მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


2-07-2015, 00:08

სიცრუის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

  ჩემთვის რომ ეკითხათ, თუ ვინ მიმაჩნია მართლმადიდებლობის ყველაზე საშინელ მტრად, მე, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრება განვ-ვლე, ვიტყოდი: ყველაზე საშინელი მტერი იეზუიტიზმის1 სულია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სნეულების მსგავსად ეკლე-სიის სხეულს აძაბუნებს. რაღა თქმა უნდა, იმ ხალხზე ვლაპარაკობ, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნიან და მისი სახელით გამოდიან. თავად ეკლესია, როგორც მადლის მატარებელი და სუფთა იდეა, როგორც ის სულიერი სტიქია, სადაც საუკუნო ცხოვრება აღმშენებლობს - მარა-დიული, წმიდა და უცვლელია. ჩვენ კი ხილულ ეკლესიაზე - ქრის-ტიანებზე ვსაუბრობთ.

   იეზუიტიზმის სული - ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული ჰუ-მანიზმი, სადაც ჭეშმარიტება მოჩვენებითი სარგებლიანობით არის შეცვლილი, სადაც მიზანი, როგორიც უნდა იყოს ის - სასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა - ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად, მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ მისით საშუალებებს ამართ-ლებენ. იეზუიტიზმი ფარული ურწმუნოებაა, არდაჯერებაა იმისა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და ცრუპენტელას დახმარება არ სჭი-რდება, ასევე იმისაც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ყოველგვარი სი-ცრუე ადამიანს მისგან აუცხოებს. ჭეშმარიტების დაკარგვით ადამიანი სულიწმიდის მადლს კარგავს, სიცრუეს ეჩვევა და თვლის, რომ მის გარეშე ცხოვრება და მოქმედება შეუძლებელია.

   სიცრუე სიყვარულის დაკარგვაა. ვინც წრფელად უყვართ, მას არ ატ-ყუებენ: არ შეიძლება ორი გული სიცრუით იყოს შეერთებული. სიც-რუე ფიქრობს, რომ მეორე მხარე უცხო, მტრული ბანაკია. ის, ვინც ცრუობს, თავის გულში ადამიანისადმი სიყვარულს ანადგურებს. ყოვ-ელგვარ ტყუილში ძალადობაა, ცრუს თავისი გეგმის განხორციელება და ამით სხვაზე მბრძანებლობა სურს.

   ჩვენს ეკლესიაში ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსა-ცდელი იმის დანახვაა, თუ როგორ აღწევს მასში იეზუიტიზმის სული. აქ ადამიანი სიმართლეს ეძიებს, ის მზადაა ამისათვის მრავალი რამ გაწიროს, მას მოსძულდა ქვეყნად გამეფებული სიცრუე, იხუთება მა-სში, ეკლესიაში თითქოსდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდა და არა სიცრუის მოწამლული მიაზმებისა. და თუკი ურთიერთობებში აქაც იმავე დიპლომატიას წააწყდება, იმავე უპრინციპობას საშუალებებში, იმავე პირფერობას და უსამართლობას, მაშინ ის, სულიერად ჯერ ისევ განუმტკიცებელი, საკუთარ თავს ეუბნება: აქ არაა ის, რასაც ვეძებდი, აქ არ არის სიყვარული და სიმართლე. ეს, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი დასკვნაა, ეკლესია სიყვარულსა და სიმართლეს ასწავლის და ადამი-ანებს ცხოვრებაში მათი გატარების ძალას აძლევს, მაგრამ ეკლესიაში ახლად მოსული ადამიანი სკოლაში ახლად მისულ ბავშვს ჰგავს. მას სურათები და თვალსაჩინოებები სჭირდება, სხვაგვარად ვერ მიხვ-დება, რაზეა საუბარი. სექტანტებს რომ ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ ეკლესიიდან, მას რატომ დაშორდნენ, მნიშვნელოვანი ნაწილი გიპა-სუხებთ: იმიტომ, რომ ეკლესიაში სიყვარული ვერ ვიპოვეთ, ვერც სი-მართლე და თავი უსარგებლოდ ვიგრძენით, ისინი ეკლესიას პრო-ტესტის ტალღაზე მომართულნი ტოვებენ, მაგრამ სექტებშიც იგივე „ქალბატონი სიცრუე" ხვდებათ.

   თითოეული ადამიანი ცოდვილია. „ყოველი კაცი ცრუ არს"2, - თქვა მეფსალმუნემ, მაგრამ აქ არ არის საუბარი ტყუილზე, როგორც ზნე-ობრივ სისუსტეზე, რომელსაც ყოველ ჯერზე საკუთარ დაცემად უნდა აღიქვამდეს ადამიანი, აქ იმ თვითკმაყოფილ სიცრუეზეა საუბარი, რომლის დროსაც უბედური ფიქრობს, რომ ამით სიკეთის გაკეთება და ღვთისათვის სათნოყოფა შეუძლია, სიცრუეზე, რომელსაც მისი სინდ-ისია შეგუებული, სხვა სიტყვებით - საკუთარ სიცრუეზე, რომელიც მის სულს უკვე აღარ ტანჯავს.

  ქრისტიანი მოწამენი ის ხალხია, ვინც სიცრუეს ჭეშმარიტება არჩია, ვინც იმიტომ მოკვდა, რომ არ ინდომა სიცოცხლე, რომელსაც თვალ-თმაქცობისა და მცირეოდენი გარეგნული სიცრუის ფასად სთავაზო-ბდნენ; მაგალითად: გაჩუმებას იმ დროს, როცა სხვა პირები მათი სა-ხელით წარმართულ რიტუალებში იღებდნენ მონაწილეობას. უფლის ღალატი მათ მდუმარებითაც არ ისურვეს.

   ჩვენი ეკლესია მოწამებრივი ეკლესიაა. სახარებისეული ცხრა ნეტა-რება - ეს მოწოდებაა მოწამეობისაკენ. ამისკენ თანამედროვე ქრისტი-ანებიც მიდიოდნენ და მიდიან, მაგრამ სიცრუე ყოველდღიურ ცხო-ვრებაშიც კი თავს სულ უფრო მეტად იჩენს. უძლურს მისით უნდა გაძლიერება, რევოლუციონერებს - თავიანთი უტოპიის ხორცშესხმა. ზოგიერთი ქრისტიანი მშვიდობის დამყარებასა და „ადამიანის ნუგე-შისცემას" ამითვე ფიქრობს.

   განსაკუთრებულად მძიმეა, როცა სულიერი მამები ატყუებენ სულ-იერ შვილებს. გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? ან იქნებ თავიანთი მდგომარეობით სარგებლობენ? თვლიან, რომ პირისპირ ვერავინ გაბედავს, მათ მა-ტყუარები უწოდოს? მაგრამ სულიერი შვილები ტყუილებში ჩირქის სუნს გრძნობენ. ასეთ დროს შესაძლოა შედეგები ტრაგიკული იყოს: ადამიანი ნდობას კარგავს და საკუთარ თავში იკეტება, მას სული გაუტყდა და სიცრუეს იგი ფსიქოლოგიური ავადმყოფობის მსგავსად ჩიხში შეჰყავს; მეორე - თვითონ იწყებს სულიერი მოძღვრის მო-ტყუებას; მესამე და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას „ცხოვრებისეულ სტრატეგიად" აქცევს. სწორედ ასე, „კეთილი სიცრუის" მეშვეობით, წარმოიშობიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოთქვამენ, ადამიანს ატყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში.

   სიცრუე ჭაობია, რომელიც კაცს თანდათანობით ითრევს. ის მცირე-დიდან იწყება. „სულ ცოტათი წავიეშმაკებ და კეთილ მიზანს მივა-ღწევ", - ეუბნება საკუთარ თავს ადამიანი, შემდეგ კი სულ ღრმად და ღრმად იძირება მასში. ამიტომ სულიერმა მოძღვრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა ნუგეში, არამედ სიმართლე მოეთხოვებათ. ჭეშმარიტება თავად უკეთ ანუგეშებს ადამიანს, ვიდრე ალერსიანი სიტყვები, რასაც იმედგაცრუება მოსდევს.

   სიმართლის მთქმელი კაცი დევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწა-მეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიადი აღთქმა დაგვიდო: სიმართლეს მოწყურებულნი განძღებიან რითი? - ღვთიური მადლით. „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ"3. ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე - ეს სატანის სამეფოს განვრც-ობაა, როგორც დედამიწაზე, ასევე კაცის გულში.

   ეკლესია იმდენად იქნება ძლიერი, რამდენადაც მისი მსახურნი იქნ-ებიან სიმართლის ერთგულნი. ჩვენ ერესზე ვსაუბრობთ, როგორც დოგმატურ ცდომილებაზე, მაგრამ იეზუიტიზმი თვითონ ზნეობრივი ერესია, რომელიც ადამიანს სულიწმიდისაგან, ჭეშმარიტების სულისა-გან აუცხოებს და ის საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება.

   სიცრუის მიზეზი მრავლადაა: სიმხდალე, გამორჩენა, გულის არტკ-ენის სურვილი და ა.შ. მაგრამ როგორი მიზეზიც უნდა იყოს, ამ დროს ივიწყებენ ღმერთს, რომელმაც თქვა: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმა-რიტებაჲ და ცხოვრებაჲ"4. თვით გოლგოთის მსხვერპლი ქრისტესი - ეს სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეერთებაა. სატანაზე გამარჯვება ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი სიძლიერითაც შეეძლო, მაგრამ ის ჯვარს ეცვა არა მარტო ჭეშმარიტებისა გამო, არამედ იმიტომაც, რომ თავადაა ჭეშმარიტება. უფალმა სატანაზე თქვა: „ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია". სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. იმას, ვისაც სიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაე ახსოვდეს, რომ მეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს - სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.

 

 

 

 

 

 

 


 

1იეზუიტი (ლათ. Susus - იესო ქრისტე) - კათოლიკური ეკლესიის ყვე-ლაზე მეტად რეაქციული ორდენის, ე. წ. იესოს საზოგადოების წევრი. გადატ. ფარისეველი, ვერაგი, ორპირი ადამიანი, რომლისგანაც მოსა-ლოდნელია ყოველგვარი სისაძაგლე. იეზუიტთა ორდენი შექმნა ეგ-ნატე ლოიოლამ მე-16 საუკუნეში.

2ფს. 115, 2.

3მთ. 5, 8.

4ინ. 14, 6.

 

 

 


 

 



უკან დაბრუნება