მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საღვთისმეტყველო რეფორმატორობის საშიშროების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

საღვთისმეტყველო რეფორმატორობის საშიშროების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


14-06-2015, 00:10

საღვთისმეტყველო რეფორმატორობის  საშიშროების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

   მესამე და მეოთხე საუკუნეები ტრინიტარული კამათების ეპოქა იყო, მეხუთე და მერვე - ქრისტოლოგიური დოგმატების ჩამოყალიბებისა. მეთოთხმეტე ასწლეული - ტრანსცენდენტულის და იმანენტურის თანაფარდობის გამორკვევისა ღვთაებაში. მეოცე საუკუნეში თეოსო-ფიურ და ეკუმენისტურ განწყობასთან დაკავშირებით, მოდერნისტ-ებმა სარწმუნოების დოგმატები ეკლესიაში რთული პრობლემატიკით ჩაანაცვლეს, რომელშიც იკვეთება ორი ამოცანა: არსებული ისტორი-ული ეკლესიის მიმართ ურწმუნოება ან ეჭვი დააფუძნონ და არარ-სებული ეკლესიის ძიება წაახალისონ. რამდენადაც მართლმადიდე-ბლობის სულიერი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს ევქარისტია, იმ-დენად ისიც, განწყობებისდა მიხედვით, რევიზიონისტული კრიტი-კისა და ახალი კონცეფციების აგების საგანი უნდა გახდეს.

  მაშ ასე, მოდერნისტების პირველი ამოცანაა ისტორიული მართლ-მადიდებელი ეკლესიის საზღვრების წაშლა, მისი გადაქცევა რაღაც ამორფულ, განუსაზღვრელ, ცვალებად ეგზისტენციურ ცნებად, მისი გადაყვანა სუბიექტივიზმის და ფსიქოლოგიზმის სფეროში, გარეგანი მტკიცე ორიენტირების დანგრევა.

   თეოსოფები ამბობენ: ყველგან ეძიეთ ჭეშმარიტება, დაანგრიეთ ავტ-ორიტეტები, იქ, სადაც დოგმატია - ჭეშმარიტება არ არსებობს. ჩვენ გვინერგავენ აზრს: ეკლესია ყველგან და არსადაა, ეს ცნება ჩვენს სულიერ თვალსაწიერზეა დამოკიდებული. მაშ ასე, „დაარღვიეთ ეკ-ლესიის შემომზღუდავი ღობეები, ისინი ვერ აღწევენ ზეცამდე". რო-გორც ჩანს, ასეთი ძიებებისა და რღვევების საბოლოო შედეგი იქნება დასკვნა, რომ ეკლესია - ეს კოსმოსია, სიწმინდე - თავად ყოფიერება, ხოლო თითოეული ადამიანი - თეურგი ხელთუქმნელ კოსმიურ ტა-ძარში; რომ ფრინველთა გალობა, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ვარს-კვლავთა მსვლელობა - ეს სამყაროული ლიტურგიაა.

   ახლა მოდერნისტებს სურთ ევქარისტიას მიადგნენ, აჩვენონ, რომ ის არ არის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, არამედ მხოლოდ მათი სახეა. ასეთი კონცეფციის საბოლოო შედეგი კი იქნება ის, რომ თითოეული ადამიანი - თეურგი ხელში აიღებს რა ყურძნის მტევანს, ან, ვთქვათ ვაშლს, და თუკი ხელმოსაკიდი არაფერია, მიწის კოშტს, წარმოსახვით ან მედიტაციით ირწმუნებს, რომ ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია და ამით შეეძლება ეზიაროს, როგორც ევქარისტიის დროს. ალბათ აქამდე ჯერ შორსაა, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყო. აქ იგივე ძველი ილეთია: მოურიდებლად ბრალი დასდო ეკლესიას მართლმა-დიდებლობიდან გადახვევაში, ადამიანები დაარწმუნო, რომ ის რამ-დენიმე საუკუნის მანძილზე კათოლიკურ ტყვეობაში იმყოფებოდა, რომ მას სულიერად და ინტელექტუალურად ეძინა და ახლა დადგა მისი გაღვიძების დრო. სინამდვილეში ცდომილებისგან გაწმენდის ნიღბით მოდერნისტები ცდილობენ მართლმადიდებლურ ღვთისმე-ტყველებას იქამდე უკეთონ პროტესტანტიზმის შხამის ინექციები, სანამ ადამიანები ვეღარ მიხვდებიან, რაშია მართლმადიდებლობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პროტესტანტიზმი საკურთხევლის მარმარილოს ჩაქუჩით ამტვრევდა ძველ ეკლესიასთან და წმინდა მამებთან დაბ-რუნების მოწოდებით. ამჟამად ჩვენ დაფარული რეფორმაციის პერ-იოდში შევდივართ, ან, თუ გნებავთ, მისთვის მომზადების, დაზვე-რვისა და ლოკალური შეტაკებების პერიოდში, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით უნდა იწარმოოს ბრძოლა, რომელ წე-რტილებში და რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს დარ-ტყმები.

   გვინდა აღვნიშნოთ არაკორექტული საღვთისმეტყველო პოლემიკის ერთ-ერთი თავისებურება. ეს არის შეგნებულად დანაწევრებული და კონტექსტისაგან იზოლირებული ციტატებით სარგებლობა. პატრის-ტიკაში სხვადასხვა ჟანრი არსებობს: ეპისტოლე, კერძო წერილები, ქადაგებები, საღვთისმეტყველო ტრაქტატები, ჰიმნები, დიალოგები და ა.შ. მაგ. წერილებსა და ქადაგებებში ფართოდ გამოიყენება მეტა-ფორები, შედარებები, სახეები, და ეს იმისათვის, რათა გარკვეული ასოციაციური ხასიათის წარმოდგენაც კი გადმოიცეს, მიწიერ მსგა-ვსებათა მეშვეობით გონება მეტაფიზიკურ არსთან და სულიერ სა-იდუმლოებებთან მიახლოვდეს.

  უფრო მეტად პირობითია ჰიმნოგრაფიის ენა; მისი მიზანია ემოცი-ური გნოსისი, შემეცნება განცდათა მეშვეობით; საღვთისმეტყველო ტრაქტატებისთვის დამახასიათებელია სიტყვის მაქსიმალური სიზუს-ტე, მისი მიმართულობა სახის მრავალზომიერებიდან იდეის ერთ-ზომიერებისაკენ, მკაცრი ტერმინოლოგია და სემანტიკური სირთულ-ის გაფრთხილება, რომელსაც არაადეკვატურ ცნებებთან მივყავართ. ასეთი საღვთისმეტყველო ენის სრულყოფილების მწვერვალს წარმო-ადგენს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებები და ოროსები. ეს უნდა იცოდნენ პოლემისტებმა, თუმცა თავს ისე აჩვე-ნებენ, თითქოს ენობრივი (ფილოლოგიური და ლინგვისტური) ანალ-იზი - ეს სიახლეა, რომელსაც ჯერ მათთან არ მიუღწევია.

   შემდეგ, ციტატების შერჩევაში ვლინდება ვოლუნტარიზმი. ის ციტ-ატები, რომლებიც არ პასუხობენ პოლემისტის მიზანს, უფრო მეტად კი მის კონცეფციას ეწინააღმდეგებიან, იგნორირდება ისე, თითქოსდა ისინი საერთოდ არ არსებობენ, შემდეგ კი ხდება ციტატების მონტაჟი წინასწარ შემუშავებული გეგმით. გამოუცდელი მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ასეთი ნამუშევრებიდან ამოღებულია წმინდა მამათა ალტერნატიული გამონათქვამები. აქ ჩვენ პარადოქსის წინაშე ვდგებით, რომელმაც შესაძლოა კადნიერად და მკრეხელუ-რადაც კი გაიჟღეროს: სიცრუე წმინდა მამათა სიტყვების მეშვეობით.

   მართლმადიდებლობაში ყოველთვის არსებობდა და არსებობს საღვ-თისმეტყველო ტრადიცია. თანამედროვე მოდერნისტთა მესამე სიც-რუე - ეს ტრადიციის დისკრედიტაციაა. როგორც წმინდა წერილის გაგება შეუძლებელია წმინდა გარდამოცემის გარეშე, ასევე შეუძლე-ბელია პატრისტიკული ნაწარმოებებისა და წმინდა მამების აზრთა გაგება საეკლესიო ტრადიციის კალაპოტის გარეშე. ამიტომაც განიც-დის ის მოდერნისტების მხრიდან განსაკუთრებული ძალის თავდა-სხმებს. ასე მაგალითად, აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეებს, იერუსალიმის პატრიარქს დოსითეოსს, კათოლიციზმის წინააღმდეგ ყველაზე თვალსაჩინო მებრძოლს (მე-17 ს.) დისკრედიტირების მიზნ-ით ლიტერატურული ინტრიგების მეშვეობით ლამის კათოლიციზმის გამტარებლად სახავენ; მოსკოვის მიტროპოლიტს, მე-19 საუკუნის ყვე-ლაზე თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწეს წმ. ფილარეტს კი წმინდა სინოდის ობერ-პროკურორის პროტასოვის ხელის ბიჭად წარმოა-დგენენ. ეს ყველაფერი კი იმისთვისაა, რომ დისკრედიტირება მოხდეს ფილარეტის „კატეხიზმოსი", რომელიც მართლმადიდებლობის საღვ-თისმეტყველო ტრადიციის მატარებელია.

   ეკლესიოლოგიური გაუგებრობის შესაქმნელად უნდა მოხდეს არევ-დარევა ევქარისტიის საკითხებში, და თანამედროვე ლიტურგისტების ნაწილი ამის კეთებას „ხელებდაკაპიწებული" შეუდგა. მეფე სოლომ-ონს უწერია „ჟამი ქვების გაბნევისა და ჟამი ქვების მოგროვებისა". ამ „კეთილ" ადამიანებს უნდათ ძველი ტაძრის ქვები მიმოფანტონ, შემ-დეგ შეაგროვონ, ოღონდ სულ სხვა სახით.

   ეს სტატია დავიწყე, როგორც შესავალი დღესდღეობით ხელოვნურ-ად წამოწყებული ევქარისტიული საკითხისთვის. მასში მოდერნის-ტების პოზიცია და მეთოდები ზოგად სქემაშია მოცემული და თით-ქოს პუნქტირით მოხაზული. ვფიქრობს, რომ მას დამოუკიდებელი მნიშვნელობაც გააჩნია და ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ის მკითხველისთვის გამეცნო.

 

 

 

 

 

 



უკან დაბრუნება