მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი
ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი31-07-2015, 00:03 |
ღმერთი ის სულიერი არსებაა, ვინც ყველაფერია, მის გარეშე არაფე-რი მოიაზრება, იგია დასაწყისი, გაგრძელება, სიცოცხლე, ყოველივე მასშია შენახული, დაცული; გამჩენი უსაზღვროდ მეტია ყველანაირ დროზე, სივრცეზე, იგი არასდროს დაწყებულა, არასოდეს დამთა-ვრდება, მის წინაშე ყველაფერი არარსებულივითაა, მოუკლებელია, მთლიანია ყველგან, თავისი ძალით უჭირავს ყველაფერი, რაც კი ყოფიერებაში არსებობს; ყველგანაა, წარმოუდგენელი სივრცეებშიაც კი და თავადაა განუსაზღვრელად დამტევებელი ყველანაირი სივრცისა, ერთი სიტყვით, ღმერთი არს მხოლოი მარტო, რომელი არს - ანუ იგია ერთადერთი არსებული.
● ● ● ჭეშმარიტი მორწმუნისათვის ხილული სოფლის საგნები გამქრალივ-ითაა. არ ეწყობა მისი არცერთი აზრი ისე, ღმერთის ხსენება არ იყოს შიგ: ყველგან სრულს, უსასრულო არსებას, ღმერთს ჭვრეტს. მას ისიც კი გონია, რომ თითოეული მისი სუნთქვა, ღვთის შესუნთქვაა. მის-თვის ღმერთი ყველგანაა, ყველაფერია, ქმნული თითქოს არც არსე-ბობდესო, თავის თავსაც, დიდი ხალისით აქრობს გონებაში და ასე უთმობს ადგილს საკუთარ თავში მხოლოდ არსებულ ღმერთს, მთლი-ანად მოქმედს მასში.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |