მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > შესაძლებელია თუ არა პატრისტიკის აღორძინება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

შესაძლებელია თუ არა პატრისტიკის აღორძინება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


9-07-2015, 00:07

შესაძლებელია თუ არა პატრისტიკის აღორძინება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიაში გაისმა ახალგაზრდობის ხმა იმის თაობაზე, რომ საჭიროა სქოლასტიკიდან1 პატრისტიკასთან2 დაბრუნება, უარი ითქვას ლიტუ-რგიკასთან ღვთისმეტყველების დაახლოების ეგრეთ წოდებულ (უფ-რო სწორად მათ მიერ წოდებულ) „იურიდიულ თეორიაზე". ეს ღვთის-მეტყველები მხურვალედ საუბრობდნენ იმაზე, რომ სქოლასტური მე-თოდი ღვთისმეტყველების ინვოლუციას და დეგრადაციას წარმოა-დგენს წმ. მამათა თხზულებებთან მიმართებაში, რომლებთანაც თეო-ლოგიური კვლევა წარმოდგენილი იყო როგორც დიდ ტილოზე შესრ-ულებული ერთიანი სურათი და თვით სტილი ამ ნაწარმოებებისა, მეტაფიზიკური ჭეშმარიტების უშუალო და ცოცხალი აღქმის დასტ-ური იყო.

   პატრისტიკულ ლიტერატურაში ორი გნოსისის ჰარმონიას ვხედავთ: გონების და გულის; წმიდა გადმოცემების და შინაგანი სულიერი გამოცდილებისა. ახალგაზრდა თეოლოგები პატრისტიკის პერიოდის ნოსტალგიამ შეიპყრო და ისტორიის საჭის შებრუნება „ოქროს საუ-კუნისაკენ" სურდათ. მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სა-ერთო თანხმობის მიუხედავად საქმე არ იძვროდა: გაისმოდა მოწ-ოდებები, რასაც თანხმობის ექოთი ეხმაურებოდნენ, იქმნებოდა პრო-ექტები, რომელთაც თანაუგრძნობდნენ, სქოლასტიკური მეთოდი კი განაგრძობდა არსებობას, თითქოსდა კრიტიკოსებს არ შეეძლოთ მისი მტკიცე ჯავშნის გარღვევა. კეთილი ზრახვები საკმარისად იყო, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდიოდა.

  ეკლესიის მრავალი ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი მართლმადი-დებლურ სასწავლებლებში მე-17, მე-18 ს. შეჭრილ სქოლასტიკას კა-თოლიკური მეთოდოლოგიის არაკრიტიკული დასესხებით საკმაოდ გლუვად განმარტავს. ამიტომ ისინი თვლიან, რომ საკმარისია საღვ-თისმეტყველო მეცნიერებას ისტორიული „ქაფი" მოეხსნას, ლათინური ტერმინები ბერძნული ან რუსული ექვივალენტით შეიცვალოს, მოს-ცილდეს სწავლების სქოლასტური სტრუქტურა, ანუ უხეში, ანალიტ-იკური სისტემა, და სკოლებში პატრისტიკული ღვთისმეტყველება დაბრუნდება. თუმცაღა ეს საკითხი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თვით სქოლასტიკა კათოლიციზმში დროის სულმა წარმოქმნა. ანალოგიურმა სისტემებმა აღმოსავლეთში მაშინ იწყეს გა-მოჩენა, როცა ჰუმანიზმმა საზოგადოების ჟანგივით გამოხვრა და ეკ-ლესიის საკრალურ სივრცეში შემოჭრა დაიწყო. კაცობრიობა საუკუ-ნეების მიყოლებით კატასტროფულად კარგავდა სულიერებას. პატრი-სტიკისათვის აუცილებელი იყო ცოცხალი მისტიკური და ლიტურ-გიკული გამოცდილება. უამისოდ „თვალი სულისა" ბრმავდება და როგორც მცენარე ფესვის გარეშე, იშრიტება სულიერი სამყაროს უშ-უალო ხედვის უნარი, რასაც წმიდა მამებთან ჭვრეტა ეწოდება და რომელსაც რწმენა უტყუარობის ხარისხში აჰყავს. ღვთისმეტყველება ადამიანთა გულებში დასაყრდენს ვეღარ პოულობს და ამიტომ რო-გორც მაშველ რგოლს, ცოდვებით ნაკლებ დაზიანებულ ადამიანურ გონებას, გონების ძალას ეჭიდება, ღვთისმეტყველებას სხვა გამოსა-ვალი არ ჰქონდა. როცა კაცობრიობის სულიერების დონემ იკლო, როგორც გვალვისას მდინარემ, ღვთისმეტყველებამ საშველად ყოფილ მსახურს, აწ მოკავშირეს გონებას უხმო, რათა აბსტრაქტულ სისტემას დაყრდნობოდა. დადგა ალტერნატივა: ან საკუთარი სახლის ფანჯრის გისოსივით უხეში ანალიტიკური სისტემა, ან შეხედულებათა ქაოსი და ფართო ველი თეოლოგიური მანიპულაციებისათვის. აქამდე ჭეშ-მარიტების კომპასს გული მართავდა, ამიერიდან კი ის ლოგიკის კან-ონებს უნდა ემართათ. თუმცა სქოლასტიკა ზელოგიკურ დოგმატებს სცნობდა, მეტაფიზიკური საგნების შესწავლის საკითხებში ის ჩვეულ რაციონალისტურ მეთოდზე გადავიდა: აბსტრაგირების, ანალიზის და სინთეზის. ღმერთი ადამიანის სულის შინაგანი ფაქტორიდან კვლევის გარეგან ობიექტად იქცა. ღვთისმსახურებაში ჩართვა და ლოცვითი განწყობა ნაწილობრივ აქარწყლებდა ამ წინააღმდეგობას, მაგრამ სეკ-ულარიზაციის პროცესი ძალებს იკრებდა. ღვთისმეტყველების სახელ-მძღვანელოები ღმერთის შესახებ ერთგვარი „მარმარილოსებრი" სიცი-ვით წერენ ისევე, როგორადაც შესაძლოა მსჯელობა ფილოსოფიურ წყობასა და დასკვნებზე, სადაც თვით წმიდა წერილის სიტყვები პო-სტულატებად აღიქმება. და მაინც, სქოლასტიკა, რომელსაც ადამიანის გულში არ ჰქონდა ფესვი გადგმული, მას თავისუფალს ტოვებდა როგორც სიკეთისათვის, ასევე ბოროტებისათვის. ადამიანს შეეძლო პირადი ღვაწლით განევითარებინა საკუთარი სულის მისტიკური ინ-ტუიციები, ლოცვით გაეთბო გული და პირიქით, შეეძლო ლოგიკური სქემის დამსწავლელი ათეისტი ყოფილიყო.

   ამჟამად შეინიშნება ახალი ტალღა, რომელსაც „პატრისტიკული აღო-რძინება" სურთ უწოდონ, მაგრამ ამას არც საზოგადოების ცხოვრებაში და არც ადამიანის გულში არა აქვს საფუძველი, ამიტომ პარალელური აღმშენებლობის არმქონე ნგრევად - რევიზიად გადაქცევა ემუქრება. ჩვენ უაპელაციოდ გვიცხადებენ: „მართლმადიდებელი ეკლესიის სიმ-ბოლური წიგნები და კატეხიზმოები კათოლიკური სკოლის მიბაძვაა" და მაშინვე იმ გზის გამეორება იწყება, რომელიც პროტესტანტიზმმა უკვე განვლო. სქემა სუბიექტური კვლევით იცვლება, ლოგიკის დეს-პოტიზმს კერძო აზრთა ანარქიზმი ცვლის (არისტოტელეს დესპოტ-იზმს - დიოგენეს „მორწმუნის" ანარქიზმი). ბატონ „სქოლასტმბრ-ძოლებს" არ სურთ გაიგონ, რომ პატრისტიკასთან შეკვეთით დაბრუ-ნება ნაკლებადაა შესაძლებელი. თანამედროვე ადამიანის მენტალიტ-ეტი სხვაგვარი გახდა. სქოლასტიკა პატრისტიკასთან შედარებით შე-საძლოა ნეგატიური სახითაც წარმოადგინო, მაგრამ რატომღაც ცოტანი თუ დაფიქრებულან საკითხზე: იყო კი სინამდვილეში სქოლასტიკა სულიერების დაცემის საბედისწერო მიზეზი? თუ იგივე დაცემის შედეგი იყო ამავდროულად? სქოლასტური სისტემების მკაცრი რეგ-ლამენტის დარღვევით თანამედროვე ღვთისმეტყველის გონება ხომ არ აღმოჩნდება „კოსმოსური უწონობის" ან უმართავი ყოვლისმ-სანსლავის მდგომარეობაში? ხომ არ იქცევა ეს რევოლუციური რომა-ნტიკა ეკლესიის გადმოცემების წინააღმდეგ ბრძოლად, ხოლო თვით პატრისტიკა მხოლოდ ეგზოტიკურ მოდად და შესაძლოა ახალი „ღვთისმაძიებლობის" პრელუდიად თანამედროვეებისათვის, რომლე-ბისთვისაც უცხოა წმიდა მამათა სული და აქედან გამომდინარე მათი თხზულებებიც? თანამედროვე ადამიანი პატრისტიკისაგან მეტადაა გათიშული, ვიდრე სქოლატიკისაგან. იმისათვის, რომ პატრისტიკა გასაგები გახდეს, არა მხოლოდ სასკოლო პროგრამა უნდა შეიცვალოს, ასევე ქრისტიანული საზოგადოებების და უპირველეს ყოვლისა, ღვთისმეტყველთა ცხოვრება და მენტალიტეტიც.

  აქ საჭიროა არა რეფორმა, არა ბრძანება ხელმოწერითა და შტამპით, არამედ ასკეზი თუ არა და დაიწყება წმიდა მამათა ციტატებით და სახელებით მანიპულირება, რაც მათთან ერთად ერთ კალაპოტში დი-ნების, მათ თხზულებებთან შინაგანი თანხმობის გარეშე მოხდება; ვარსკვლავების შესახებ უსინათლოების კამათად იქცევა.

   ვფიქრობთ, რომ სინამდვილეში პატრისტიკის აღორძინების საფარქ-ვეშ, სამსჯავრო მზადდება, მაგრამ არა სქოლასტიკის, არამედ მართლ-მადიდებლობისა, რომელსაც მოწინააღმდეგის დროშასავით ნაკუწებ-ად დაფლეთენ, და თითოეული, ვისაც მოესურვება, ამ ნაკუწებისაგან „ნეოპატრიოტული ნეომართლმადიდებლობის" საკუთარი „შემოქმე-დებითი" სურათის შეწებებას დაიწყებს.

 


 

 


1სქოლასტიკა (ბერძ. სკოლა) ეს სახელი დაუმკვიდრდა „შუასაუ-კუნეების ფილოსოფიის" მიმართულებას, რომელიც უპირატესად ის-წავლებოდა სკოლაში. იმ დროს ფილოსოფია ღვთისმეტყველების „მსახური" იყო და ამიტომ არ იკვლევდა ბუნებას და გარემომცველ სინამდვილეს, არამედ ცდილობდა ეკლესიის ზოგადი დოგმატები-დან კონკრეტული დასკვნები ეკეთებინა და ადამიანის ქცევის წესები განესაზღვრა. აქედან - ცხოვრებისაგან ყველაფერს მოწყვეტილს, ასო-კირკიტს, გამოწვლილვას, ფაქტების და პრაქტიკის გარეშე, ზოგადი ცნებებით და დასკვნებით ოპერირებას „სქოლასტიკა" ეწოდება. წა-რმომადგენლები: ალბერტ ბოლშტედტელი, თომა აქვინელი, დუნს სკოტი და რაიმუნდ ლული (XIII ს.).

2პატრისტიკა I-V სს. ქრისტიანული ღვთისმეტყველება, ეკლესიის მამათა აპოლოგეტიკა, რომლებიც თავიანთი სარწმუნოების დოგმა-ტებს წარმართული ანტიკური ფილოსოფიისაგან იცავდნენ.


უკან დაბრუნება