მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


9-07-2015, 00:02

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

 

   ...როგორ მოვიპოვოთ წარმატება კეთილ საქმეში? შინ, მწუხრი იქნ-ება თუ დილის ლოცვა, გნებავთ, ეკლესიაში მსახურების დროს, გუ-ლმოდგინება არ დააკლო, ბოლომდე მიიყვანე საქმე, მოიწადინე, რომ იგი ღვთის სადიდებლად აღასრულო. ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უსათუოდ შეგეწევა, მოგმადლებს ნათელ აზრს, მი-გახვედრებს, თუ როგორ წარმართო ჩაფიქრებული საქმე. მოხსენების, ან ქადაგების დაწერა გსურს და არ იცი, როგორ დაწერო, რაკიღა არ გაქვს გულში წყალი მაცოცხლებელი? მონიდომე და ლოცვისას წრფე-ლად ითხოვე შეწევნა ღვთისგან. გამჩენი და ყოვლადწმიდა ღვთის-მშობელი უსათუოდ მიგანიშნებს ამ საგანთან დაკავშირებულ სიტყ-ვასა და საკეთებელს, შუქს მოგფენს გულსა და გონებაზე, ნათლად დაგანახებს საკითხს ყოველი მხრიდან.

 

● ● ●

   კეთილშობილი და დიდსულოვანი ისაა, ვინაც უხვად არიგებს ირგ-ვლივ თავის ნიჭებს, უხარია, თუკი ვინმეს აამებს, შეეწევა და ამის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, თავში აზრადაც არ მოსდის ასეთი ფიქრი. კეთილშობილი, დიდსულოვანია კაცი, რომელიც არასოდეს დიდგულდება და ღიზიანდება იმის გამო, რომ მავანი მისი სიკეთით სარგებლობს, ხშირად აკითხავს შემწეობისათვის; არ ამცირებს ასეთ ადამიანს, არ მოსდის ეს ფიქრი, ისეთივე პატივისცემით ეპყრობა, როგორც მათი ნაცნობობის დასაწყისში, ან იქნებ უფრო უკეთაც კი. არადა, ჩვეულებრივ, როგორ ვიქცევით? ნაკლული პატივისცემით ვე-კიდებით, ზემოდან დავყურებთ ყველას, ვინაც და რაც ჩვენი და ჩვე-ნიანი ხდება, ვუშინაურდებით, რომ იტყვიან, უცებ ვიმწვანილებთ და აინუნშიაც აღარ ვაგდებთ. ხანდახან საყვარელი ნივთი ან საყვარელი ცხოველი უფრო მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ადამიანი.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება