მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ)

ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ)


27-05-2015, 00:15

ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ)

 

 

    კითხვა: რისთვისაა ჩვენს დროშიც საჭირო საღვთო გადმოცემა?

   პასუხი: წმინდა წერილის სწორად გაგებისათვის, საიდუმლოებების სწორად აღსრულებისათვის და წმინდა წესების მისი თავდაპირველი სიწმინდით დაცვისათვის.

   წმინდა ბასილი დიდი ამის შესახებ ამბობს შემდეგს: „ეკლესიაში და-ცულ დოგმატებსა და ქადაგებებს შორის ზოგიერთი წერილობითი და-მოძღვრებით გვაქვს, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემით მიგვი-ღია, საიდუმლოდ. ერთსაც და მეორესაც ერთნაირი ძალა აქვს კეთი-ლმსახურებისთვის და ამას არავინ ხდის საკამათოს, ვინც კი ოდნავ გაცნობიერებულია საეკლესიო განწესებებში. რადგან, თუკი უარვ-ყოფთ დაუწერელ ჩვეულებებს, როგორც დიდი ძალის არმქონეთ, მა-შინ აუცილებლად ვავნებთ სახარებას მნიშვნელოვან საკითხებში, ან უფრო მეტიც - ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდება დაგვრჩება. მაგალითისთვის დავასახელებ უპირველესსა და საერთ-ოდ: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსასოებლებმა პირჯვარი რომ უნდა გამოისახონ, ვინ გვასწავლა ეს წერილით? აღმოსავლეთისაკენ პირშექ-ცევით ლოცვა რომელმა წერილმა გვასწავლა? მოხმობის სიტყვები პუ-რის გარდაქცევისას ევქარისტიაში და კურთხევის ბარძიმში, რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა წერილობით? რამეთუ ჩვენ არ მიგვაჩნია საკ-მარისად ის სიტყვები, რომლებსაც მოიხსენიებს მოციქული ან სახა-რება, და მანამდე ან მის შემდეგ წარმოვთქვამთ სხვა სიტყვებსაც, როგორც საიდუმლოში უდიდესი ძალის შემცველს და, რომლებიც მიგვიღია დაუწერელი ქადაგებით. რომელი წერილით ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს და მირონცხების ზეთს, და თვით ნათლისმი-მღებელთ? დაფარული და საიდუმლო გადმოცემით ხომ არა? და კი-დევ რა? თვით ზეთისცხება რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის მიღებული ადამიანის სამგზის შთაფლვა და სხვა, რაც ნათლისღებისას სრულდება? სატანისა და მისი ანგელოზებისაგან გან-დგომა რომელი წერილიდან არის აღებული? იმ გამოუქვეყნებელი და გამოუჩინებელი სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა შემო-ინახეს ცნობისმოყვარეთათვის მიუწვდომელი და გამოუკვლეველი მდუმარებით, რამეთუ ჯანსაღად იყვნენ განსწავლულნი წმინდა საი-დუმლოთა დაცვაში? რადგან რარიგ შესაფერისი იქნებოდა წერილობ-ითი გაცხადება სწავლებისა იმის შესახებ, რაზედაც საიდუმლოში გან-უსწავლელებისა და შეუწირველებისათვის შეხედვაც კი დაუშვებელ-ია." (კანონი 97. სულიწმინდის შესახებ).

 

(გაგრძელება იქნება...)  


უკან დაბრუნება