მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > ევქარისტიის შესახებ (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ევქარისტიის შესახებ (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


1-06-2015, 00:02

ევქარისტიის შესახებ (ნაწილი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   ჩვენ გვაშფოთებს ბ-ნი ოსიპოვის ცალმხრივი შეხედულება საიდუმ-ლოებებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავის გატაცებით ან კიდევ საი-დუმლოებების შესახებ კათოლიკური სწავლების წინააღმდეგ ბრძო-ლის ნიღბით, სწავლებისა, რომელსაც საიდუმლოებებში ადამიანის პიროვნების მონაწილეობა მინიმუმამდე დაყავს, საიდუმლოს კი გა-ნსაზღვრულ სულიერ მექანიკად აქცევს, ის იმ ზღვარს სცილდება, რომელიც მართლმადიდებლობას პროტესტანტიზმისაგან ყოფს და საიდუმლოს ობიექტურ მხარეს ფრიად ამცირებს, რაც ყველა რეფო-რმატორისათვისაა დამახასიათებელი.

   მაგრამ სადაა ღირსების კრიტერიუმი საიდუმლოებებში მონაწილე-ობისათვის? ზნეობრივი ადამიანები თავს ხშირად უღირსად თვლიან და თავიანთ რწმენას - მცირედად; მეტიც: რამდენადაც მეტად ზნე-ობრივია ადამიანი, იმდენად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. ეს მაშინ, როცა ვნებიანი და ამაყი ადამიანი თავის თავს ღვთის ღი-რსად თვლის. სად იპოვა ბ-ნმა ოსიპოვმა ობიექტური კრიტერიუმები და ორიენტირები, რომ შეუძლია ასე თამამად ამტკიცოს, როდის სრუ-ლდება საიდუმლო და როდის არა?

   მოციქულ პავლეს, როცა ის ადამიანებს ზიარებასთან დაკავშირებით აფრთხილებდა, მხედველობაში ჰქონდა რწმენა იმისა, რომ მაზიარ-ებელი ქრისტეს ხორცსა და სისხლს მოიღებს. მან ამას „გულისხმის-ყოფა"1 უწოდა, ანუ ევქარისტიის დოგმატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ბ-ნი ოსიპოვი ცდილობს ჩრდილში მოაქციოს კართაგენის კრების და-დგენილება, რომელიც ჩვილების მონათვლას ბრძანებს, თუმცა ჩვი-ლების ნათლობაში მონაწილეობს რწმენა მათი, მშობლებისა, ნათლი-ებისა და თავად ეკლესიისა. დაუდევარ მეტყველებას ბ-ნი ოსიპოვი რაღაც უცნაურ ტავტოლოგიამდე მიჰყავს: ის „ყოფიერების არსებობის ხასიათზე" საუბრობს, მაშინ, როცა „არსებობა" და „ყოფიერება" - სი-ნონიმებია. ეს იგივეა, რომ ილაპარაკო ყოფიერების ყოფიერებაზე ან არსებობის არსებობაზე. ღვთისმეტყველება სტილისტურ სიზუსტეს მოითხოვს. ფილოლოგიური უსუსურობა კი სიტყვათა ასეთ შეხამებას მრავალი მკითხველისთვის აბდაუბდად აქცევს. ჩვენ ასევე გვაფიქრებს ბ-ნი ოსიპოვის შესავალი სიტყვა: „ლაპარაკია არა რაიმე უდიადეს სა-იდუმლოზე, არამედ ევქარისტიის საიდუმლოზე". წმიდანები საიდუ-მლოთა შორის უდიადეს საიდუმლოს სწორედ რომ ევქარისტიას უწოდებდნენ, ხოლო დიონისე არეოპაგელი - საიდუმლოთა საიდუ-მლოს.

   აქ ბ-ნი ოსიპოვი უნებლიეთ ამხელს საკუთარ თავს. მისთვის ევქარი-სტია არა უდიადესი საიდუმლოა, არა ცენტრია სულიერი ცხოვრებისა, არამედ მასალაა რეფორმაციისათვის.

   ბ-ნი ოსიპოვი ფსიქოლოგიურ არგუმენტებს მიმართავს. კათოლიკუ-რი ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლისა და კათოლიკური ლექისაგან მართლმადიდებლობის გაწმენდის საფარით ის უბრალოდ სპეკულ-ანტობს მართლმადიდებელთა დაძაბული ყურადღებით კათოლიკ-ური აგრესიის მიმართ ყველა დონეზე. შემდგომ, კათოლიციზმის ყა-იდაზე მართლმადიდებლობის სტილიზებით, იგი სიტყვიერი ხმაუ-რის საფარქვეშ თავად მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას იწყ-ებს და ამავდროულად მას ერთგულებას ეფიცება. ეს პოპულისტების ჩვეული ილეთია - ყვირილი: „ქურდი დაიჭი".

   ბ-ნი ოსიპოვის მეორე ფილოსოფიური ილეთი შემდეგში მდგომარე-ობს, ის ამბობს: თუკი ბარძიმში ხორცი და სისხლია, მაშინ მაზია-რებლები - კაციჭამიები არიან. ის ყვება რომელიღაც ნერვიულ მანდი-ლოსანზე, რომელიც ამ აზრის გამო საშინელებამ მოიცვა. ჩვენ ვფიქ-რობთ, რომ ამ მანდილოსანს, თუკი ის საერთოდ არსებობს, მსგავსი შეკითხვით თავისი მოძღვრისათვის უნდა მიემართა და პასუხი მი-სგან მიეღო, თუმცა ეს მისი საქმეა. ჩვენ სხვა რამ გვაკვირვებს: ღვთი-სმეტყველების პროფესორმა რად არ აუხსნა მას, რომ ჩვენ არ ვეზი-არებით - მომიტევეთ ასეთი შედარებისათვის - ქრისტეს ხორცის ნაჭ-რებით, არამედ ამ იდუმალი სხეულის თითოეულ ნაწილაკში ქრისტეა - სხეულით, სულით, და ღვთაებრიობით, რომელიც მაზიარებლის სულთან და სხეულთან უხილავად ერთდება, რომ ეს საიდუმლო ამავდროულად უმაღლესი რეალიაა, რომ მღვდელთმსახურების შედა-რება არ შეიძლება ყასაბთან, რომელიც დაკლული არსების სხეულს ნაწილებად ჭრის, რომ სხეულის თითოეულ ნაწილაკში და სისხლის ყოველ წვეთში - ცოცხალი ქრისტეა.

   გვინდა პატარა მაგალითი მოვიყვანოთ. ნერვიული ქალბატონი ავარ-იაში რომ მოყოლილიყო და საავადმყოფოში აღმოჩენილიყო, სადაც მას ეტყოდნენ, რომ ვენაში სხვისი სისხლის გადასხმა სჭირდება, რათა ცოცხალი გადარჩეს, ის ამ შესაძლებლობას ისე ჩააფრინდებოდა, რო-გორც მაშველ რგოლს და აღშფოთებული არ ეტყოდა ექიმებს, რომ სისხლის გადასხმა - ეს ანთროპოფაგიის ვარიანტია. პირიქით, შეძრ-წუნდებოდა, თუკი საავადმყოფოში დონორის სისხლის არ აღმოჩნ-დებოდა.

   ბატონი ოსიპოვი უარყოფს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს სოტერიო-ლოგიური დოგმატებიდან - ლიტურგიაზე პურისა და ღვინის გარ-დაქცევას მაცხოვრის ხორცად და სისხლად. ბატონი ოსიპოვი გამოდის თეორიით პურისა და ღვინის ქრისტეს იპოსტასთან შეერთების შე-სახებ, რომლის დროსაც ისინი არ გარდაიქცევიან ხორცად და სის-ხლად, არამედ პურად და ღვინოდვე რჩებიან, ოღონდ ღვთის სიტყვის იპოსტასთან შეერთებულ პურად და ღვინოდ. ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით, ახლა კი ვიტყვით, რომ ზოგიერთ პროტესტანტულ დენომინაციებში, რომლებიც გარდამოარსებას, ან თუ გნებავთ, საუფ-ლო (წმინდა) ძღვენთა გარდაქცევას გადაჭრით უარყოფენ, ასევე და-იშვება მისი სახელდება ქრისტეს ხორცად და სისხლად. იქაც არის თავისებური რწმენა, რომ პური და ღვინო ქრისტესთანაა შეერთე-ბული: ზოგთან - რომ ქრისტე პურს თავისი ენერგიით მსჭვალავს; სხვებთან - რომ ქრისტე ადამიანის სუბიექტური რწმენის მეშვეობითაა პურთან შეერთებული და ა.შ.

  ამიტომ ბ-ნ ოსიპოვის ყველა განმარტება ფეშხუმზე და ბარძიმში მყოფი ქრისტეს ნაწილების შესახებ, ურწმუნობას, პროტესტანტიზ-მისაკენ გადახრას წარმოადგენს: ევქარისტიული ძღვენი ზიარების სიმბოლოდ რჩება, ხორცად და სისხლად მათი სახელდება კი მე-ტაფორად. მართლმადიდებლებთან ზიარება - ეს ყოფიერების ონტო-ლოგიაა; პროტესტანტებთან კი - განსაზღვრულ პირობებში ქრისტე-სთან მეტაფორულად, პირობითად და ფარდობითად შეერთებული სახეა.

   ვლადიმერ სოლოვიოვს აქვს ერთი ნაწარმოები, რომელიც გამოიყო-ფა მისი ჩვეულებრივი გნოსტიკური ეკლექტიკიდან, - უკანასკნელი ნაწარმოები, რომელიც მან სიკვდილის წინ დაწერა, როგორც მონა-ნიება. მე მას არ ვიღებ მთლიანად, მაგრამ იქ არის სახასიათო ეპიზ-ოდი. ანტიქრისტე, ქრისტიანთა წინაშე გამოსვლისას, ყოველნაირად ცდილობს უჩვენოს თავისი ერთგულება მართლმადიდებლური სარწ-მუნოებისადმი, პატივისცემა მისი სწავლებისადმი; ის მათ ეკლესიის მიწიერი მოწყობის საქმეში დახმარებას პირდება, მაგრამ როცა უსვამენ შეკითხვას სწამს თუ არა, რომ ქრისტე - ძე ღვთისაა, ანტიქრისტე ჩუ-მდება, მას არ შეუძლია პასუხის გაცემა.

   როგორც ვთქვით, პროტესტანტებს სიტყვიერი ხრიკების მეშვეობით შეუძლიათ გადაკრულად და სიმბოლურად ევქარისტიულ პურს ქრისტეს ხორცი უწოდონ. მაგრამ პირდაპირ შეკითხვაზე: სწამთ თუ არა, რომ ევქარისტიის დროს პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა არა მეტაფორულად, არამედ რეალურად და ნამდვილად, მათ დამაჯერებელი პასუხის გაცემა არ შეუძლიათ: ან გაჩუმდებიან, ან იტყვიან, რომ არ სწამთ.

  ლიტურგიის ბოლოს მღვდელი სეფისკვერებიდან ცოცხალთა და მკვდართათვის ამოკვეთილ ნაწილებს ბარძიმში ჩაუშვებს სიტყვე-ბით: „მიუტევენ უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა, პატიოს-ნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა", სისხლით, რომელიც გოლგოთაზე იქნა დათხეული, ახლა კი ბარძიმშია, და არა ღვინით, რომელიც გაუგებარ კავშირშია ქრისტეს იპოსტასთან. მხო-ლოდ ქრისტეს სისხლს ძალუძს ადამიანური ცოდვების განბანა და ცათა სასუფევლის მინიჭება. ლიტურგია - ეს გოლგოთის მსხვერპ-ლის გაცხადებაა, ეს მოქმედება და საიდუმლო ასახვაა გოლგოთის მსხვერპლისა, ოღონდ იდეალური ასახვა, სადაც სახე პირველსახეს შეესაბამება. წმიდა სამებისადმი ქრისტეს ხორცი და სისხლი შეიწი-რება: ამ მსხვერპლს უფალი გაიღებს და მას თავადვე შეიწირავს.

   ბატონი ოსიპოვი ამბობს: „უფალი თავის იპოსტასში პურსა და ღვი-ნოს შეითვისებს", მაგრამ შეთვისება - ეს სრულიადაც არ არის მსხვე-რპლი, მით უმეტეს ერთარსი გოლგოთის მსხვერპლისა, არავის შეეძლო კაცობრიობის ხსნა გარდა ჭეშმარიტი ღმერთკაცის - იესო ქრისტესი. დოკეტები გოლგოთას მისტიფიკაციად თვლიდნენ. ბატონ ოსიპოვს, მიუხედავად თავისი სიტყვიერი გამომგონებლობისა, არ სჯერა, რომ ევქარისტია - ეს გოლგოთის მსხვერპლის რეალობაა, რეალობაა სწორედ იმიტომ, რომ მასში ცოცხალი ქრისტე მყოფობს თავის ჭეშმარიტ ხორცსა და თავის ჭეშმარიტ სისხლში. თუკი პური და ღვინო, პურად და ღვინოდვე რჩება, როგორი სხვა განწმენდაც არ უნდა მიეწეროს მას, ლიტურგია მისტიფიკაციად გადაიქცევა.

   ბატონი ოსიპოვი ქრისტეს იპოსტასში პურისა და ღვინის იპოსტასურ შეერთებაზე საუბრობს. ეს უაზრობაა, რის დამტკიცებასაც ვცდილ-ობთ. ღვთაებრივი იპოსტასის სამი პირი განუყოფლად მყოფობენ ურ-თიერთში; ხოლო სწავლება მარცვლისა და ნაყოფის იპოსტასად მიღების შესახებ („ქალკედონურად"), - ეს ან ვერ გაგებაა სიტყვისა „იპოსტასი", ან სურვილია ყოველი საშუალებით თავისი კონცეფციის დამტკიცებისა და გამართლებისა. ძე ღვთისას განკაცება, როგორც თავის იპოსტასში ადამიანური ბუნების მიღება, ერთადერთია და განუმეორებელი, ამის შესახებ ყველა წმიდა მამა საუბრობს. ღმერთ-კაცის იპოსტასში პურისა და ღვინის მიღებას მესამე ბუნება შემოყავს (ღმერთი, ადამიანი, მცენარე) და ბ-ნ ოსიპოვის მიმდევრები „ტროი-ფიზიტები" ხდებიან. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 


 

1ჰრომ. 15, 21.

 

 

 

 

 

 

ნაწყვეტი ბროშურიდან „Еще раз о еретических заблуждениях ПРОФЕССОРА МДА А. И. Осипова".

არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი) 

უკან დაბრუნება