მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > აპოკალიპსურ დროსა და „აპოკალიპტიკოსებზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

აპოკალიპსურ დროსა და „აპოკალიპტიკოსებზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


17-06-2015, 00:07

აპოკალიპსურ დროსა და „აპოკალიპტიკოსებზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ჩვენი დრო აპოკალიპსურია, მაგრამ როდის არ იყო ის ასეთი? ქრის-ტიანები ჯერ კიდევ მოციქულთა დროს ხედავდნენ ბოროტების დე-მონურ განსახიერებას და გამოვლინებას მათ გარემომცველ სამყაროში, სისხლიანი დევნის დროს ერთგვარად საკუთარი თვალით ჭვრეტდნენ აპოკალიპსისის აჩრდილს და „ქვესკნელის მხეცის" შავბნელ მოხაზ-ულობას, რომელსაც ეკლესიის, ქრისტეს სასძლოს დაფლეთა ისე სუ-რდა, როგორც ლომები გლეჯდნენ ქრისტიანთა სხეულებს რომის კოლიზეუმის კედლებში. მსოფლიო ისტორიის მოვლენებში ისინი წინასწარ შეიგრძნობდნენ მომავალ კატასტროფებს და აპოკალიპსური სურათების კონტურები მათ თვალწინ სულ უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთებოდა. აპოკალიპსი დედამიწაზე ქრისტეს მოსვლის დროიდან დაიწყო. იოანე ღვთისმეტყველი პატმოსზე ჭვრეტდა, რა არის და რა იქნება. ბოროტება ყოველთვის არსებობდა მსოფლიოში და თაობიდან თაობამდე მატულობდა. ის წყალუხვ მდინარეს ჰგავს, რო-მელიც პლატინას ხეთქავს და ნაპირებს ტბორავს. ბოროტება პირო-ვნებებში, ქრისტიანობის მტრებში კონცენტრირდება. ისინი ისტორიის სცენაზე გამოდიან, როგორც ანტიქრისტეს წინამორბედნი, მაგრამ არ-ის კიდევ ნაცრისფერი, ყოველდღიური აპოკალიპსი - ეს სიყვარულისა და რწმენის დაშრეტაა, ეს გარყვნილება და სიცრუეა, გულგრილობა და სისასტიკეა, ადამიანის ყოველდღიური ბრძოლაა ადამიანის წინააღ-მდეგ, რაც მას სულიერ სიხარულს ართმევს და ცხოვრებას წვრილმან დანაშაულებათა ჯაჭვად უქცევს. ეს გულმოდგინე და როგორღაც შეუმჩნეველი მუშაობაა ბნელი ძალებისა, რომლებიც მომავალ მხეცს გზას უმზადებენ. ამ მხრივ აწმყო უკვე შეიცავს მომავლის ელემენტებს და მის წინასახეს წარმოადგენს.

   როცა სიბერე დგება, ამბობენ: „ახლოსაა სიცოცხლის ბოლო". მაგრამ ის რამდენ ხანს გასტანს, არავინ იცის, შესაძლოა, სიჭაბუკეზე ხან-გრძლივიც აღმოჩნდეს. მთიდან დაშვებას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ასვლას. ახლა, ისევე, როგორც ადრე, ქრისტიანები ცოდვის მზარდ ძა-ლას და სიკეთის მოკლებას, მსოფლიოს ამ ზნეობრივ ენთროპიას ხედავენ. მაგრამ დრო, როცა ისტორიის უკანასკნელი გვერდი გად-აიშლება, უცნობია. უფალმა თქვა, რომ მალე მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად, მაგრამ რომელ კოსმიურ განზომილებებშია ნათქვამი ეს სიტყვები, ჩვენ არ ვიცით. იოანე ღვთისმეტყველის გამო-ცხადებაში წერია, რომ ნეტარ არიან ისინი, ვინც ამ წიგნს, აპოკალიპსს კითხულობენ, ნეტარნი კი იმიტომ არიან, რომ დედამიწაზე სამუდ-ამოდ ცხოვრებით არ ცდუნდებიან, განსაცდელისათვის მზად არიან, რომ ბოროტების საბოლოო დამარცხება და სიკეთის გამარჯვება უწ-ყიან. მაგრამ აპოკალიპსის ხილვები არ ფარავდა ქრისტიანთათვის მათი ცხოვრების მთავარ ამოცანას, თავიანთი თავი სიკვდილისათვის და ქრისტესთან შესახვედრად მოემზადებინათ, რაც ისტორიის ვადე-ბისაგან დამოუკიდებლად მოხდება. მომავლის გახსნა აიძულებდა მათ აპოკალიპსი საკუთარ გულებში ეძებნათ და ეხილათ, ანუ იქ, სადაც ქრისტე ანტიქრისტეს ებრძვის, სადაც დემონი ადამიანის გუ-ლის ტაძრის დანგრევას ლამობს, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ხან წმიდანთა შორის, ხანაც ბნელი ძალების ხროვაში ხედავს. ეს შინაგანი აპოკალიპსი მოღვაწეთათვის იხსნებოდა, ისინი საკუთარ თავს დას-ტიროდნენ, თავიანთ გულებში მსოფლიო ტრაგიზმს ჭვრეტდნენ და გრძნობდნენ.

   ნეტარი ავგუსტინე წერს: „ღმერთმა იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ბოროტების განადგურებით გააკეთებდა. მან თვით ბოროტებას სიკეთის სამსახური აიძულა", მაგრამ დემონს, როგორც ღვთის მაი-მუნს, სიკეთისა ბოროტებად, ხოლო აპოკალიპსის წიგნის რაღაც სამ-კითხაო წიგნად ქცევა უნდა მადლის არმქონე ადამიანთა ხელში. ასე გაჩნდა შინაგანი სულიერი ცხოვრებიდან გათიშული „აპოკალიპტი-კოსის" ტიპი, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლის დროისა და ქვეყნი-ერების დასასრულის გამოთვლითაა დაკავებული, ანუ იმ საიდუმლოს მოპარვა სურს, რომელიც ქრისტემ ქვეყნისაგან დაფარა. ის საგულ-დაგულოდ აგროვებს ცნობებს კატასტროფებზე, ამონაჭრებს ჟურნალ-გაზეთებიდან წყალდიდობებზე, კომეტის მოახლოებაზე და ა.შ. თავის მსმენელებს მოზეიმე ტონით ეუბნება: „აი ოზონის ხვრელი გაიხსნა და ყველანი გამოსხივებით დაიხოცებიან; თუ შეიტყვეთ სიახლე, გვიახ-ლოვდება კომეტა, რომელიც დედამიწას უნდა შეეჯახოს, მოხდება აფეთქება, რაც კაცობრიობას გაანადგურებს. თუ ოკეანეში ჩავარდა, დიდი ტალღები მთელ დედამიწას დაფარავენ, როგორც წარღვნისას". ამ დროს ის გარშემომყოფთ მოზეიმე სახით უყურებს, იღებს სქელ რვეულს, სადაც ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებები უწერია და ამტკიცებს, რომ ყველაფერი ასრულდა. შემდეგ რაღაც ტოლობები გამოჰყავს და აცხადებს, რომ ანტიქრისტე უკვე ქვეყანაზეა, ის ერთ ან ორ წელიწადში გამოჩნდება. შემდეგ სულმოუთქმელად საუბრობს იმაზე, რომ ანტარქტიდაში ყინულის დნობა იწყება, ოკეანის დონე რამდენიმე მეტრით აიწევს და სანაპირო ქალაქებს დატბორავს; შავ ზღვაზე გოგირდწყალბადის აფეთქება მოხდება და ვულკანებიც კვლავ ამოქმედდება. თვითონ თუ სჯერა ამ ყველაფრისა უცნობია, თუმცა მისთვის მთავარი ისაა, რადაც უნდა დაუჯდეს, ეფექტი მოა-ხდინოს.

  თუკი მღვდელი ხდება ასეთი „აპოკალიპტიკოსი", მაშინ სამწყსოს სულიერი ცხოვრება თანდათანობით იხშობა და მრევლი მეტს ფიქ-რობს იმაზე, რომელი კატასტროფა როდის დაატყდება მსოფლიოს, ვიდრე მადლის მოხვეჭაზე, ურომლისოდაც ადამიანი თვითონ ხდება ანტიქრისტე საკუთარი თავისათვის. ასეთი მწყემსების საუბრისას სა-მწყსოსთან ატმოსფერო ელექტროვდება, სულიერი მოძღვრისაგან ყვე-ლანი ისე მოელიან ქვეყნიერების აღსასრულის გამოცხადებას, როგ-ორც სულების გამომძახებელი მოელის პასუხებს მედიუმისაგან სპი-რიტიზმის სეანსებზე. თუმცა ასეთი წინასწარმეტყველება, ჩვეულებ-რივ, არასდროს სრულდება, მაინც ცდილობენ ეს არ შეამჩნიონ ან გამოთვლებში შეცდომას მიაწერონ. ასეთ თემებში იესოს ლოცვით არ არიან დაკავებულნი, არ კითხულობენ წიგნებს სულიერ ცხოვრებაზე, იქ არ არის ადამიანთა გულების გამათბობელი სულიერი სინათლე, იქ ერთგვარი შიშის „მაგიაა". ასეთი ხალხი ივიწყებს ღვთის განგებუ-ლებას, ქრისტეს აღთქმას, ჯოჯოხეთის კარიბჭეთაგან დაიცვას თავისი ეკლესია. მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ეუბნებიან: „შეიტყვეთ სიახლე, რომელიღაც შემთხვევის შესახებ თუ წაიკითხეთ? ესე იგი ქვეყნის აღსასრული მალე იქნება". ამავე დროს ეს ადამიანები თავს უკანასკნელი ჟამის წინასწარმეტყველებად გრძნობენ და თვლიან, რომ განსაკუთრებულ მისიას ასრულებენ.

   იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიპსი ცეცხლოვანი ენითაა დაწერი-ლი, თითქოსდა ელვითაა ნაქსოვი, ის მახვილია დაუდევრობისა და გულმავიწყობის წინააღმდეგ, ადამიანის გულს გაცივების საშუალებას არ აძლევს და ამავდროულად ამაყი და სინანულის არმქონე სულებ-ისათვის იქცა მახვილად, რომლითაც ისინი საკუთარ თავს ჭრილო-ბებს აყენებენ.

   აპოკალიპსი, ეს არა იმდენად რექვიემია სამყაროსი, რომელიც იღუ-პება, რამდენადაც ზეციდან ჩამომავალი ახალი იერუსალიმის სადი-დებელი ჰიმნია. ძველი ქრისტიანები ქვეყნიერების აღსასრულს მოელ-ოდნენ, როგორც ტანჯვისაგან თავის დაღწევას და უკეთეს ცხოვრებაში გადასვლას. თანამედროვე აპოკალიპტიკოსები საუბრობენ ქვეყნის აღ-სასრულზე, როგორც გარდაუვალ კატასტროფაზე. ამის შემდეგ რა მო-ხდება, მათ ნაკლებ ადარდებთ. დამხობილი ბაბილონის მიღმა ზეცი-ურ იერუსალიმს ვერ ხედავენ. ასეთ აპოკალიპტიკოსს რომ ჰკითხოთ, თუ როგორ ემზადება ქრისტეს მოსვლისათვის, დაკავებულია თუ არა იესოს ლოცვით, ცხოვრებას სინანულში თუ ატარებს, მოწყალებას გასცემს თუ არა? ის გიპასუხებთ: „შევიტყვე, რომ ანტიქრისტე უკვე დაბადებულია, ხელისუფლებაში 30 წლისა მოვა და 3 წელიწადს იმ-ეფებს, ადამიანებს შუბლსა და ხელზე ბეჭედს დაასვამს, მე ხალხს ვაფრთხილებ, რომ ეს არ გააკეთონ". თუკი მას ეტყვით, რომ არა მხოლოდ უარყოფა ანტიქრისტეს ბეჭდისა, ასევე ქრისტეს ბეჭდის მი-ღებაა საჭირო, ნიშნისა, რომლის წინაშეც სამოთხის მცველი ქერუბიმი ცეცხლოვან მახვილს დაუშვებს და რომ ესაა გულთან შეერთებული სახელი იესო ქრისტესი, აპოკალიპტიკოსი გიპასუხებთ: ჩემთვის ეს არ უსწავლებიათ, სამაგიეროდ შემიძლია აგიხსნათ, რას ნიშნავს მხეცის რიცხვი.

  აპოკალიპსი წმ. ფილარეტ მოსკოველის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გონების ადამიანის საყვარელი წიგნი იყო. მასში ის მართლმადიდებლობისათვის საბრძოლველად ძალებს იკრებდა. ამ ბრძოლას იგი ათეულობით წლების მანძილზე აწარმოებდა. ისტორი-ის საიდუმლოებებში ვნებიანი და ამაყი ხალხის შეღწევის მცდელობამ შესაძლოა, ეს ხალხი სულიერ გზააბნეულობასთან მიიყვანოს ან მათი ყურადღება მთავარიდან, სულიერი ცხოვრებიდან გარეგან, ჩვენგან დაფარულ ცხოვრებაზე გადაიტანოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტესთან შეხვედრა მოხდება არა მხოლოდ მეორედ მოსვლის დღეს, არამედ სიკვდილის შემდეგაც, ეს კი გარდაუვალია ყოველი ად-ამიანისათვის. ქრისტესთან შესახვედრად თითოეული ქრისტიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ემზადოს.

 

 

 



უკან დაბრუნება