მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი
ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი25-06-2015, 00:11  | 
| 
 
 
 
 რაკიღა ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, შესაბამისად, მი-სი ბუნების უზრუნველსაყოფად, საშუალებებიც ორნაირია: სხეულის ჯანმრთელობისათვის ჰაერი, საკვები, წყალი, შუქი და სითბოა საჭი-რო; სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის ლოცვა (როგორც ჰაერი სულისა), ღვთის სიტყვის კითხვა, მაცხოვნებელი საიდუმლოებები, სიკეთისათვის მიმართული აზროვნებაა აუცილებელი. 
 ● ● ● ნუ დაღონდები, გულს ნუ გაიტეხ, თუკი სულს ჯოჯოხეთური წყვდიადი, ერთი მეორეზე უფრო შავი ღრუბელი ედება, როცა გული მძვინვარე მრისხანებით, შურით, ეჭვითა და წინააღმდეგობით გევ-სება; ერთხელ და სამუდამოდ დაისწავლე: შეუძლებელია, აზროვნე-ბის ჰორიზონტს რუხი ჩრდილები არ დაედოს, მაგრამ ისინი უცებ ქრებიან, სწორედ ისე, როგორაც ცაზე უცებ გაჩენილი და უცბადვე გადაყრილი ღრუბელი, მერე ისევ ნათდება აზროვნების სფერო. ბუნ-ებაში აუცილებელიც კია მოქურუხებული ღრუბლები, დღის სინათ-ლის ჩაბნელება, მაგრამ ეს ღრუბლები დღემოკლეა, უცებ გადაიყ-რებიან ხოლმე, მერე ისევ ნათელი მზის შუქი მკვიდრდება, თანაც უწინდელზე უფრო ძლიერი შუქი. 
 
 (გაგრძელება იქნება...) 
 უკან დაბრუნება  |