მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


15-06-2015, 06:19

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   შეიძლება ფოთოლმა ხის გარეშე, ან ხემ მიწის, ჰაერისა და სითბოს გარეშე იარსებოს? ასევე შეუძლებელია არსებობდეს თუნდაც ერთი საგანი ღვთისა, მისი ძისა და სული წმინდის გარეშე. ღმერთია ჩემი ყოფიერება, სუნთქვა, ძალა, წყალი, საზრდელი ჩემი. მას ვყავარ უბეში, როგორც დედას თავისი ჩვილი და უფრო მეტიც: ის დაატარებს ჩემს სულსა და სხეულს.

 

● ● ●

   როგორაც რომ წმიდა სამება, ჩვენი ღმერთი ერთი არსებაა, მაგრამ სამსახოვანი, ჩვენაც ასევე განუყოფლები, ერთარსნი უნდა ვიყოთ. როგორც ჩვენი ღმერთია მარტივი, ჩვენაც ასეთივე სიმარტივე მო-გვეთხოვება და თანაც ისეთი სიმარტივე, თითქოსდა ჩვენ ყველა ერთი არსება ვიყოთ, ერთი გონებით, ერთი ნებით, ერთი გულით, ერთი სიკეთით, იოტი სიმრუდის გარეშე, ერთი სიტყვით, უმწიკვლო სი-ყვარულით, როგორც ღმერთია სიყვარული და „მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოან. 3, 17-22).

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება