მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ტრადიცია და მამალი

ტრადიცია და მამალი


19-05-2015, 00:05

ტრადიცია და მამალი

 

 

   რა არის ტრადიცია? რა აზრსა და მნიშვნელობას შეიცავს ეს სიტყვა? ზედმიწევნით თუ ვთარგმნით, ტრადიცია, ეს არის ისტორიის მიერ მოპოვებული და დაცული მდგრადი ღირებულებების „გადაცემა". ტრადიცია - სულიერი მემკვიდრეობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

   ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ტრადიციები გასაოცარი სისწრაფით ინგრევა და ქრება, თითქოს თუჯის საგორავი მიგორავს დედამიწაზე, თავისი სიმძიმით ხალხთა კულტურულ და სულიერ ღირებულებებს ანგრევს და ადამიანებს რაღაც ერთგვაროვან მასად აქცევს.

 მართლმადიდებლობა არსითა და ფორმით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული აღმსარებლობაა; ის მთლიანობაში იცავს იმას, რაც მო-ციქულებს ქრისტესგან ესმოდათ და გადმოსცეს ეკლესიას. მართლ-მადიდებლობაში შინაარსი განუყოფელია ფორმისაგან, და თვით ფო-რმა არა გარეგან გარსს, არამედ სიმბოლურ ენას წარმოადგენს, რო-მლის მეშვეობითაც იმის შინაარსი შეითვისება, რაც სიტყვაზე მაღლაა. მართლმადიდებელი ეკლესიის რიტუალები - ეს არა დაკანონებული წეს-ჩვეულებებია, არა მოგონილი ალეგორიებია, არა მიმიკური ინს-ცენირებაა წმინდა მოვლენებისა, არამედ ეკლესიის საიდუმლო ენაა, სულიერი არხებია, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი მეტაფიზიკურ სამყაროსთან ერთდება. მართლმადიდებლობა დროისა და ისტორიის ასპექტში საკუთარ თავთან იგივდება. ის ევოლუციას არ განიცდის, არ პროგრესირდება, არ ვითარდება მცირედან დიდისაკენ; დაბლიდან მაღლისაკენ. მან ცხოვრების სავსება სულთმოფენობის დღეს მიიღო და მას თავის საიდუმლოებებსა და წეს-ჩვეულებებში იცავს, მაგრამ ინახავს არა როგორც მოგონებას, არამედ როგორც გაგრძელებას თვით სულთმოფენობისა.

   „მოეკლესიურო" ინტელიგენციიდან ზოგიერთნი ეკლესიას კონსერ-ვატიზმის გამო საყვედურობენ. მათ ეკლესია საერო ინსტიტუტებში ერევათ, სადაც ჩქეფს ადამიანური აზრი, ადამიანური ენერგია, რომე-ლიც ეძებს ახალ ფორმებს, ახლებურ გამოსახვას, ახალ აღმოჩენებს. მეცნიერებაში ადამიანი შეუჩერებლად მიისწრაფის თვითდამკვიდრე-ბისაკენ. ეკლესიის ცხოვრება დაფარული და საკრალურია. იმისათვის, რომ ეს გაიგო, უნდა შეეხო, უნდა შეხვიდე მასში, ეს კი ნიშნავს, რომ მისი ტრადიციებით იცხოვრო. ეკლესიისათვის ყველაზე მეტად უცხო - ეს მშრალი რაციონალიზმისა და მკვდარი აბსტრაქციის სულია; ის ყოფიერებაა, რომელიც მხოლოდ ყოფიერების მეშვეობით მიიღწევა; ის ჭეშმარიტებაა, რომელიც იმათთვის ცხადდება, ვინც მას ეძიებს და მაშინ მათთვის ის ყველა სხვა მტკიცებულებაზე უმაღლესი სიცხადე ხდება.

   ტრადიციის მნიშვნელობის უკეთ წარმოსადგენად მაგალითებისა და შედარებისათვის საერო ტრადიციებს მივმართოთ, რომლებიც ისევე, როგორც ყველაფერი კაცობრივი, მეტად არასრულყოფილნი არიან. რომელი ფენა უფრთხილდებოდა ყველაზე უფრო თავის ტრადიციას, წარმოშობას, წეს-ჩვეულებას და გვარის ღირსებას? ეს ფენა იყო არი-სტოკრატია, რომელმაც, როგორც თავის უმაღლესი გამოვლინება, რა-ინდობა წარმოშვა.

   რაინდი ვალდებული იყო თავისი ცხოვრება ტრადიციებისა და წეს-ებისადმი დაექვემდებარებინა, რომლებიც მისი ცხოვრების არა მხო-ლოდ ქცევით, არამედ ზნეობრივ მხარეს წარმოადგენდა. უღირსი სა-ქციელი საერთო სიძულვილით ისჯებოდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში სამარცხვინო სასჯელით: თუკი რაინდი თავს რაიმეთი შეირცხვენდა, მას ტანისამოსს ხდიდნენ და იარაღს უმტვრევდნენ, სახელსა და ტი-ტულს ყრიდნენ, რაც უსისხლო სასჯელს წარმოადგენდა. არისტოკ-რატია უმეტესწილად ის ფენა იყო, რომელიც თავისი ტრადიცი-ებისთვის, თავისი წარმომავლობისა და საგვარეულო ღერბისთვის - სისხლსა და სიცოცხლეს სწირავდა.

   პლებეებსარ გააჩნდათ ტრადიცია. მათ შესანახი და შთამომავლობ-ისათვის გადასაცემი არაფერი ჰქონდათ. თუკი რაინდების (ტრუბა-დურების და მინენზინგერების) პოეზია მკაცრ კანონებს ემორჩილე-ბოდა, პლებეების - მოქალაქეების და მოვაჭრეების პოეზია უმეტეს-წილად ხორცის კულტი და ტრადიციების გამასხარავება იყო. ბრბოსა-თვის მეტად საყვარელი სკომოროხების2  წარმოდგენები ტრადიციებ-ის დაცინვასა და პაროდიებს წარმოადგენდა და ამასთანავე ისეთი ცნებებისა, როგორიცაა ღირსება, უბიწოება და ერთგულება. ჩვენ იმის თქმა სრულიადაც არ გვინდა, რომ მთელი წარმომავლობითი არის-ტოკრატია იყო სულით არისტოკრატი. დესპოტიზმი, რომელმაც თავი ბატონყმობის სახით იჩინა, უკვე სხვა მენტალიტეტია. რუსეთში არ-ისტოკრატიის ნგრევა პეტრე I-ის დროიდან დაიწყო და რევოლუციით დასრულდა. გერმანიაში ნაციონალიზმმა გერმანიის არისტოკრატიის ნაწილი აიძულა ბრბოს გაჰყოლოდა და მისი გემოვნება წაეხალ-ისებინა. იქ არისტოკრატიის დაცემამ ფაშიზმს გზა გაუკვალა.

   ისტორია შურს იძიებს საკუთარი თავისათვის: როცა არისტოკრატია წყვეტს არისტოკრატობას, მაშინ ის პლებეის მონა ხდება.

   რევოლუცია - ეს ტრადიციის გაშმაგებული ნგრევაა. ეს დარტყმა უპ-ირველესად ტრადიციების მატარებლების წინააღმდეგაა მიმართული. რევოლუცია - ბრძოლაა ეკლესიასთან, როგორც სულიერი ტრადიც-იების დამცველთან და უპირველეს ყოვლისა იმათთან, ვინც არა მხოლოდ უარს ამბობდა რწმენისადმი ღალატზე, თვით სარწმუნოების შეცვლა არ სურდა. რაც შეეხებათ საეკლესიო რეფორმატორებს, რევ-ოლუციონერები მათთან საერთო ენას პოულობდნენ.

   ეკლესიაში რეფორმები - ესეც მინირევოლუციების სერიაა. ადამიან-ებს, რომლებსაც ღრმა სულიერი - მისტიკური გამოცდილება არ გა-აჩნიათ, არ ესმით, თუ რა ლიტურგიკულ საგანძურს იმარხავს ეკლე-სია. მათ უნდათ, ეკლესიას მათი საკუთარი გემოვნების სამსახური აიძულონ, უნდათ, რომ ის დროის სულს, მოდას, გემოვნებას და წა-რმოდგენებს გამარჯვებულის ეტლზე მიბმული ტყვე ქალივით გაჰ-ყვეს. ამიტომ ეკლესიის ყოველგვარი დამოუკიდებლობა აღიზიანებთ. ტრადიცია არა მხოლოდ ისტორიული ცნებაა, არამედ ეთიკურიც. როცა ვამბობთ: „ადამიანი ტრადიციის გარეშე", იმას ვგულისხმობთ, რომ ეს ადამიანი მოკლებულია ზნეობრივ და ქცევით საფუძველს, რომ მას არა აქვს ღირსების გაგება, რაც შეაკავებდა, რომ ეს ცინიკოსია და ნიჰილისტი; როცა ვამბობთ, რომ ადამიანს არ გააჩნია ტრადიცია, ვგულისხმობთ, რომ ის მოკვეთილია ისტორიული ფესვისაგან, რომ ის თავის ერს არ ეკუთვნის და არ შეუძლია ვინმეს წარმოადგენდეს, გარდა საკუთარი თავისა. რამდენადაც მაღალია ადამიანის სულიერი კულტურა, მით მეტად უფრთხილდება ის საეკლესიო გადმოცემებს, რომელიც სათავეს მოციქულებიდან იღებს და ეკლესიაში ცოცხლობს. ეკლესია - ეს სულიწმიდის გამოცხადებაა, იქ არაფერია არასრულ-ყოფილი, რასაც დამატება სჭირდება, არაფერია ცრუ, რისი აღმოფხ-ვრაც გახდება საჭირო, არაფერია მცდარი, რისი შესწორებაც იქნება აუცილებელი.

   ყოველგვარი რეფორმა - ეს არის ეკლესიის საგანძურის ძვირფასეუ-ლობათა შეცვლა ყალბი ქვებით და ყალბი ლითონით. ყოველგვარი რეფორმა, ეს ღვთისმსახურების მისტიკური სიღრმის დაკარგვა და წმინდა სიმბოლოთა დანგრევაა. თანამედროვე მწერლებიდან რომელ-იმეს ბიბლიის რეფორმირება და შესწორება რომ მოენდომებინა, წი-ნასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვები თავის შეთხზულთან აე-რია, მაშინ ბიბლია წმინდა წიგნი აღარ იქნებოდა, არამედ სუროგატად იქცეოდა. რეფორმატორებს სურთ იგივე უყონ საეკლესიო წესსა და ლიტურგიკას.

   ცნობილ იგავში მოთხრობილია, რომ მამალმა მარგალიტი იპოვა, შე-წუხდა, რომ მისი გადაყლაპვა არ შეიძლება და გადაწყვიტა, რომ ის უსარგებლო ნივთია. მამალს რომ სცოდნოდა, რამდენი შრომა სჭი-რდება ადამიანს მის მოსაპოვებლად და როგორ სათუთად ინახავს მას, ამ ყველაფერს ამაო, სასაცილო საქმედ ჩათვლიდა.

   ჩვენ გასაოცარი მარგალიტები გვაქვს ტრადიციის ძაფზე ასხმული - ეს არის ხატწერა, ძველი გალობა, საეკლესიო ენა და იულიანური კა-ლენდარი, რომლის რიტმებსა და ციკლებშიც მიმდინარეობს ღვთისმ-სახურება.

  ამაზე რას იტყვის ბატონი მამალი?

 

 

 


1პლებეები (ლათ. plebeius) ძვ. რომში დაბალი წრეების წარმომადგენ-ლები.

2სკომოროხები - ძვ. რუსეთში ოინბაზები, ტაკიმასხარები. ქართ. ბერ-იკები.

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 


უკან დაბრუნება