხადება, 10, 7) ადამიანებზე, ქმნილებაზე, სოფელზე, სამყაროზე; მაშინ ყოველივე კეთილი და ყველა კეთილი ადამიანი სამუდამო ნეტარებას, საუკუნო სამოთხეს დაიმკვიდრებს, ყოველივე ბოროტი და ყველა ბოროტი ადამიანი კი - სამუდამო ტა-ნჯვას, საუკუნო ჯოჯოხეთს.
ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) უკან დაბრუნება |