მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


27-06-2015, 00:01

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

  თუ გინახავთ, რა მოკრძალებით, პატივისცემითა და სიმდაბლით ეპყრობიან ჩინოსნებს ქვეშევრდომნი ნებისმიერ საზოგადოებაში, როგორ მოწიწებას, პატივისცემას, სიმდაბლეს იჩენენ მათ მიმართ და ასე, ურთიერთობის ამ წესით აღასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ემორჩილებიან მათ! თუ გინახავთ, რა მოწიწებით, რა მკაცრად და-ცული ეტიკეტებით იქცევიან მეფესთან დაახლოებული პირები? და ეს ყოველივე გახლავთ სწორედ ნიმუშები იმისა, თუ როგორ უნდა ირჯებოდეს ქმნილი, შემოქმედის წინაშე. დამბადებლის კანონების დაცვა, გაჩენილთა კეთილდღეობის საწინდარია.

 

● ● ●

   ღვთის ბრძნული განგებულებით ერთი მდგომარეობა ამსოფლად მეორეს მოასწავებს და ერთს მეორე ცვლის: პატივს უპატიობა, სიღარიბეს - სიმდიდრე, ჯანმრთელობას - სნეულება; სიმდიდრის მონიჭებამდე უფალი ხშირად უიკიდურესი გაჭირვებით გვცდის, მდიდრები კი კარგავენ ყველაფერს. დიდ პატივს უპატიობა მოსდევს, მაღალი იდეების საფეხურზე მყოფს დამცირების დათმენა უწევს და ეს იმიტომ ხდება, რომ როგორმე შევძლოთ, დავაფასოთ ღვთის მოცემული ნიჭები, რათა დალხინებულთ სიამაყემ არ გვძლიოს და იქნებ როგორმე შევიძინოთ ცოდნა იმისა, რომ ყველაფერი, რაც მოგვეცა, დაუმსახურებელია, საჩუქარია მეუფისა.

 

(გაგრძელება იქნება...) 

 

 



უკან დაბრუნება