მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (პრ. დიაკონ ანდრია კურაევის მსოფლმხედველობა)28-05-2015, 07:35 |
ახალმოდერნიზმის გამოწვევა
მ. ანდრია კურაევის წიგნი „ეკუმენიზმის გამოწვევა" ერთობ დროუ-ლი გახლავთ. აქ ეკუმენიზმის პრობლემა ხელოვნურადაა ჩახლარ-თული „გორდიას კვანძში". ის დოგმატიკის, კანონიკის და პატრის-ტიკის, ეკლესიის მთელი გადმოცემის საფუძვლიან და ღრმა საღვ-თისმეტყველო ანალიზს საჭიროებს. მეორე მხრივ „ალექსანდრეს მახ-ვილის" დარტყმას და ამ ფსევდოქრისტიანული ორგანიზაციიდან გა-მოსვლას მოითხოვს. ეკლესიის მთელი ისტორია, მოციქულების პერიოდიდან დღემდე, მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდისათვის ბრძოლაში მიმდინარეობს. ამიტომ ჯერ კიდევ ძველქრისტიანულ ლიტერატუ-რაში ვპოულობთ კანონებს იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებლებს არამართლმადიდებლებთან და სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებთან. სულიწმიდამ მსოფლიო კრე-ბებისა და წმ. მამათა თხზულებების მეშვეობით განგვიცხადა, რომ ეკლესია, რომელიც აგრძელებს თავის მისიას დედამიწაზე, არა მხო-ლოდ ცხონების გზა, არამედ ღვთისაკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. თავად მაცხოვარმა ცოდვის ჩამდენებზე ბრძანა სახარებაში: „თუ ეკ-ლესიისა არ ისმინოს, იყოს შენთვის ვითარცა მეზვერე და წარმართი". ხოლო ერესი არა მხოლოდ ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობა, არა-მედ მისდამი ამპარტავნული წინააღმდეგობაა. წარმართები, მეზვერ-ეები და ერეტიკოსები შეიძლება იყვნენ ჩვენი ზრუნვის საგანი, მაგრამ ყოველგვარი სიცრუის, აზრთა მოჩვენებითი თანხვედრის, ტრადიციის თანასწორობისა და ერთიანობისაკენ მოწოდების გარეშე. ერთიანი მსოფლმხედველობრივი პლატფორმის საძებნელად წარმა-რთებთან არ უნდა ვამყარებდეთ კავშირს; მართლმადიდებლურ ტა-ძარსა და ერეტიკული სამლოცველოს თავზე ვერ აღიმართება საერთო გუმბათი; წმ. ათანასე და არიოზი არ გამოდიოდნენ ერთიანობის ლო-ზუნგებით; წმ. კირილე ალექსანდრიელი და ნესტორი არ ადგენდნენ ერთობლივ კომუნიკეს იმის შესახებ, რომ მათი სწავლებები მხოლოდ ფორმულირებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო არსით ერთ-ნაირია. წმ. გრიგოლ პალამა არ აცხადებდა, რომ ვარლაამ კალამბ-რიელის ერესში ისეთივე ღვთაებრივი მადლი მოქმედებს, როგორიც ათონელ ისიხასტებში, ოღონდ მცირეოდენი „დაკნინებული" ხარი-სხით. წმ. მამები ეძებდნენ ცოცხალ ღმერთს - ქრისტეს, რომელიც, ვით სრულყოფილი ჭეშმარიტება, აბსოლუტურად ვერ იტანს სიცრუეს და ვერ შეერთდება მასთან ერესში. თანამედროვე ჰუმანისტები კი მსო-ფლიოში ლამის ყველასთან ეძებენ ილუზიურ ერთობას აღმსარებ-ლური მინიმალიზმის საფუძველზე, რომელიც გეომეტრიულ წერტი-ლამდე შეიძლება დაიყვანოს ადამიანმა. მ. ანდრია კურაევის წიგნი დიდი ინტერესით წავიკითხეთ. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვაგვარი განცდა გვეუფლებოდა - ღრმა კმაყო-ფილებიდნ დასანან გაუგებრობამდე. გვეჩვენებოდა, რომ წიგნს რამ-დენიმე ადამიანი წერდა, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. თითქოს ავტორი ორსახოვანი იანუსია, რომელიც ამტ-კიცებს იმას, რაც თავადვე უარყო; უარყოფს იმას რაც სულ ახლახან დაამტკიცა. ეს წიგნი შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელსაც კა-რგად აქვს განვითარებული კუნთები, მაგრამ სუსტი ხერხემალი აქვს, ამიტომ სისტემატურად ირყევა და ერთი გვერდიდან მეორისკენ იხ-რება. მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ მ. ანდრია კურაევის წიგნის ნეგატიურ მხარეზე. რაც შეეხება ნაშრომის დადებით შინარსს, ის უკვე ღირსეულადაა შეფასებული როგორც ეკლესიური, ასევე ზოგადეკლე-სიური საზოგადოების მიერ. ამდენად, არა გვგონია წიგნი ჩვენს რე-კომენდაციას საჭიროებდეს. თავის ნაშრომს მ. ანდრიამ „ეკუმენიზმის გამოწვევა" უწოდა. ე.ი. ეკ-უმენიზმი იწვევს მართლმადიდებლობას, და ჩვენ უნდა გავცეთ ღირ-სეული პასუხი, რომ მართლმადიდებლობა არა მომაკვდავი რელიგია, არა აღმოსავლური „პოეტიზმის" ფორმა, არამედ ქრისტეს ეკლესიაა, ჭეშმარიტების დამცველი, ულევი სულიერი ძალებისა და ღვთაებრივი ნათლის მარადიული წყარო. ეკუმენიზმის გამოწვევა რომ მიიღო, უნ-და განვსაზღვროთ და გავიაზროთ რას წარმოადგენს იგი. თავისი იდეით ეს მოძრაობა მიზნად ისახვს კონფესიების დაახლო-ებასა და გაერთიანებას. ამგვარ სიახლოვეს შეიძლება ჰქონდეს ორი ფორმა: 1) კონფესიების სინთეზი ვით უნიფიკაცია და ტრადიციების (უფრო სწორად გადმოცემის) შერწყმა ერთიან მონოლითში. 2) სინკრეტიზმი (განსხვავებული ნაწილების შეერთება), კონფესიებ-ის გაერთიანება განსხვავებული ფორმების პრინციპით, რომელიც ყვე-ლასათვის ერთი შინაარსის მინიჭებას გულისხმობს. ორივე შემთხვევაში ეკუმენიზმი ახალ ეკლესიოლოგიად გვევლინე-ბა, რომელიც დიამეტრულად განსხვავდება მართლმადიდებლური ეკ-ლესიოლოგიისაგან. ეკუმენიზმამდე დიდი ხნით ადრე, მხოლოდ უფრო ფართო მასშტ-აბით, ეს პრინციპები თეოსოფიამ წამოაყენა: ყველა მსოფლიო რელი-გიის გაერთიანება. ამ რაკურსით ეკუმენიზმი „ქრისტიანულ სახლში" თეოსოფიას წარმოადგენს. მამა ანდრია კურაევი გვაფრთხილებს, რომ ეკუმენიზმმა აგრესიული ფორმები მიიღო და წიგნის ბოლო თავებში შესაბამის პასუხსაც იძ-ლევა. მაგრამ ავტორისა და ნაშრომის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ მ. ანდრია არ საუბრობს ეკუმენიზმზე ვით საზიანო იდეაზე, რო-მელიც დიდი ხნის წინ უარყო ეკლესიამ გნოსტიკოციზმთან და თე-ოსოფიურ ტენდეციებთან ბრძოლაში. ავტორი საერთოდ გაურბის ეკ-უმენიზმის განსაზღვრებას და ამიტომ ეკუმენიზმში ორი სახის კონ-ცეფციის არსებობას ასკვნის: კარგის და ცუდის. ამასთან, „კარგი" ეკ-უმენიზმი გამართლებულია არა რაიმე იდეით, არამედ პრაგმატი-ზმით. მ. ანდრია აცხადებს, რომ ყოველი ჩვენგანი ნაწილობრივ ეკუმენის-ტები ვართ, ვინაიდან მივილტვით ურთიერთგაგებისა და ურთიერ-თობისაკენ. ავტორს თითქოს ავიწყდება, რომ ეკუმენიზმი არა ადა-მიანის შინაგანი განწყობილება, არამედ ისტორიული მოძრაობაა, რო-მელსაც თავისი პროგრამა, ორგანიზაცია და ფუნქციონირებადი ორ-განო გააჩნია. თუმცა მ. ანდრია იხსენებს ამის შესახებ და აცხადებს, რომ მართლმადიდებელი წარმომადგენლები არ უნდა გავიდნენ ეკ-უმენიზმიდან და არ უნდა დაკარგონ პოზიციები მის მმართველობით ორგანოებში. პირიქით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ აიძულონ ეკუმენისტური ორგანიზაციები მართლმადიდებლო-ბის სასარგებლოდ იმსახურონ. ე.ი. უნდა ვიყოთ ცრუ ორგანიზაციის წევრნი, მხარი დავუჭიროთ მას ეკლესიის ავტორიტეტით და შევე-ცადოთ მივიღოთ სარგებელი. მაგალითად თანხები გამომცემლობითი საქმიანობისათვის, ტაძრების შეკეთებისთვის და ა.შ. ამასთან, დავიწ-ყოთ, რომ ამით ეკლესია კარგავს თავის მთავარ სიმდიდრეს - ჭეშ-მარიტების მსახურების ზნეობრივ კაპიტალს. წარმოიდგინეთ, რომე-ლიმე მართლმადიდებელმა თეოლოგმა რომ განაცხადოს: ყველა ჩვე-ნგანნი ნაწილობრივ კომუნისტები ვართ, ვინაიდან ამ სიტყვის სა-ფუძველში „ერთიანობა" იგულისხმება. განა ერთობისკენ არ უნდა მი-ილტვოდნენ ქრისტიანები? თავად ზიარებას ეწოდება „კომუნიენ", ე.ი. მაზიარებელი უნებლიეთ კომუნისტი ხდება. კომუნიზმის მიზანია - „თანასწორობა, ძმობა, თავისუფლება და შრომა", რომელი ქრისტიანი იტყვის ამის წინააღმდეგ რაიმეს? მარქსის კომუნიზმის გარდა, რომე-ლსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. არსებობს კამპანელის და კიდევ სხვათა კომუნიზმიც. მათ სიკეთესა და გულწრფელობას ვერ დაუწუნებ. ამ-რიგად, კომუნიზმისადმი არაერთგვროვანი მიდგომა არსებობს: ერთ-ნი ვიწონებთ, მეორენი საკამათოდ მივიჩნევთ, ხოლო მესამენი უარვ-ყოფთ. ავტორის ლოგიკით, არ უნდა უარვყოთ კომუნიზმი, არამედ ეს ეკლესიის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მოდით, გავგზავნოთ მღვდ-ლები და ერისკაცები კომუნისტურ პარტიაში, დაეუფლონ იქ მმარ-თველობით პოზიციებსა და ხმების უმრავლესობას. გავგზავნოთ საუ-კეთესო ღვთისმეტყველები, რომლებისთვისაც ნაცნობია ორატორული ხელოვნება, მოიხვეჭენ ავტორიტეტს და აქტიურ მონაწილეობას მიი-ღებენ დუმის საქმიანობაში კომუნისტური პარტიის ეგიდით. სხდო-მების შესვენებებზე დუმის წევრების წინაშე დაამოწმებენ თავიანთ სუფთა მართლმადიდებლობას; პირად საუბრებში იკამათებენ მსოფ-ლმხედველობრივ საკითხებზე და არ ჩაეძინებათ ბიუჯეტის განხი-ლვის დროს. რას იტყოდა ამგვარ წინადადებაზე მ. ანდრია? ალბათ, იტყოდა, რომ ეს სულიერი ხუმრობაა, მაგრამ ის თავად ეყრდნობა მსგავს არგუმენტებს მართლმადიდებლების ეკუმენისტურ ორგანიზა-ციაში მონაწილეობის მოსაწოდებლად. მას მსოფლმხედველობრივი საკითხი პრაგმატიკის სფეროში გადაჰყავს. „ცუდი" და „კარგი" ეკუ-მენიზმის კონცეფცია ძალთა დისლოკაციის საშუალებად შეიძლება გამოდგეს, რათა სხვა მადესკრიდიტებელი ინსტიტუტი შეინარჩუნო უფრო ფარული და ფრთხილი სახით. მამა ანდრია აღწერს ეკუმენიზმისადმი შვიდ მიდგომას, რომლებსაც იწონებს. სინამდვილეში საუბარია არა ეკუმენიზმზე, არამედ კონტა-ქტის ისეთ ფორმებზე, როგორიცა საღვთისმეტყველო დიალოგი, მთა-რგმნელობით - საგამომცემლო საქმიანობა, პირადი შეხვედრები და ა.შ. მსგავსმა ბუნდოვანებამ უნდა აიძულოს მკითხველი დაივიწყოს, თუ რეალურად რას წარმოადგენს ეკუმენიზმი თავისი პროგრამითა და წეს-განგებით, თავისი მყარი პროტესტანტულ - თეოსოფიური მე-ნტალიტეტით. მართლმადიდებლების ეკუმენიზმში მონაწილეობაზე საუბრისას ავ-ტორი გვერდს უვლის ყველაზე მთავარ საკითხს: ჭეშმარიტია თუ არა ეკუმენიზმის იდეა. შეესაბამება კი ეს მოძრაობა ეკლესიის სწავლებასა და მის ისტორიას, დოგმატებს, კანონებს, პატრისტიკას. თუ შეე-საბამება, მაშინ ვალდებულნი ვართ მივიღოთ მონაწილეობა ეკუმე-ნიზმში, თუ არა, მაშინ ვალდებულნი ვართ დავტოვოთ ის. მართლმადიდებლური მორალი, იეზუიტურისაგან განსხვავებით, არა მხოლოდ წმინდა მიზანს, არამედ წმინდა საშუალებებსაც მოი-თხოვს. რელიგიური კომპრომისი ჩვენთან არ უნდა არსებობდეს! ეს ცრუ სივრცეში ჩართვას ნიშნავს, რაც გულგრილს არ უნდა ტოვებდეს ადამიანს. ეკუმენიზმი იწვევს, და უკვე ნაწილობრივ გამოიწვია საღ-ვთისმეტყველო აზროვნების კოროზია და დეფორმაცია. მ. ანდრია მიიჩნევს, რომ ეკუმენიზმისაგან შეიძლება სარგებელის მიღება, მაგრამ განა შემთხვევით გვიკრძალავს კანონები ერეტიკოსე-ბისაგან ეკლესიისთვის შესაწირის აღებას?! ვინც იღებს მსგავს ძღვენს, მან შემდეგში უნდა გაიღოს და გადაიხადოს. მამა ანდრიასთვის, ალბათ, ცნობილია ჰომეროსის ლექსი: „გეშინოდეთ ნობათის მომტან დანაელების" („ილიადა"). მ. ანდრია არა მხოლოდ „კარგ და ცუდ", არამედ „ადრინდელსა და გვიანდელ" ეკუმენიზმზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ადრეულ ეკუ-მენიზმში მონაწილეობდნენ XX ს-ის რუსული რელიგიურ - ფილოსო-ფიური აზროვნების დიდი წარმომადგენლები. მისი სიტყვით ისეთი ადამიანები, რომელთა „სიკეთეზე, გულწრფელობასა და ვაჟკაცობაზე" ძვირს ვერ იტყვი. მაგრამ სოლოვიურმა სკოლამ, რომლის გამგრძე-ლებელია რუსული ემიგრაციის ნაწილი, თავის თავში გამოხატა რუ-სული ინტელიგენციის ყველა წინააღმდეგობრივი ხედვა: სარწმუნო-ებრივი ძიებები, ფილოსოფიური რაციონალიზმი, ეკლესიის ტრადი-ციული ღვთისმეტყველების ოპონირება, მართლმადიდებლობის ანტ-იკურ - პლატონურ და დასავლურ - ფილოსოფიური მსოფლხედვების სინთეზის მცდელობა. ამ კეთილსინდისიერი ეკუმენისტებისა და ძველი რომანტიკოსების საპატიო რიგში მ. ანდრია დეკანოზ სერგი ბულგაკოვს აყენებს. იგი დუმს იმ ფაქტის შესახებ, რომ ბულგაკოვი გახლდათ ერთ-ერთი ყვე-ლაზე დიდი იდეოლოგი სოფიოლოგიური ერესისა, რომელიც ამხილა რუსეთის ორმა პატრიარქმა და მრავალმა ღვთისმეტყველმა, ვით ნე-ოწარმართული „ტროას ცხენი" მართლმადიდებლურ კარიბჭეში. ეკუმენიზმის თანამედროვე კრიზისს მ. ანდრია არასაკმარისი საღვ-თისმეტყველო ცოდნითა და ადგილობრივი ეკლესიების უპრინციპო წარმომადგენელთა დამოკიდებულებით ხსნის. კერძოდ, ის გულისხ-მობს მოსკოვის საპატრიარქოს ეკუმენისტური ორგანიზაციის წარმო-მადგენლებს. ავტორს ავიწყდება, რომ ეკუმენიზმში მონაწილეობდნენ და დღესაც მონაწილეობენ თეოლოგები, რომლებსაც მ. ანდრია ავტ-ორიტეტებად მიიჩნევს: მ. ლიბერი ვორონოვი და ბ-ნი ალექსი ოსტ-აპოვი, კურაევის სიტყვით, „მისი ყველაზე საყვარელი პედაგოგები". აშკარაა, მ. ანდრია ცდილობს დამალოს ის სამწუხარო ფაქტი, რომ თავად ეკუმენიზმის პროგრამაში ჩადებულია მავნე, ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინათ უარყოფილი პრინციპები და იდეები. დათესილი თესლიდან ყლორტები ამოვიდა. რაც დრო გადის, ისინი მით უფრო ძლიერ ამჟღავნებენ თავიანთ ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს. ხო-ლო მ. ანდრია მებაღეებს აბრალებს: რატომ იზრდება ეკუმენისტურ ბაღში ბალახი და ეკალბარდი და არა ვარდები? თავს უფლებას მივცემთ განვაცხადოთ, რომ ადრეულ ეკუმენიზმში უკვე მოიხაზა მისი თეოსოფიურ - გნოსტიკური კონტურები. დეკანოზი სერგი ბულგაკოვი წერდა: „კოსმოსი ლიტურგიკული ორ-განიზმია". სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ამ ლოკალურ, თითქოს მეტალისაგან გამობრძმედილ ფრაზაში, უკიდურესად შემჭიდროებ-ულ ფილოსოფიურ თეზაში, მან ეკუმენიზმის კრედო გადმოსცა: ეკ-ლესია და კოსმოსი გააიგივა ერთმანეთთან, შედეგად, ყველაფერი საკრალურად (წმინდად, განწმენდილად) არსებობს თავისი ყოფიერე-ბით. წიგნის პირველ თავს მ. ანდრიამ „ათი ეკუმენიზმი" უწოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის სხვადასხვა ეკუმენისტურ შეხედულებებს, შეფა-სებებსა და მიდგომებს გულისხმობდა. შევინარჩუნოთ პირველადი სახელწოდება.
არქ. რაფაელი (კარელინი) „Вызов Новомодернизма"
თარგმნა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |