მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეოთხე ეკუმენიზმი“)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „მეოთხე ეკუმენიზმი“)3-06-2015, 00:02 |
მ. ანდრია კურაევი წერს: „მართლმადიდებლებმა უნდა გადმოვიღ-ოთ არამართლმადიდებლური სამყაროს კარგი გამოცდილება". ამის ნიმუშად საშობაო ნაძვის ხე და საეკლესიო ზარები მოჰყავთ. საშობაო თუ საახლწლო ნაძვის ხე თოვლის ბაბუასთან და ფოლგის გამშ-ვენებებთან ერთად, მ. ანდრია თქმით, „რუსეთში მართლმადიდებ-ლობის ქადაგებას ემსახურება". მაგრამ ნაძვის ხის მორთვა არ არის რელიგიური რიტუალი, ის ყოფითი წეს - ჩვეულებაა, რომელიც არა მარტო მართლმადიდებლებთან და ათეისტებთანაც კი არსებობს. ეკუმენისტური ნაძვის ხის მაგალითი იმდენად არასერიოზულია, რომ შემდეგი კომენტარის განგრძობა არ ღირს. რაც შეეხება საეკლესიო ზარების კათოლიკებიდან გადმოღების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც დასავლეთის ეკლესია არა კათო-ლიკური, არამედ კათოლიკე (ანუ საყოველთაო, მსოფლიო - მთარგმნ.) იყო. ზარების პრაქტიკა დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მართლმადიდებლებისთვის ზარი არა გამოსახულ-ებად, არამედ „კანკურაზე" („било"), სარეკელზე ჟღერადობის ტექნი-კურ სრულყოფად აღიქმება. უნდა ითქვას, რომ კანკურა, სარეკელი დღესაც გავრცელებულია მრავალ მართლმადიდებლურ მონასტერში. მ. ანდრია წერს: „თუ გადმოღებული რამ შეესაბამება მართლმადი-დებელი ეკლესიის სულსა და მიზანს, მაშინ ასეთ ეკუმენიზმს მხო-ლოდ მივესალმებით". თუ ნაძვის ხე ეკუმენიზმია, მაშინ მართებული იქნებოდა მაგალითად გერმანიაში (უფრო ადრე ჩინეთში) გამოგონე-ბული საბეჭდი მანქანა აგვეღო, ხოლო პირველმბეჭდავი დიაკონი თე-ოდორე პირველ ეკუმენისტად მიგვეჩნია.
არქ. რაფაელი (კარელინი) „Вызов Новомодернизма"
თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |