მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


23-07-2015, 00:02

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

  ნეტარებისა და წამების დონე მომავალს სოფელში განსხვავებული იქნება. ამას აქვე ადასტურებს ამა თუ იმ ადამიანის, ან თუნდაც ერ-თიდაიგივე კაცის სულის მდგომარეობა ჩვენსავე სინამდვილეში, სხვა-დასხვა დროსა და განსხვავებულ გარემოებებში. რამდენადაც უბრა-ლო, კეთილი და კაცთმოყვარეა კაცი, მით უფრო ნეტარია შინაგანად; რამდენადაც მზაკვარი, ბოროტი და თავკერძა, იმდენად უბედური; რამდენადაც ძლიერია მასში სარწმუნოება და სიყვარული, მით უფრო სულნათელია; რამდენადაც სუსტია სულით, მით უარესი მისთვის. ასე რომ, მცირედმორწმუნენი, ურწმუნონი, კაცთმოძულენი, ყველაზე უბედური ხალხია. ასე იცოდე მომავალი ტანჯვის შესახებაც.

 

● ● ●

 ზოგიერთს პროგრესულად მოაზროვნეთაგან ეკლესია საკუთარ მტრად ეგულება. არადა, ვის უყვარს კაცი ისე (ღვთის მერე), ვინაა ის-ეთი ბრძენი და კეთილმოსურნე ადამიანების მიმართ, როგორაც ეკლე-სია: ყველაფერი, რაც ჩვენს ბუნებასა და კეთილდღეობას ესაჭიროება, სულ ყველაფერი, ეკლესიაშია ჩადებული, დაუნჯებული, სწორედ ისე, როგორაც სახარებაში სიტყვები ცხოვრებისა (ღვთისა!); ეკლესიაა ჭეშ-მარიტი დედა ყველასი, ვისაც ნამდვილად სწამს ქრისტე, იგია ყვე-ლაზე უღალატო მეგობარი, იგი პასუხობს ყველა არსებით საჭიროებას ქრისტიანებისას, სულიერსაც, ნივთიერსაც, ვგულისხმობ, მატერიალ-ური სახის მოწყალებას და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წმინდა სუ-ლის შეწევნას, რომლითაც ყოველი ჩვენთაგანი სულდგმულობს.

 

(გაგრძელება იქნება...) 

 


უკან დაბრუნება