მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


11-07-2015, 00:02

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   ხანდახან ეს ესაა, დატკბები უფლის სიახლოვით და მტერი ან თავად გადმოდის იერიშზე, ან ადამიანების მეშვეობით აღწევს საწადელს და უკიდურესი წუხილით გავსებს. ესაა ღვთის მსახურთა ხვედრი ამსო-ფლად. ვთქვათ, სიმშვიდე, გულის სიხარული მიიღე ბარძიმიდან და უცებ, იქვე, წირვის დამთავრებისთანავე საოცრად მწველი განსაც-დელი დაგიხვდება, რასაც თან გულის ტანჯვა ერთვის. თვით ბარ-ძიმთან კი, ათასნაირი ფიქრით გიბნევს მტერი გონებას, არ გინდა მოუსმინო, ებრძვი, გინდა რაც შეიძლება მეტ ხანს დატკბე უფლის სიახლოვით და არ განებებს ეშმაკი. ასე რომ, სანამ ვნებებია ცოცხალი, სანამ ძველ ადამს უდგას სული ჩვენში, მანამ საშველი არ იქნება, უამრავი ჭირი გველის ამსოფლიური ნაირ-ნაირი განსაცდელებისაგან, ძველი და ახალი ადამის ორთაბრძოლისას.

 

● ● ●

   თუ ხედავ, მშვიდობა გერღვევა, იმიტომ, რომ რაღაც ამსოფლიურზე გადაგენასკვა გული და მშვიდობის ნაცვლად მხოლოდ გაღიზიანე-ბით, სიავითა ხარ აღვსებული, იმ წამს დადექი გულის კართან, არ მისცე ნება ბოროტს, ჯოჯოხეთური ცეცხლი აგიბრიალოს გულში. გუ-ლმოდგინედ ილოცე, განმტკიცდი ღვთით, სძლიე შენს მოუთმენელ, ვნებიან გულს. ეჭვი არ გქონდეს, ეს საშინელი ხრჩოლი და გაღი-ზიანება მტრისგანაა, მტერი კი ძლიერად ერჩის გულს, განსაკუთრ-ებით გემრიელებით დანაყრებული მუცლის ფონზე, გამოცდილები-დან გეუბნები.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება