მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


3-07-2015, 00:03

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   რა ცოცხალი შეგრძნება ჰქონდათ ღვთის კაცებს ღვთისა, როცა სულ-იწმიდით ქმნიდნენ ლოცვებს თავისა და ჩვენი გზის წარსამართად. რა მოკრძალებით, სიყვარულითა და სასოებით დგებოდნენ ლოცვად! მათი ლოცვის თითოეული სიტყვა ამას ამბობს: ჩვენთან და ჩვენშია ღმერთი, ხედავს თითოეულ ჩვენს აზრს, ყოველ ჩვენს სურვილს და ცრემლის ყოველ წვეთსაც კი.

 

● ● ●

   რა საზრიანი და ფრთხილია ჩიტი, ადვილად როდი უვარდება ხელ-ში მოხეტიალე მონადირეს და როცა ხედავს, რომ მონადირე უახ-ლოვდება, მაშინვე ტოვებს მიწას, ზევით მიფრინავს, მიუწვდომელი ხდება. ასეთი გონიერი და ფრთხილი უნდა იყოს ქრისტიანიც, უს-ხეულო მონადირის კერძი რომ არ გახდეს მისი სული. ჩვენი სული ცაში აფრენილი ჩიტივითაა, ეშმაკი - ბოროტი მონადირე, სულ იმას ცდილობს, როგორმე გადასანსლოს ვინმეს სული და როგორაც ზეცას აჭრილი ჩიტი უსხლტება ხელიდან მონადირეს და თავს შველის, ჩვენაც თუ ვხედავთ მტერს, ეშმაკს, რომელიც ამქვეყნიური საგნებით უპირებს სულს დატყვევებას, იქვე, დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ გულიდან, წამით არ უნდა შევეთვისოთ მიწიერს. ისეო ქრისტესთან, ჩვენს მხსნელთან ერთად უნდა ავფრინდეთ ცაში და ასე ადვილი იქ-ნება მონადირის ბადეებისაგან თავის დაღწევა.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 



უკან დაბრუნება