მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ლომის ბრმა ბოკვრები

ლომის ბრმა ბოკვრები


15-08-2012, 21:24
  უდაბნოში ბევრი ცხოვრობდა უბინაოდ, სრულიად უბრალო ქოხის გარეშეც კი. მათ განდეგილები ერქვათ. მიუხედავად დიდი მანძილისა, ერთ განდეგილს ორი ბერი ესტუმრა, რომლებიც მონასტერში ცხოვრების დროს მას კარგად იცნობდა. ბერებმა გაიგეს მისი კეთილმოღვაწეობის შესახებ და სტუმრობა გადაწყვიტეს. განდეგილი გაურბოდა ადამიანებთან შეხვედრას, მაგრამ მეგობრებთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და მათთან სამი დღე გაატარა. მეოთხე დღეს, როდესაც სტუმრები წასასვლელად ემზადებოდნენ, განდეგილთან უზარმაზარი ძუ ლომი მოვიდა, მის ფეხებთან დაეცა და მას თავისკენ ეწეოდა. განდეგილი ლომს გაჰყვა. ბერებიც ასე მოიქცნენ. ლომმა ისინი თავის გამოქვაბულთან მიიყვანა, სადაც მათ ხუთი ბრმა ბოკვერი ელოდა. დედამ სათითაოდ გამოიყვანა შვილები გამოქვაბულიდან და განდეგილის წინ დასვა, განდეგილი მიხვდა, რასაც ითხოვდა მისგან დედა. მან თვალებზე ხელი დააფარა ბრმა ბოკვერებს და უფალს მათი განკურნება შესთხოვა. ბრმებს მაშინვე აეხილათ თვალი . . .
მონასტერში დაბრუნებულმა ძმებმა ყველას უამბეს, უფლის სასწაულისა  და მისი მიმდევრის რწმენის შესახებ.
 
თარგმნა დოდო დონაძემ

უკან დაბრუნება