მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მცირე დრო გვაქვს დარჩენილი, და ღმერთმა უწყის, თუ როდის განქარდება ის

მცირე დრო გვაქვს დარჩენილი, და ღმერთმა უწყის, თუ როდის განქარდება ის


3-08-2016, 00:04

 

   როდესაც ვსაუბრობთ მამა ეფრემზე, არ შეიძლება არ მოვიგონოთ მისი მოძღვარიც, იოსებ ისიხასტი, ანუ მეუდაბნოე, როგორც მას უწოდებდნენ. იოსებ ისიხასტი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა თანამედროვე ათონის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ მამა იოსების გარეშე, ალბათ, არ იქნებოდა არც მამა ეფრემი. აქ ჩვენ ვხედავთ იმ "ოქროს ჯაჭვს" მამებისეული გადმოცემისა, რომლის შესახებაც ხშირად ამბობდნენ წმინდა მამები. 
   ათონის წმინდა ანას განმარტოებულ მცირე სავანეში მოღვაწე იოსებ ისიხასტთან 1847 წ. ჩამოვიდა ცხრამეტი წლის მოშურნე ჭაბუკი - მომავალი მამა ეფრემი. მან თავისი თქმით "ბერის ფეხებთან" გაატარა თორმეტი წელიწადი, გაძლიერდა და გაფრთოვანდა სულიერად, მიიღო სქემა და გახდა მღვდელი.
   მამების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გეოგრაფიული გარემო გამო-ირჩეოდა მკაცრი კლიმატური პირობებით, და პრაქტიკულად მთელი საძმო დაავადმყოფდა. ისინი იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ ახალ სავანეში, რომელიც ზღვის სანაპიროსთან იმყოფებოდა და განთქმული იყო თავისი რბილი მიკროკლიმატით. მამა იოსებმა აქ დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება.
   მისი მოწაფე კი, მამა ეფრემი, ხარების ტაძრის მოძღვარი გახდა. შე-მდეგში ის გადავიდა ნეტარ თელოთუეს ათონელის მონასტერში, სადაც იღუმენად აირჩიეს. ამჟამად, მამა ეფრემი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც დიდი მოშურნეობით ქადაგებს ღვთის სიტყვას და უკვე ჩამოაყალიბა რამოდენიმე მონასტერი. თელოთუეს საძმო ათონზე, წელიწადში ერთი თვით მასპინძლობს თავის მოძღვარს, როდესაც მამა ეფრემი ჩამოდის ამერიკიდან, მათი მონასტერი იმ პერიოდში ივსება ათონელი ბერებით, რომელნიც სულიერი რჩევებისა და ლოცვა-კურთხევისათვის მიდიან მამა ეფრემთან.
   
 
 
   მცირე დრო გვაქვს დარჩენილი, და ღმერთმა უწყის თუ როდის გან-ქარდება ის. ამიტომ ვიღვაწოთ და ყურადღება მივაპყროთ საკუთარ თავს. ძლიერი ლოცვითა და შემართებით განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი ბოროტი აზრი. დაე, ვიდგეთ მამაცურად, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა ბნელეთის ძალების წინააღმდეგაა მიმართული, რომელნიც არასდროს დადგებიან ჩვენს მხარეზე, არასდროს არ შეასუსტებენ თავის თავდასხმებს. აღვდგეთ ძმანო და არ მივეცეთ მცონარებას, იმიტომ რომ ჩვენ უდიდესი საშიშროების (მარადიული ცხოვრების დაკარგვის)  წინაშე ვდგავართ თუ დავმარცხდებით, მაშინ დავკარგავთ ჩვენს სულს, მოვაკლდებით მარადიულ ნეტარებასა და ღმერთში სიხარულს, და განვისჯებით მეორე სიკვდილისათვის, რომელიც ნიშნავს მარადიულ დაშორებას ღვთისაგან, რაც დაე, ნუ იქნების.
 
***
  ვიღვაწოთ მთელი ძალისხმევით - ხორციელი და სულიერი მარხვით. ვებრძოლოთ ჩვენი სულის მტრებს. დაიცავი, შვილო, ჩემო, შენი გრძნო­ბები, განსაკუთრებით თვალები. თვალები - რვაფეხას კლანჭებია, რომელიც იტაცებს ყოველივეს, რაც მის წინ მოძრაობს. ისინი ყველაზე იოლად ისრუტავენ ცოდვისმიერ მსხვერპლს. თვალების დაუოკებლობის გამო დაეცნენ სულიერი სვეტები და დაიღუპნენ. დავითმა თვალებისადმი განლაღებული დამოკიდებუ-ლების გა­მო, ჩაიდინა მკვლელობა და მრუშობა, არ დაგავიწყდეთ, რომ მეფე დავითი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, ფლობდა ღვთაებრივ მადლს და სულიერი ჭვრეტის უნარი ჰქონდა. რადგან შენ შვილო ჩემო, სხვადასხვაგვარი ცოდვის გარემოცვის ქვეშ იმყოფები, დაიცავი გრძნობები, განსა­კუთრებით კი გონება. ამბა ისაკის თქმით: გონება შედის მოყვასის საი­დუმლო საქმეებში. როდესაც გვისახავს უწმინდურებას, ის ბილწი მხატვარი ხდება. ამიტომ, ნებისმიერი საშუალებით შეეცადე დაიცვა გონება წმიდად. განაგდე უჯერო აზრები და ცოდვისმიერი ოცნებები ძლიერი ლოც­ვითა და მრისხანებით: "გული გუწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ!". (ეფ. 4. 26).
 
***
  მარადჟამს მღვიძარე იყავით და დაიცავით თქვენი გული და გონება, იმიტომ რომ მონდომებაზეა დამოკიდებული ცხოვრება და სიკვდილი უკვდავი სულისა.
   ყოველივე გონების წარმოსახვითი ნაწილისაგან იწყება. არ არსებობს არც ისეთი ცოდვა, არც სათნოება, რომელსაც საწყის წყაროდ გონების წარმოსახვითი ნაწილი არ გააჩნია. მაშასადამე, გონების წმიდად დაცვის შემთხვევაში მიღწევადია ჩვენი წმიდა მიზანი - ცხონება.
   სულიერი მღვიძარება, თავის არსით აი რას წარმოადგენს: გონების წმიდა დაცვა ყოველგვარი ნებისმიერი ფანტაზიისაგან და იესოს ლოცვის მეშვეობით ეშმაკის თავდასხმებისაგან თავდაცვა.
   მღვიძარების გარეშე მიუღწევადია სულისა და სხეულის სიწმინდე. ნუ შეშინდებით ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმებით, არამედ იღვაწეთ მამაცურად და ღვთის სასოებით, რომელიც არ დაუშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელს,რომელსაც ვერ ვიტვირთავთ.
 
***
  ერთი წმიდანი განაგდებდა ეშმაკებს, მათ მისი ეშინოდათ. მას მორჩილმა დაუსვა შეკითხვა:
   - მამაო, ეშმაკებს შენი რატომ ეშინიათ?
   - შვილო, აი რას გეტყვი, - უპასუხა წმიდანმა, - მე გონებაში ავხორც-ეული აზრებისაგან დიდი ბრძოლა მქონდა, მაგრამ არასდროს დამითმია მათვის, მე ყოველთვის ვიბრძოდი ისეთნაირად, რომ ფრონტის არე გონების საზღვრებთან* მიმდინარეობდა, და ეშმა-კისთვის არასდროს მიმიცია ნება გონების შიგნით შემოსვლისა და იმის გამო, რომ ბრძოლა შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა, ღმერთმა მომმადლა მე ეს მადლი და კურთხევა, რომ დემონების ეშინოდეთ ჩემი და გამოდიოდნენ ადამიანებისაგან.
   ხედავთ წმინდა მამა ებრძოდა განსაცდელს ჯერ კიდევ კარებს მიღმა, სანამ დაიწყებდა კარებზე მობრახუნებას. რატომ არ უღებდა კარებს? რა ჰქონდა მას შიგნით, რაც ეწინააღმდეგებოდა განსაცდელს? - მას ჰქონდა წმინდა აზრები. წმინდა აზრებით ოყო დაკავებული მისი გონება, განსაცდელი ლამობდა შესვლას, მაგრამ მისთვის წმიდანის გონებაში ადგილი არ იყო, მას ღვთის ხსოვნა აკავებდა. ამგვარმა მუდმივმა გამარჯვებებმა ისეთი მადლი მიანიჭა წმიდანს, დემონებს ეშინოდათ მისი და გამოდიოდნენ ადამიანებისაგან.
  უდიდესი ქების ღირსია ის ადამიანი, რომელიც შეაკავებს ბოროტს გონების საზღვართან.
 
***
  იღვაწე შვილო ჩემო ღვთისსათნო ღვაწლით, რომელსაც მიჰყავს ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე. დაუდევი კეთილი საწყისი შენს ღვაწლს, რათა მოიპოვო საუკეთესო აღსასრული. შენი გონება მიაჯაჭვე იესოს ლოცვას, და ის გახდება შენთვის ყველაფერი: სიხარულისა და სიმშვიდის, სინანულისა და მცხოვნებელი ცრემლის წყარო, რომელნიც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესსა და ღირებულზე უმსუბუქესს გახდის.
   შვილო ჩემო, როდესაც დუმხარ და ყურადღებით ასრულებ ლოცვას, ე.ი.  როდესაც გონების თვალი მიპყრობილია ლოცვისაკენ და არ გადარბის სხვა საგნებზე, მაშინ შენი გონება უახლოვდება იესო ქრისტეს. თი მუდამ დაიმდაბლებ თავს, ეს უდიდეს სულიერ სარგებელს მოგიტანს.  განუწყვეტლივ განიკითხე შენი თავი და არასოდეს გაამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გან-საცდელისა თუ საქმის დროს დამნაშავედ საკუთარი თავი მიიჩნიე და არა მოყვასი, ამას ჰქვია სიმდაბლე.
 
 
***
   შვილო ჩემო, ფრთხილად იყავი ოცნებებთან და ცოდვისმირ აზრე-ბთან მიმართებაში. ყოველივეს სათავე აზრებია. დააყენე დარაჯი გონებასთან, რათა მან არ მისცეს უწმინდურ სურათებს გონების წარმოსახვით ნაწილში შეღწევის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩდება საშიშროება იმისა, რომ სული სცოდავს და განარისხებს მას, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა.
   სულიერი მრუშობა ძალიან ოილად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ნებას ვაძლევთ უწმინდურ აზრებსა და მსგავს ოცნებებს იბატონონ ჩვენში. ეს სხვა არაფერი, თუ არა სულიერი მრუშობა.
  თუ გსურს, რომ სძლიო მრუშობის ეშმაკს დაიცავი თვალები მი-უღებელი გამოსახულებების - გაზეთების, ჟურნალების და მსგავსი უმსგავსოებისაგან.
 
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება