მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „პირველი ეკუმენიზმი“)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „პირველი ეკუმენიზმი“)


30-05-2015, 00:02

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა - „პირველი ეკუმენიზმი“)

 

   მ. ანდრია წერს: „თავის ჩანასახში ეკუმენიზმი ქრისტიანულ კონფე-სიათა სახარების ქადაგებისა და წარმართებთან ბრძოლის თანამშ-რომლობა გახლავთ".

   მაგრამ ქრისტიანობა (მართლმადიდებელ ეკლესიას ვგულისხმობთ) არ არის ანტიწარმართობა, ანტიმუსლიმობა, ანტიბუდიზმი, რომლე-ბიც რელიგიურ ცდომილებათა მხოლოდ კერძო შემთხვევებია. თავისი განუზომელი სიდიადით ქრისტიანობა არ შეიძლება იყოს არც „ან-ტი..." და არც „მოკავშირე", ვინაიდან ის ყოველგვარ კავშირზე აღმა-ტებულია.

   ქრისტიანობა ცხონების უწყებაა, უფლის მცნებათა აღსრულების შეს-აძლებლობა და მადლმოსილი საშუალებაა, ეკლესიისთვის ადამიანთა საცხონებლად ღვთის მიერ მიმადლებული.

   სუბიექტური თვალსაზრისით ქრისტიანობა ადამიანის სულის ქრის-ტესთან სულიწმინდის ერთობის შესაძლებლობაა, ე.ი. მარადიული ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც დედამიწაზე იწყება. ქრისტია-ნობა ქმნილების მარადიული გეგმის - „ღვთისმიმსგავსების" აღსრუ-ლება, რისთვისაც არის ადამიანი მოწოდებული.

   თუ ეკლესიის ისტორიულ მოწინააღმდეგეებზე ვსაუბრობთ, XX ს-ის პირველ ნახევარში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე არა წარმართობა, არამედ ათეიზმი იყო. მან გაამატერიალურა და გახრწნა ვეროპული კულტურა (შეგნება), ხოლო რუსეთსა და გერმანიაში თავისი თავი ან-ტირელიგიური დევნითა და ინკვიზიციებით გამოავლინა. ამიტომ ეკუმენიზმის შეფასება, როგორც ორგანიზაციისა, რომელიც ებრძვის წარმართობას, კერძოდ, აფრიკულ წარმართობას, ან „არქიმიატური" ან ადგილობრივ „აფრიკელებზე" გათვლილი გვეჩვენება. ეკუმენისტური ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებსა და პროგრამებში ვერ იპოვით ამ უცნაური თეზისის ვერანაირ მტკიცებულებას.

 

 

არქ. რაფაელი (კარელინი)

„Вызов Новомодернизма"

 

თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება