მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


3-08-2015, 00:02

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   კარგია, თუ ხანდახან, ლოცვისას, უფალს სიყვარულით აგიზგიზებ-ული, რწმენასავსე გულიდან შენი სიტყვებით დაელაპარაკები. რო-დემდე ღმერთთან სხვისი სიტყვებით საუბარი? როდემდე ვიყოთ ჩვილები სარწმუნოებასა და სასოებაში? საკუთარი გონების ხმარებაცაა საჭირო, უნდა გამოიტანოს გულმა გარეთ თავისი კეთილი სიტყვა, თორემ ამ სხვის სიტყვებს ისე ვეჩვევით, ვცივდებით და ვეღარც აღ-ვიქვამთ მათ. ისე სათნოდ უჩნს უფალს მორწმუნე, სიყვარულიანი, მადლიერი გულიდან წამოსული ეს ჩვენი ბუტბუტი, ვერც კი აგი-წერთ. და როგორ თრთის სული სიხარულით ამ სიტყვების წარმ-ოთქმისას? თბება, ცოცხლდება, ნეტარებაშია. ერთ-ორ სიტყვას იტყვი და ისეთი სიტკბოების ღირსი ხდები, რომელსაც ყველაზე მგრძნო-ბიარე, ყველაზე გრძელი ლოცვების წარმოთქმისასაც კი ვერ იგემებდი, რომელთაც, ჩვეულებრივ, არაგულწრფელად ვამბობთ.

 

● ● ●

   ახალ კაცს (განახლებულს) მორჩილება კმაყოფილებას გვრის, ძველი ძალსაა, ურჩია. ჰოდა, იყოს, უფალო, შენი ნება! და შენი ნების გამო-ხატულებად ვღებულობ ყველაფერს, რასაც ჩემი ბატონები მომთხო-ვენ; ყველაფერს, რასაც სხვები შემამთხვევენ; სულ ყველაფერს, რაც თავს გარდამხდება, როგორაც შენ ნებას, ისე ვღებულობ (იგულისხმება მოთმინება), რადგან არაფერი ხდება შენი ნების გარეშე. შენ სუფევ ყველგან, ყველას მიერ და შენა ხარ ყველაფერი.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 



უკან დაბრუნება