მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი
ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი29-06-2015, 00:02 |
გული უსათუოდ უნდა განეწყოს ლოცვისათვის. სხვაგვარად ამოშ-რება ლოცვა. ღვთის სიყვარული, სიწრფელე, უბრალოება - ლოცვის თვისებები გახლავთ. ლოცვა სულით უნდა, რადგან ღმერთი სულია და არა ხორცი. ლოცვა ჭეშმარიტი უნდა და არა ცბიერი, რადგან ჭე-შმარიტებაა ღმერთი. იგივე ითქმის წმინდანებთან დაკავშირებითაც. მარტო ბაგეებით ნუკი მიმართავ, რადგან მათ არა აქვთ ბაგეები, ხმა და არაფერი სხეულისმიერი, ანთებული გულიდან, სულიდან ელაპარაკე, რადგან გული გულს ეძებს და სცნობს: სისხლი და ხორცი როდი იმკვიდრებს სასუფეველს, არამედ ღვთის სიყვარულით ავსებული, წმინდა სული.
● ● ● „სულსა ნუ დაავსებთ" (1 თეს. 5, 19) - ამბობს ღვთის სიტყვა და უნდა ახსოვდეს ეს ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით მღვდელსა და ყრმე-ბის აღმზრდელს. ჩვენი სული ღვთისა და კაცის სამსახურისათვის უნ-და იყოს ანთებული, მხურვალე. რა ძვირფასი იქნებოდა ჩვენი ღვაწლი ღვთის წინაშე ადამიანებისათვის, თავად ჩვენთვისაც, რწმენით, სიყვა-რულით, გულმოდგინებით, მთელი გულით, სრული ძალისხმევით რომ ვასრულებდეთ საქმეს და რა იოტისოდენი, მშრალი და უნაყოფოა ეს მსახურება, თუ მას უნიათოდ, გულგრილად, უღიმღამოდ ვეკიდე-ბით. დიდი პასუხისმგებლობა გვედება ღვთის წინაშე საკუთარი თა-ვისა და მათ გამოც, ვისი მზრუნველობაც გვაკისრია.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |