მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


13-06-2015, 15:26

 

 

  ვისია ხეზე ფოთლები? ღვთისა. ვისგანა გაქვს კეთილი აზრები? ღვთისგან. ვისგან აქვს ხეს ძალა, ისე გაამდიდროს თავისი მერქანი, რომ ფოთოლი და ნაყოფი დაისხას? ღვთისგან, ანუ გამჩენისგან. ვი-სგან გვაქვს უნარი აზროვნება - მეტყველებისა? ღვთისგან. ბოროტად თუ იყენებს ხე ღვთისგან ბოძებულ ძალებს? არა. ადამიანი, ადამიანი თუ ხმარობს ავად ღვთისგან ბოძებულ უნარებსა და ძალებს? კი, რადგან: ბოროტად იყენებს გონებას, გამჩენისგან მიმადლებულს, რო-მელიც ღვთის, მისი ჭეშმარიტების შემეცნებას უნდა ხმარდებოდეს, სიავით ივსებს გულს, რომელიც ღვთისა და მოყვასის სიყვარუ-ლისთვის მიეცა, რათა ეგრძნო ნეტარება ღმერთთან გაერთიანებისა. კაცი თავისუფალ ნებასაც ბოროტისაკენ წარმართავს, არადა, ეს ნება სათნოებათა შეძენას, მათ სრულყოფას უნდა ხმარდებოდეს მთლი-ანად, ბოლომდე, დაუსრულებლად.

 

● ● ●

   ჩვენს სხეულს, მის ყველა ორგანოს ღმერთი ამოქმედებს, ზრდის, ამტკიცებს და აღაღორძინებს. ბალახი იქნება ეს, ცხოველი თუ ხე, იქაც ღმერთია მოქმედი. „უკუეთუ გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვა-ლე თორნეს შთაეგზნების, ღმერთმან ესრეთ შემოსის" (ლუკ. 12, 280), ხეებს უმშვენიერესი ფოთლითა და ნაყოფით ამკობს, ცხოველებს ას-ულდგმულებს, აცოცხლებს. ჩვენ კი, იოტის ნახევარზეც, როგორაც ამბობს მოციქული: „...ვერ ძალ-გიძს ერთისა თმისა განსპეტაკებად" (მათ. 5, 36). უსასრულოდ, დიდსა და მცირედშიაც, მოუზღუდავი - იგი მუნარსია სამყაროსი, ყველაფერშია, რადგანაც დაუნაწევრებელია და უპირატესი ყველაფერზე.

 

(გაგრძელება იქნება...) 

 



უკან დაბრუნება